პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კურსის შეფასება

პიარისა  და მარკეტინგული კომუნიკაციების კურსს, პიარსკოლის კურსდამთავრებული, მარიკა გაჩეჩილაძე აფასებს:

მოკლედ მოგვიყევი შენი საქმიანობის შესახებ…

პიარსკოლის ლექციების დასაწყისშივე  მივხვდი, რომ კარიერული სვლა მარკეტინგის მიმართულებით უნდა გამეგრძელებინა. რეალურად, ამ კურსის დახმარებით შევძელი ჩემთვის საინტერესო საქმიანობის აღმოჩენა, ახლა კი სასიამოვნო სიახლეების მოლოდინის რეჟიმში ვარ.

პიარსკოლამ საშუალება მომცა აღმომეჩინა საკუთარი თავი აწმყოში და მომავალში. პატარა კომპასივითაა ეს კურსი, ბევრი ფიქრის, ცოდნის მიღების და გააზრების შემდეგ საბოლოო მიმართულებასაც ხედავ…

გაიხსენე საბოლოო პროექტისთვის რა თემაზე მოგიწია მუშაობა და რამდენად დაგეხმარა პრაქტიკული ცოდნის მიღებაში..

ჩემი პროექტი პროფესიული განათლების პოპულარიზაციის კამპანია წარმოადგენდა. ცხადია, თემა თავიდანვე ძალიან მაინტერესებდა, თუმცა პრაქტიკული მუშაობის პროცესმა სულ სხვაგვარად მიიპყრო ჩემი ყურადღება. პროექტზე მუშაობამ მომცა პრაქტიკული ცოდნა და უნარები, რასაც ვერ შეძლებდა მხოლოდ თეორიული სწავლება. რეალური, ცოცხალი, რთული და მომენტებში სტრესული სამუშაო რეჟიმი უფრო მეტ და ხელშესახებ ცხოვრებისეულ გამოცდილებას ტოვებს, ვიდრე მარტივი და იოლი საქმე. აქ ვისწავლე სირთულეებთან გამკლავება, კონფლიქტის მოგვარება, სტრესული სიტუაციების მართვა და რაც მთავარია, გუნდური მუშაობა, ეს უკანასკნელი კი, ხშირად, ყველაზე დიდი სირთულე შეიძლება აღმოჩნდეს. საბოლოოდ, მე და ჩემმა გუნდმა შევძელით პროექტის წარმატებით დასრულება.

შენი აზრით, რა არის პიარსკოლის უპირატესობა? რა მოგეწონა ყველაზე მეტად?

პიარსკოლის უპირატესობა წარმოდგენილი ლექტორების, მათი პროფესიული კომპეტენციებისა და ცოდნის მრავალფეროვანი არჩევანია. სწორედ განსხვავებული, ამავე დროს ერთმანეთთან დაკავშირებული საინტერესო ინფორმაციების მეშვეობით შეგვიძლია პანორამულად შევხედოთ მარკეტინგულ კომუნიკაციებს და ამ სფეროში კონკრეტული ადგილი მოვინიშნოთ ჩვენთვის. ყველაზე მეტად მომეწონა ლექციების საერთო ოპტიმისტური ხედვა, დადებითი მუხტი და მოტივაცია, რაც კურსის დასრულებისას კიდევ უფრო გაძლიერდა.

რას ნიშნავს შენთვის იყო პიარსკოლელი?

ეს არის პასუხისმგებლობა, დაპირება და დანაპირების მაქსიმალურად სწრაფად სისრულეში მოყვანა. რა თქმა უნდა, ეს ეხება მარკეტინგული კომუნიკაციების კურსისგან მიღებული ცოდნის რეალიზებას და მომავლისკენ წარმატებულ სვლას .

პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კურსის შეფასება

პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კურსს, პიარსკოლის კურსდამთავრებული, ნათია მოდებაძე აფასებს:

როგორ იყენებ პიარსკოლაში მიღებულ ცოდნას საქმიანობაში?

პიარსკოლაში მიღებული თეორიული და პრაქტიკული ცოდნა მეხმარება, როგორც სამუშაო პროცესში, ისე ყოველდღიურ ცხოვრებაში. კურსი დამეხმარა აღმომეჩინა ჩემი შესაძლებლობები და გავმხდარიყავი მეტად თავდაჯერებული.

