პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კურსის შეფასება

PR – ის და მარკეტინგული კომუნიკაციების კურსს პიარსკოლის კურსდამთავრებული ილონა მიქია აფასებს:

რა არის პიარსკოლის უპირტესობა, რა დაგამახსოვრდა ყველაზე მეტად კურსზე?

პიარსკოლას გამოვარჩევდი, პირველ რიგში, ურთიერთობებით. უნიჭიერესი ლექტორებისგან დაკომპლექტებული გუნდი თითქოს ქმნის ერთ დიდ უზარმაზარ წრეს, რაშიც სრულიად გვაქცევენ სტუდენტებს და ვხდებით მათი ნაწილი. განსაკუთრებულად მომეწონა  ლექტორების ორგანიზება, თუ როგორ ცდილობდნენ ამომწურავად გაეცნოთ ჩვენთვის ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი ინფორმაცია მცირე დროში.

გამოვარჩევდი სოსო გალუმაშვილს, ალექსანდრე მარგიშვილს, ალექსანდრე გაბუნიას და ანანო დოდელიას. მათი საოცარი ენერგეტიკის, ენთუზიაზმის  და აუდიტორიის დაინტერესების უნარით.

რაში დაგეხმარება პიარსკოლაში მიღებული ცოდნა შენს საქმიანობასა და ზოგადად ცხოვრებაში, ყველაზე მნიშვნელოვანი რა მოგცა?

მიღებული ცოდნა აუცილებლად გამომადგება სამომავლოდ ჩემს კარიერაში. მიზანი, რის გამოც მოვედი, შესრულებულია. შევიძინე უამრავი მეგობარი, გამოვიმუშავე  გუნდური მუშაობის უნარი, გავეცანი ახალ ინფორმაციას, ვისწავლე ბევრი საინტერესო რამ და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მქონდა შესაძლებლობა გამეცნო თავისი საქმის პროფესიონალი ჩვენი ლექტორები.

რას გვეტყვით პიარსკოლაზე?

ვფიქრობ, კურსი იდეალურად დასრულდა. ჩემი რეკომენდაცია ექნება პიარსკოლას ყოველთვის.

პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კურსის შეფასება

PR – ის და მარკეტინგული კომუნიკაციების კურსს პიარსკოლის კურსდამთავრებული ლიკა მარტაშვილი აფასებს:

რა არის პიარსკოლის უპირატესობა, რა დაგამახსოვრდა ყველაზე მეტად კურსზე?

პიარსკოლის უპირატესობა უნივერსალური ლექტორებია, გუნდი, რომელიც შენზე მუშაობს და არ გაგრძნობინებს, რომ უბრალოდ მეორე ან ოცდამესამე სტუდენტი ხარ. მათი მოსმენისას სხვა ტრენინგებისა თუ ლექციებისგან განსხვავებით თავს თვლი ორიენტირად და მიზნად, რომლადაც ყველა ლექტორი აღგიქვამს. ამ კურსზე იგებ ძალიან ბევრ ახალს, ხოლო ძველის გაგებისას მას სრულიად ახალი თვალით ხედავ!

რაში დაგეხმარება პიარსკოლაში მიღებული ცოდნა შენს საქმიანობასა და ზოგადად ცხოვრებაში, ყველაზე მნიშვნელოვანი რა მოგცა?

პიარსკოლა დამეხმარა მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმაში, მე დღეს შემიძლია ვიყო მე და ზუსტად ვიცოდე, რომ ასეთი უნდა ვიყო. ამ ადგილმა შემძინა ადამიანები, ვინც მზად არიან ნებისმიერ მომენტში გვერდით მედგნენ, გამაცნო ლექტორები, ვინც მზად არიან თითოეულ პრობლემაზე სწრაფი და ამომწურავი რეაგირება ჰქონდეთ, მომცა საშუალება ერთ საკითხს არათუ ერთი, ორი ან სამი, არამედ ყველას თვალით შევხედო და ნებისმიერი გამოწვევა არათუ პრობლემად, არამედ შესაძლებლობად აღვიქვა.

რას გვეტყვით პიარსკოლის ლექტორებზე?

