პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კურსს, პიარსკოლის კურსდამთავრებული, მარიკა გაჩეჩილაძე აფასებს:
მოკლედ მოგვიყევი შენი საქმიანობის შესახებ…
პიარსკოლის ლექციების დასაწყისშივე მივხვდი, რომ კარიერული სვლა მარკეტინგის მიმართულებით უნდა გამეგრძელებინა. რეალურად, ამ კურსის დახმარებით შევძელი ჩემთვის საინტერესო საქმიანობის აღმოჩენა, ახლა კი სასიამოვნო სიახლეების მოლოდინის რეჟიმში ვარ.
პიარსკოლამ საშუალება მომცა აღმომეჩინა საკუთარი თავი აწმყოში და მომავალში. პატარა კომპასივითაა ეს კურსი, ბევრი ფიქრის, ცოდნის მიღების და გააზრების შემდეგ საბოლოო მიმართულებასაც ხედავ…
გაიხსენე საბოლოო პროექტისთვის რა თემაზე მოგიწია მუშაობა და რამდენად დაგეხმარა პრაქტიკული ცოდნის მიღებაში..
ჩემი პროექტი პროფესიული განათლების პოპულარიზაციის კამპანია წარმოადგენდა. ცხადია, თემა თავიდანვე ძალიან მაინტერესებდა, თუმცა პრაქტიკული მუშაობის პროცესმა სულ სხვაგვარად მიიპყრო ჩემი ყურადღება. პროექტზე მუშაობამ მომცა პრაქტიკული ცოდნა და უნარები, რასაც ვერ შეძლებდა მხოლოდ თეორიული სწავლება. რეალური, ცოცხალი, რთული და მომენტებში სტრესული სამუშაო რეჟიმი უფრო მეტ და ხელშესახებ ცხოვრებისეულ გამოცდილებას ტოვებს, ვიდრე მარტივი და იოლი საქმე. აქ ვისწავლე სირთულეებთან გამკლავება, კონფლიქტის მოგვარება, სტრესული სიტუაციების მართვა და რაც მთავარია, გუნდური მუშაობა, ეს უკანასკნელი კი, ხშირად, ყველაზე დიდი სირთულე შეიძლება აღმოჩნდეს. საბოლოოდ, მე და ჩემმა გუნდმა შევძელით პროექტის წარმატებით დასრულება.
შენი აზრით, რა არის პიარსკოლის უპირატესობა? რა მოგეწონა ყველაზე მეტად?
პიარსკოლის უპირატესობა წარმოდგენილი ლექტორების, მათი პროფესიული კომპეტენციებისა და ცოდნის მრავალფეროვანი არჩევანია. სწორედ განსხვავებული, ამავე დროს ერთმანეთთან დაკავშირებული საინტერესო ინფორმაციების მეშვეობით შეგვიძლია პანორამულად შევხედოთ მარკეტინგულ კომუნიკაციებს და ამ სფეროში კონკრეტული ადგილი მოვინიშნოთ ჩვენთვის. ყველაზე მეტად მომეწონა ლექციების საერთო ოპტიმისტური ხედვა, დადებითი მუხტი და მოტივაცია, რაც კურსის დასრულებისას კიდევ უფრო გაძლიერდა.
რას ნიშნავს შენთვის იყო პიარსკოლელი?
ეს არის პასუხისმგებლობა, დაპირება და დანაპირების მაქსიმალურად სწრაფად სისრულეში მოყვანა. რა თქმა უნდა, ეს ეხება მარკეტინგული კომუნიკაციების კურსისგან მიღებული ცოდნის რეალიზებას და მომავლისკენ წარმატებულ სვლას .