პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კურსს, პიარსკოლის კურსდამთავრებული, თინათინ იმნაძე ფასებს:
მოკლედ მოგვიყევი შენი საქმიანობის შესახებ…
მერვე წელია ვმუშაობ ღვინის კომპანიაში “შუხმან ვაინს ჯორჯია”, ამ ეტაპზე ადგილობრივი გაყიდვების და მარკეტინგის განყოფილების უფროსის პოზიციაზე.
როგორ იყენებ პიარსკოლაში მიღებულ ცოდნას პრაქტიკულ საქმიანობაში?
პიარსკოლა დამეხმარა ჩემი შესაძლებლობების აღმოჩენაში, უცნაურია, მაგრამ ის, რაც მეგონა არ ვიცოდი, ან არასდროს გამომივიდოდა თურმე ჩემი ძლიერი მხარე ყოფილა და პირიქითაც, რაც მეგონა, ვიცოდი თურმე მხოლოდ ზედაპირულად და მშრალად, აქ კი ყველაფერს დეტალებში გავეცანი .
ძალიან საინტერესო ლექციები თუ პრაქტიკული სამუშაოები გადმოვიტანე ყოველდღიურ სამუშაო პროცესში და აშკარა წინსვლით ვტკბები.
გაიხსენე საბოლოო პროექტისთვის რა თემაზე მოგიწია მუშაობა და რამდენად დაგეხმარა პრაქტიკული ცოდნის მიღებაში?
საბოლოო პროექტზე მუშაობა ჩემთვის ყველაზე სასიამოვნო აღმოჩნდა, ღვინის ფესტივალი შეგვხვდა და თავს ისე ვგრძნობდი როგორც თევზი წყალში :)) თვითონ პროექტის მომზადებაში ჩემი სამსახურეობრივი გამოცდილება ძალიან დამეხმარა და მერე უკვე ეს პროექტი გახდა ჩემთვის მაგალითი ბევრ კარგ საქმეში, რაც შუხმანში განვახორციელე.
შენი აზრით, რა არის პიარსკოლის კურსის უპირატესობა? რატომ უნდა ისწავლონ მარკეტინგული კომუნიკაციების კურსზე?
ჩემი აზრით, პიარსკოლაში ერთხელ მაინც უნდა მოხვდეს ყველა, არ აქვს მნიშვნელობა მის პროფესიას და სამომავლო გეგმებს. სიმართლე რომ ვთქვა, თავიდან მოსაწყენი ლექციებისთვის მოვემზადე და ისე მოხდა საღამოობით სამსახურიდან დაღლილი სიხარულით გავრბოდი პიარკოლაში, იქ კი დროის და დაღლილობის შეგრძნებას საერთოდ ვკარგავდი. საბოლოოდ მივიღე სწორად დანახული საკუთარი თავი და ერთი შეხედვით რუტინული საქმიანობიდან სიამოვნების მიღებაც ვისწავლე.
სახელი “მარკეტინგული კომუნიკაციების კურსი” ვერ აღწერს იმ შეგრძნებებს, რაც აქ ელოდება ადამიანს. მეორედ რომ მომეცეს შანსი აუცილებლად დავუბრუნდები ამ ადგილს და დარწმუნებული ვარ კიდევ ბევრ საინტერესო რაღაცას აღმოვაჩენ.
რას ურჩევდი კომუნიკაციების სფეროთი დიანტერესებულ ადამიანებს?
თითქმის ყველა საქმიანობაში წარმატება დამოკიდებულია სწორ კომუნიკაციაზე. აუცილებელია ყველარგოლის თანამშრომელს ჰქონდეს ამის შესახებ ინფორმაცია და სულ მცირე ცოდნა მაინც. სამსახურეობრივისაქმიანობა რომ გვერდით გადავდოთ, ელემენტარული ურთიერთობებიც სწორ კომუნიკაციაზეა აგებულიდა რაღაც ეტაპზე ამის სწავლა ყველასთვის ძალიან მნიშვნელოვანია.