ვთვლი, რომ თითოეული ლექტორი ზუსტად იმ მიზნით არის შერჩეული, რომ მე – ლიკა მარტაშვილმა ზუსტად ისე ვიგრძნო თავი, როგორც ახლა ვგრძნობ – კმაყოფილი, ემოციებით დახუნძლული ცოდნითა და შემართებით აღსავსე, ნათელი, ,,ანთებული”, მიზანდასახული და სრულიად ახალი ნაბიჯებისკენ მომართული ვარ. მადლობა, რომ მომეცა საშუალება ამ ძალიან მაგარი ადამიანების გვერდით ჩემი პატარა ადგილიც მეპოვა. .

მინდოდა ყველა ლექტორზე დამეწერა რამდენიმე სიტყვა, თუმცა, მგონია, რომ ყველა ლექტორზე რამდენიმე სიტყვა უბრალოდ არასაკმარისი იქნება. ვამაყობ საკუთარი თავით, რომ მათთან მუშაობას ავუწყე ფეხი და კიდევ უფრო გავიზარდე.

მადლობა პიარსკოლასა და თითოეულ თანამშრომელს, ვისაც პატარა წვლილი მიუძღვის ჩემი კმაყოფილების ასეთ დონემდე მიყვანაში, დარწმუნებული ვარ, კიდევ ერთხელ რომ ვიცხოვრო ისევ თქვენი სტუდენტი ვიქნები!  მადლობა საოცარი გამოცდილებებისა და ემოციებისთვის!

პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კურსის შეფასება

PR – ის და მარკეტინგული კომუნიკაციების კურსს პიარსკოლის კურსდამთავრებული თამარ მაჭანკალაძე აფასებს:

რა არის პიარსკოლის უპირატესობა, რა დაგამახსოვრდა ყველაზე მეტად კურსზე?

გამოვარჩევდი ლექტორებს. პიარსკოლას პიარსკოლად სწორედ ეს ადამიანები აქცევენ. კურსის მსვლელობის დროს აღმოჩენა იყო რამდენიმე ლექტორი, რომელთა ლექციებზეც სიხარულით მოვრბოდი და მათ მთელი გონებით ვუსმენდი.

რაში დაგეხმარება პიარსკოლაში მიღებული ცოდნა შენს საქმიანობასა და ზოგადად ცხოვრებაში, ყველაზე მნიშვნელოვანი რა მოგცა?

გამოცდილება, რომელიც აქ მივიღე ნამდვილად გამომადგება საქმიან და პირად ურთიერთობებში. დავრწმუნდი, რომ ეს არის სფერო, სადაც შემიძლია ჩემი უნარებისა და გამოცდილების გამოყენება. ეს არის სფერო, სადაც ჩემს თავს ვხედავ და ამ მიმართულებით კიდევ უფრო მეტ განათლებას მივიღებ. რეალურად არსებობენ ადამიანები, რომელიც ზე პროფესიონალები არიან და იციან ეს საქმე უმაღლეს დონეზე. სწორედ ასეთი ადამიანები გავიცანი აქ. არასდროს არის გვიანი ისწავლო და ახალ პროფესიას დაეუფლო. მთავარია სწორ ადგილას მოხვდე. პიარსკოლაში ყოფნის დროს დავრწმუნდი, რომ ჩემი ჯიუტი ხასიათი მიზნის მიღწევაში მეხმარება. ასევე დავრწმუნდი, რომ არ არსებობს დადგენილი ჩარჩოები და ნებისმიერ გარემოში საჭიროა კრიტიკული აზროვნება. თუ გინდა მიზნამდე მიხვიდე, კრიტიკულად უნდა შეხედო შენს თავს და შემდეგ გარემოს. ეს დაგეხმარება სიტუაციის რეალურად შეფასებაში. პიარსკოლამ ასევე მომცა ახალი ნაცნობობა და მეგობრები. მადლობა ამისთვის.

როგორ შეაფასებდით განვლილ სამ თვეს პიარსკოლაში?

მადლობა ამ არაჩვეულებრივი სამი თვისთვის. ახლა კიდევ უფრო მეტად მინდა ამ სფეროში საქმიანობის გაგრძელება და შესაბამისად მეტი ცოდნის მიღება.

პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კურსის შეფასება

PR – ის და მარკეტინგული კომუნიკაციების კურსს პიარსკოლის კურსდამთავრებული ნატალია ჩიბალაშვილი აფასებს:

რა არის პიარსკოლის უპირატესობა, რა დაგამახსოვრდა ყველაზე მეტად კურსზე?

პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო ის ფაქტი, რომ პიარსკოლაში თითოეული ლექტორი პროფესიონალია, რამაც დიდი გავლენა იქონია ჩემზე. მათ გაგვიზიარეს თავიანთი ცხოვრებისეული გამოცდილება და მოგვცეს იმის სურვილი, რომ საკუთარი მიზნები რეალობად ვაქციოთ. ვთვლი, რომ პიარსკოლა არის ურთიერთობა, რადგან ძალიან  ბევრი ძვირფასი ადამიანი გავიცანი, რამაც ჩემში პიროვნული ზრდა გამოიწვია. ასევე გამოვყოფ  ჩემს პროექტის მენტორს (რ.უსტიაშვილი),  რომელიც იმდენად აქტიურად იყო ჩართული თითოეულ პროცესში, რომ თამამად შემიძლია ხაზი გავუსვა იმ ფაქტს, რომ ნებისმიერ ჭრილში მისგან ვისწავლე ბევრი რამ და რაც მთავარია განვვითარდი. პიარსკოლამ მასწავლა გუნდური მუშაობა და ნებისმიერი პრობლემის გადაჭრის ხერხები. მასწავლა ის, რომ შრომა ყოველთვის ფასდება, რაც ნამდვილად ვიგრძენი განვლილ კურსში. სამ საუკეთესო სტუდენტში დასახელებისას მივხვდი თუ რა შედეგი მოაქვს შრომას, რა ფასი აქვს გულით გაკეთებულ საქმეს.

კურსის განმავლობაში მხოლოდ თეორიით არ შემოვფარგლულვართ. იყო პრაქტიკული, ინტერაქციული დავალებები, რომლებიც როგორც სახალისო, ასევე საინტერესო იყო.

რაში დაგეხმარება პიარსკოლაში მიღებული ცოდნა შენს საქმიანობასა და ზოგადად ცხოვრებაში, ყველაზე მნიშვნელოვანი რა მოგცა?

პიარსკოლაში შევიძინე და გავიცანი ძალიან საინტერესო და კარგი ადამიანები. ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ არ ჰქონდა მნიშვნელობა ლექტორი იყო თუ სტუდენტი, რადგან კურსის განმავლობაში ყველა თანატოლები ვიყავით, რაც მეტ სტიმულს მაძლევდა, რომ მეშრომა.პიარსკოლის მენტორები, ლექტორები, სტუდენტები და გუნდის წევრები არიან იმის ერთ-ერთი მთავარი მოტივაცია, რამაც მიზნამდე მიმაღწევინა.

სამომავლოდ უკვე ვიცი, თუ რამდენად ბევრს ნიშნავს შრომის დაფასება და რამდენად ტკბილია ბევრი დაღლის მიუხედავად ბოლოში გატკბილებული კენწერო.

როგორ შეაფასებდით განვლილ სამ თვეს პიარსკოლაში?

პიარსკოლაში კურსის დამთავრების შემდგომ მეტად მოტივირებული ვარ, რომ წარმატებული ვიყო ჩემს საქმიანობაში. ახლა კი მაქვს სურვილი, რომ მეტად ბევრი ვიშრომო და გავაგრძელო  ამ სფეროში მოღვაწეობა, რადგან პიარსკოლა ნებისმიერ ნაბიჯზე გვერდზე მედგა და მიდგას რაც ნამდვილად ვიგრძენი. ახლა უკვე თამამად შემიძლია თეორია პრაქტიკაში გამოვიყენო და ყველა სირთულეს ჩავეჭიდო.

პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კურსის შეფასება

PR – ის და მარკეტინგული კომუნიკაციების კურსს პიარსკოლის კურსდამთავრებული ანუკი სპანდერაშვილი აფასებს:

რა არის პიარსკოლის უპირატესობა, რა დაგამახსოვრდა ყველაზე მეტად კურსზე?

