პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კურსის შეფასება

პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კურსის შეფასება

პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კურსს, პიარსკოლის კურსდამთავრებული, თათია ხორბალაძე აფასებს:

მოკლედ მოგვიყევი შენი საქმიანობის შესახებ…

ვმუშაობ “თეგეტა მოტორსში” საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის პოზიციაზე.

როგორ იყენებ პიარსკოლაში მიღებულ ცოდნას პრაქტიკულ საქმიანობაში?

გამომდინარე ჩემი პროფესიიდან, რომელიც საზოგადოებასა და მედიასთან მუდმივ კომუნიკაციას მოიცავს, მიღებულ ცოდნას ყოველდღიურ საქმიანობაში ვიყენებ.

პიარსკოლის დასრულების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სიახლე შევიტანე ჩემს საქმეში და კომუნიკაცია უფრო მრავალფეროვანი გახდა.

გაიხსენე საბოლოო პროექტისთვის რა თემაზე მოგიწია მუშაობა და რამდენად დაგეხმარა პრაქტიკული ცოდნის მიღებაში?

საბოლოო პროექტისთვის ნიკო ნიკოლაძის პრემიის თემაზე ვიმუშავეთ. უნდა ვაღიარო, რომ თავიდან საკმაოდ სკეპტიკურად ვუყურებდი ამ თემას, თუმცა, ჩემი გუნდის მხარდაჭერით, პროცესი ძალიან საინტერესო აღმოჩნდა. მუშაობის პროცესში გუნდის წევრები ერთმანეთს საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას ვუზიარებდით და შევძელით და მაქსიმალური შეფასებები მივიღეთ.

შენი აზრით, რა არის პიარსკოლის კურსის უპირატესობა? რატომ უნდა ისწავლონ მარკეტინგული კომუნიკაციების კურსზე?

კურსი გაძლევს ზოგად წარმოდგენას პიარისა და მარკეტინგის სფეროს სხვადასხვა მიმართულებაზე. გექნებათ საშუალება, რომ 3 თვეში ზოგადი ხედვა და წარმოდგენა შეიქმნათ იმ პროცესებზე, რაც ნებისმიერი დიდი თუ პატარა კომპანიის კომუნიკაციებისა და მარკეტინგის გუნდში ყოველდღიურად ხდება. საბოლოო პროექტზე მუშაობით კი მოსინჯავთ ძალებს საკომუნიკაციო კამპანიის შექმნაში, რაც პიარ მენეჯერის საქმის უმთავრესი ნაწილია.

რას ნიშნავს შენთვის, იყო პიარსკოლელი?

იყო პიარსკოლელი, ნიშნავს იყო წევრი მრავალფეროვანი ადამიანების გუნდის, რომლებიც მუდამ მზად არიან დაგეხმარონ ახლის ძიებასა და აღმოჩენაში.