გაიხსენე საბოლოო პროექტისთვის რა თემაზე მოგიწია მუშაობა და რამდენად დაგეხმარა პრაქტიკული ცოდნის მიღებაში?

ვმუშაობდი პროფესიული განათლების პოპულარიზაციის კამპანიაზე. მუშაობის პროცესი ძალიან საინტერესო იყო, მომეცა საშუალება თეორიული ცოდნა გადმომეტანა პრაქტიკაში. მე და ჩემმა გუნდმა ყველა საფეხური გავიარეთ და პროექტი წარმატებით ჩავაბარეთ.

შენი აზრით, რა არის პიარსკოლის კურსის უპირატესობა? რატომ უნდა ისწავლონ მარკეტინგული კომუნიკაციების კურსზე?

პიარსკოლის კურსს განსაკუთრებულს ხდის პროფესიონალი ლექტორები და გამოცდილება, რომელსაც გვიზიარებენ.

ყველაზე მეტად რა მოგეწონა კურსზე? რას გამოარჩევდი?

გამოვარჩევდი პრაქტიკულ დავალებებს, ის ამყარებდა თეორიულ ცოდნას და გვასწავლიდა გუნდურ მუშაობას. ამ დავალებების პროფესიონალი ლექტორების მიერ დეტალებში შეფასება კი ძალიან კარგი გამოცდილებაა.

რას ნიშნავს შენთვის იყო პიარსკოლელი?

აქ ცოდნასთან ერთად შევიძინე ახალი მეგობრები და ძალიან მიხარია,რომ ამ გუნდის წევრი ვარ.

პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კურსის შეფასება

პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კურსს, პიარსკოლის კურსდამთავრებული, LLC COLLIDER-ის დამფუძნებელი ანანო ჭიჭაღუა აფასებს:

როგორ იყენებ პიარსკოლაში მიღებულ ცოდნას პრაქტიკულ საქმიანობაში?

პიარსკოლაში მიღებულ ცოდნას დღევანდელ საქმიანობაში აქტიურად ვიყენებ და ძალიან მიხარია, რომ გავიარე პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კურსი.

გაიხსენე საბოლოო პროექტისთვის რა თემაზე მოგიწია მუშაობა და რამდენად დაგეხმარა პრაქტიკული ცოდნის მიღებაში?

M2-ის საკომუნიკაციო კამპანიაზე. ძალიან საინტერესო იყო და საერთოდ სხვა კუთხით შემახედა პიარისმიმართულებებზე და ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებაზე. საკმაოდ ეფექტური დასასრული იყო კურსის.

შენი აზრით, რა არის პიარსკოლის კურსის უპირატესობა? რატომ უნდა ისწავლონ მარკეტინგული კომუნიკაციების კურსზე?

ვფიქობ, ვისაც პიარი და მარკეტინგი აინტერესებს, მათ აუცილებლად უნდა გაიარონ ეს კურსი, იმიტომ რომ საიტერესო ბეჭდვითი მასალის გარდა, ლექტორების გამოცდილებიდან გამომდინარე, მათი მაგალითებიდან კიდევ უფრო მეტს იგებს სტუდენტი. ზოგადად პრაქტიკული სავარჯიშოები არის ძალიან საინტერესო და პროდუქტიული.

რა მოგეწონა ყველაზე მეტად კურსზე? რას გამოარჩევდი?

გამოვარჩევდი ლექტორებს, მენეჯმენტს. ზოგადად ვფიქრობ, რომ ძალიან კარგად არის აწყობილი არამარტო კურსი, არამედ ზოგადად მენეჯმენტი. ასევე გამოვყოფდი პრაქტიკულ ლექციებს. თუმცა პრიორიტეტებში მაინც ლექტორები არიან.

რას ნიშნავს შენთვის, იყო პიარსკოლელი?

რაოდენ უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს, ძალიან ამაყი ვარ, რომ  გავიარე ეს კურსი, და კიდევ უფრო მეტად ამაყი ვარ როდესაც ხმამაღლა ვამბობ, რო მე პიარსკოლელი ვარ,  ყველამ იცის რა დიდი და კარგი გუნდის წევრი ვარ.