პიარსკოლის უპირატესობა არის ის, რომ ეს არის ადგილი, სადაც ადამიანს შეუძლია შეიძინოს ცოდნა, ადამიანები და ის ურთიერთობები, რომლებიც ცხოვრების ყველა ეტაპზე გამოადგება. პიარსკოლაში მოსვლის დღიდან განსაკუთრებული შთაბეჭდილებებით ავივსე და ასეც დასრულდა სამ თვიანი კურსი, საუკეთესო ლექტორებმა თავი დაგვამახსოვრეს  პროფესიონალიზმით და ადამიანობით, რაც ცხოვრების ყველა ეტაპზე ჩემი მეგზური იქნება.

რაში დაგეხმარება პიარსკოლაში მიღებული ცოდნა შენს საქმიანობასა და ზოგადად ცხოვრებაში, ყველაზე მნიშვნელოვანი რა მოგცა?

პიარსკოლაში მიღებული ცოდნა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, პიარსკოლაში სწავლებასთან ერთად პარალელურად შევქმენი ჩემი ივენთ კომპანია, ეს მოტივაცია კი პიარსკოლამ მომცა, რადგან აქ მიღებული ცოდნა დამეხმარა, ჩემი ოცნებები რეალობად მექცია. მადლობა პიარსკოლას ამ ინსპირაციისთვის და ყველა ლექტორს, რომელმაც  ის ცოდნა მომცა, რომ მე თამამად ჩემი კომპანიის გამართვა შემძლებოდა.

პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კურსის შეფასება

PR – ის და მარკეტინგული კომუნიკაციების კურსს პიარსკოლის კურსდამთავრებული მარიამ ყველაიძე აფასებს:

რა არის პიარსკოლის უპირატესობა, რა დაგამახსოვრდა ყველაზე მეტად კურსზე?

კვალიფიციური , პროფესიონალი და მეგობრული ლექტორები, ეს ხალხი შეუფასებელი განძია. ჩემი აზრით, სწორედ ეს არის პიარსკოლის მთავარი უპირატესობა. ადამიანები, რომლებიც მაქსიმუმს დებენ, რომ შენ ცოდნა მიიღო და ამ ყველაფერს საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით, რაც კიდევ უფრო საინტერესოს ხდის პროცესს. ალბათ ასე მცირე დროში ამდენის სწავლა, სწორედ ისეთ ადამიანებთან ურთიერთობამ გამოიწვია, როგორიც თითოეული ლექტორია. ეს არ არის მხოლოდ ცოდნის გადაცემის პროცესი, ეს არის ურთიერთობა რეალიზებულ, წარმატებულ, საკუთარ საქმეზე შეყვარებულ ადამიანებთან, რაც გიჩენს მოტივაციას, შენც მათნაირი გახდე.

რაში დაგეხმარება პიარსკოლაში მიღებული ცოდნა შენს საქმიანობასა და ზოგადად ცხოვრებაში, ყველაზე მნიშვნელოვანი რა მოგვცა?

დავიწყებ იმით, რაში დამეხმარა – ჩემი მცირე ხნიანი გამოცდილება პიარ საქმიანობაში ჩემს თავდაუჯერებლობას იწვევდა, პიარსკოლაში მიღებული ცოდნით ახლა ჩემი ფიქრები მიმართულია იმისკენ, რითი შეიძლება გავხადო უკეთესი ჩემი საქმე სამსახურში, გამიჩნდა ინიციატივები და არ მიჭირს მათი სხვებისთვის გაზიარება, იმიტომ რომ სამი თვე გავატარე ისეთ ადამიანებთან, ჩემი აზრები მოისმინეს და შეაფასეს ისეთმა ადამიანებმა, რომ ამან ჩემი ენთუზიაზმი, მოტივაცია და თვითშეფასება გაზარდა. შესაბამისად, უკვე შეიცვალა ჩემი დამოკიდებულება ჩემი შესაძლებლობების მიმართ, რაც მთავარია უკეთესობისკენ.

გარდა ამისა, ახლა ყველა იმ თემას, რომელიც დეტალურად გავიარეთ პიარსკოლაში მეტი ყურადღებით ვეკიდები, ვაკვირდები დეტალებს და მიკვირს ეს ასე მცირე დროში როგორ მოხდა, რომ ახლა რაღაცებს სხვა თვალით ვუყურებ. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩემი მიზანი, გამეგო მინდა თუ არა ჩემი პროფესიული ცხოვრება მივუძღვნა პიარს, გავიგე. მინდა უფრო მეტი ვიცოდე, მუდმივად გავიღრმაო ცოდნა.  არ გამოვრიცხავ მომავალში ჩემი გადაწყვეტილება შეიცვალოს, ოღონდ ახლა ზუსტად ვიცი, ვაკეთებ იმას, რაც მომწონს და დავიხარჯები ბოლომდე იმისთვის, რომ ვიყო საუკეთესო.

 როგორ შეაფასებდით განვლილ სამ თვეს პიარსკოლაში?

ფინალურ პროექტზე მუშაობა იყო ერთი დიდი გამოწვევა და ცხოვრებაში საკუთარი თავისთვის იმის დამტკიცება, რომ ყველაფერი შესაძლებელია, ისწავლო ის, რაც აქამდე არ გაგიკეთებია და შემდეგ წარსდგე იმ ადამიანების წინაშე, რომლებიც საქმეში შენთვის მაგალითები არიან, არ არის მარტივი და სწორედ ამ სიძნელემ და მისმა გადალახვამ ცხოვრებისეული გარდატეხა მოახდინა. ბოლოს,  მადლობა შესაძლებლობებისთვის, თავდაჯერებისთვის, მოტივაციისთვის. ადამიანები, რომლებიც ამ კურსმა შემძინა, ჩემთვის პროფესიული ცოდნის მიღებაზე არანაკლებ მნიშვნელოვანია.

 

პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კურსის შეფასება

PR-ის და მარკეტინგული კომუნიკაციების კურსს პიარსკოლის კურსდამთავრებული ქრისტინე ჯანაშია აფასებს:

რა არის პიარსკოლის უპირტესობა, რა დაგამახსოვრდა ყველაზე მეტად კურსზე?

ის რომ საუკეთესო ლექტორები ჰყავს პიარსკოლას, ვეცადე გამომერჩია და ჩამომეთვალა გამორჩეული ლექტორები, თუმცა წერის პროცესში მივხვდი, რომ ყველა მათგანმა განსაკუთრებული ცოდნა მომცა და ძალიან მნიშვნელოვანი გახდა ჩემთვის.

რაში დაგეხმარება პიარსკოლაში მიღებული ცოდნა შენს საქმიანობასა და ზოგადად ცხოვრებაში, ყველაზე მნიშვნელოვანი რა მოგცა

პიარსკოლა დამეხმარა აღმომეჩინა ახალი  ადამიანები და მეგობრები. ლექტორებმა მომცეს უზარმაზარი ცოდნა, რომლისთვისაც მადლობებლი ვარ. გავიცანი საკუთარი თავი უკეთ და აღმოვაჩინე ჩემი თავის ძლიერი და სუსტი მხარეები.  მიღებული განათლება და გამოცდილება დამეხმარება სამომავლო საქმიანობაში.

რას გვეტყვით პიარსკოლაზე?

ყველაფერს საკეთესოს ვუსურვებ პიარსკოლა, წარმატებას და წინსვლას.

პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კურსის შეფასება

PR-ის და მარკეტინგული კომუნიკაციების კურსს პიარსკოლის კურსდამთავრებული თანუ გასიტაშვილი აფასებს:

რა არის პიარსკოლის უპირტესობა, რა დაგამახსოვრდა ყველაზე მეტად კურსზე?

პიარსკოლამ თავი ბევრი რამით დამამხსოვრა, მაგრამ ყველაზე მეტად გამოვარჩევდი საგნების მრავაფეროვნებას, რაც დამეხმარა გავცნობოდი ბევრ სხვადასხვა თემას საინტერესო ლექტორების დახმარებით, ასევე ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის, პრაქტიკული დავალებებია, რომელმაც უდიდესი გამოცდილება დამიტოვა.

რაში დაგეხმარება პიარსკოლაში მიღებული ცოდნა შენს საქმიანობასა და ზოგადად ცხოვრებაში, ყველაზე მნიშვნელოვანი რა მოგცა

პიარსკოლა დამეხმარა აღმომეჩინა საკუთარი თავი და ჩემი შესაძლებლობები. დამეხმარა, იმის გააზრებაში თუ ვინ მინდა ვიყო და სად მინდა რომ ვიყო. გავიუმჯობესე ჩემი უნარები, რაც დამეხმარება სამომავლო წარმატებაში. უკვე დავისახე სამომავლო გეგმები, რის მიღწევაშიც მიღებული ცოდნა დამეხმარება.

რას გვეტყვით პიარსკოლაზე?

ძალიან დიდი მოლოდინები მქონდა პიარ სკოლაზე, რაც გამართლდა 99% და ამისათვის დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ყველას. ბატონმა სოსომ თქვა სულ პირველ დღეს რომ აქედან სხვანაირები გახვალთო , მართლაც მასეა. მე პირადად საკმარისი ცოდნა მივიღე პიარ სკოლაში, რაც მთავარია დავინახე ის მიმართულებები რაც გულით და სულით მაინტერესებს და ვთვლი რომ ამ სფეროში მინდა მუშაობა. ძალიან ძალიან ძალიან დიდი მადლობა ყველა თქვენგანს, არაჩვეულებრივი 3 თვისათვის, ვფიქრობ ბევრი რამ შეცვალეთ ჩემში, დამანახეთ საინტერესო გზა და მთავარი სად არის ჩემი ადგილი. ყველაზე მეტად რაც მიხარია ეს არის იმ საოცარი ოჯახის წევრობა, რასაც პიარსკოლა ჰქვია.

პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კურსის შეფასება

PR-ის და მარკეტინგული კომუნიკაციების კურსს პიარსკოლის კურსდამთავრებული ანა მელაშვილი აფასებ:

რა არის პიარსკოლის უპირატესობარა დაგამახსოვრდა ყველაზე მეტად კურსზეს:?

პიარსკოლაში სწავლა ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი საუკეთესო გადაწყვეტილება აღმოჩნდა, რადგან უმოკლეს დროში უდიდეს შედეგზე გავედი, როგორც პერსონალური ასევე პროფესიული განვითარების მხრივ. პიარსკოლის მთავარი უპირატესობა პროფესიონალი, დარგის ლიდერი პრაქტიკოსი ლექტორების მიერ სწორად შედგენილი სილაბუსი, პროდუქტიული და საინტერესო ლექციებია, ისეთი პრაქტიკული რჩევებით, რომელსაც სახელმძღვანელოში ვერ ამოიკითხავ. ამასთანავე არაჩვეულებრივი გარემოა, სადაც მუდმივად მხარს გიჭერენ და თავდაჯერებულს გხდიან.

რაში დაგეხმარება პიარსკოლაში მიღებული ცოდნა შენს საქმიანობასა და ზოგადად ცხოვრებაში, ყველაზე მნიშვნელოვანი რა მოგცა?

პიარსკოლა იყო ზუსტად ის ცვლილება, რომელიც მჭირდებოდა. ჩემს თავში აღმოვაჩინე და განვავითარე ის უნარები, რომელიც არ ვიცოდი რომ გამაჩნდა. დავრწმუნდი, რომ ეს არის სფერო, რომელსაც მინდა ჩემი მომავალი საქმიანობა დავუკავშირო. ყველა დავალება, მათ შორის ფინალური პიარ კამპანიაც იყო ძალიან საინტერესო შესასრულებელი, რამაც ვთვლი რომ მნიშვნელოვანი პრაქტიკული გამოცდილება მომცა. განსაკუთრებულად მახარებს ის ფაქტიც, რომ ჩადებული შრომა არც ლექტორების მხრიდან დარჩა შეუმჩნეველი და პერსონალური რეკომენდაციაც მივიღე.

რა მოგეწონა ყველაზე მეტად კურსზე?

ანდრო მეტრეველის ბრენდინგის ლექციებმა ჩემს თავში უდიდეს გადატრიალება მოახდიანა, ყველა სიტყვა მახსოვს, ძალიან პროდუქტიული და მნიშვნელოვანი იყო ყოველი წუთი. განსაკუთრებულად მომეწონა ალექსანდრე გაბუნია, რომელმაც ძალიან საინტერესოდ გვამოგზაურა კომუნიკაციის სამყაროში და დაგვეხმარა განსხვავებული პერსპექტივით კომუნიკაციის მნიშვნელობა და მისი გამოყენება. არ შემიძლია არ გამოვყო პიარის ლექციები კახასთან და მაიკოსთან, სადაც ძალიან მნიშვნელოვანი რჩევები და ცოდნა მივიღეთ. მარკეტინგი და რეკლამაც ძალიან დასამახსოვრებელი იყო. ქალბატონი თეას ეფექტური კომუნიკაციც ძალიან კარგი იყო.

საბოლოო ჯამში, ძალიან მადლიერი ვარ – გარემოსთვის, მიღებული ცოდნისთვის, გამოცდილებისთვის და იმედი მაქვს, თავგადასავლის მეორე ნაწილშიც გადავიკვეთებით.

 

 

 

პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კურსის შეფასება

PR-ის და მარკეტინგული კომუნიკაციების კურსს პიარსკოლის კურსდამთავრებული მერი ბლიაძე აფასებს:

მოკლედ მოგვიყევი შენი საქმიანობის შესახებ

უკვე რვა წელია ვმუშაობ პალიტრა მედია ჰოლდინგში ჟურნალისტად. პერიოდულად, სხვადასხვა ორგანიზაციებისთვის, სასტუმროებისთვის, ესთეტიკური ცენტრებისთვის ვწერ სარეკლამო სტატიებს, ბლოგს. ვარ ერთ-ერთი სასტუმროს სოც. მედია მენეჯერი.

როგორ გამოიყენებ პიარსკოლაში მიღებულ ცოდნას პრაქტიკულ საქმიანობაში?

პიარსკოლამ მომცა მნიშვნელოვანი ცოდნა, გამოცდილება, გამაცნო საინტერესო ადამიანები და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა ჩემს ცხოვრებაში. აუცილებლად გავაგრძელებ პიარის მიმართულებით ცოდნის გაღრმავებას, მუშაობას. პიარსკოლის დახმარებით ჩემს ცხოვრებაში ახალი თავგადასავლები იწყება.

გაიხსენე საბოლოო პროექტისთვის რა თემაზე მოგიწია მუშაობა და რამდენად დაგეხმარა პრაქტიკული ცოდნის მიღებაში?

ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვან პროექტზე მომიწია მუშაობა. ეს იყო კომპანია ,,ეფეს საქართველოს” პროექტი – #გარემოსთვის. იყო მომენტი, როცა ვფიქრობდი – ,,ვერ შევძლებ”, მაგრამ როგორც კი ლექცია იწყებოდა, ვრწმუნდებოდი, რომ საინტერესო ეტაპებს გავდიოდი და აუცილებლად შევძლებდი. შინ მისული აქტიურად ვაგრძელებდი პროექტზე მუშაობას. იყო გათენებული, მაგრამ სასიამოვნო ღამეებიც. მადლობა ამ გამოცდილებისთვის!

შენი აზრით, რა არის პიარსკოლის კურსის უპირატესობა? რატომ უნდა ისწავლონ მარკეტინგული კომუნიკაციების კურსზე?

სწორი მიდგომები, მაღალ დონეზე დაგეგმილი კურსი, კვალიფიციური ლექტორები, კეთილგანწყობილი გარემო და შანსი, რომელსაც პიასკოლა აძლევს წარმატებულ სტუდენტებს, პიარსკოლის უპირატესობების მოკლე ჩამონათვალია. 

ყველაზე მეტად რა მოგეწონა კურსზე? რას გამოარჩევდი?

პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა სტუდენტების მიმართ, მაღალკვალიფიციური ლექტორები, გულისხმიერი და დაუღალავი მენტორები, პიარსკოლის მენეჯერები: საოცარი თამთა და რუსკა.

რას ნიშნავს შენთვის იყო პიარსკოლელი?

მქონდეს იმიჯი და რეპუტაცია.