პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კურსის შეფასება

პიარისა  და მარკეტინგული კომუნიკაციების კურსს, პიარსკოლის კურსდამთავრებული, მარიკა გაჩეჩილაძე აფასებს:

მოკლედ მოგვიყევი შენი საქმიანობის შესახებ…

პიარსკოლის ლექციების დასაწყისშივე  მივხვდი, რომ კარიერული სვლა მარკეტინგის მიმართულებით უნდა გამეგრძელებინა. რეალურად, ამ კურსის დახმარებით შევძელი ჩემთვის საინტერესო საქმიანობის აღმოჩენა, ახლა კი სასიამოვნო სიახლეების მოლოდინის რეჟიმში ვარ.

პიარსკოლამ საშუალება მომცა აღმომეჩინა საკუთარი თავი აწმყოში და მომავალში. პატარა კომპასივითაა ეს კურსი, ბევრი ფიქრის, ცოდნის მიღების და გააზრების შემდეგ საბოლოო მიმართულებასაც ხედავ…

გაიხსენე საბოლოო პროექტისთვის რა თემაზე მოგიწია მუშაობა და რამდენად დაგეხმარა პრაქტიკული ცოდნის მიღებაში..

ჩემი პროექტი პროფესიული განათლების პოპულარიზაციის კამპანია წარმოადგენდა. ცხადია, თემა თავიდანვე ძალიან მაინტერესებდა, თუმცა პრაქტიკული მუშაობის პროცესმა სულ სხვაგვარად მიიპყრო ჩემი ყურადღება. პროექტზე მუშაობამ მომცა პრაქტიკული ცოდნა და უნარები, რასაც ვერ შეძლებდა მხოლოდ თეორიული სწავლება. რეალური, ცოცხალი, რთული და მომენტებში სტრესული სამუშაო რეჟიმი უფრო მეტ და ხელშესახებ ცხოვრებისეულ გამოცდილებას ტოვებს, ვიდრე მარტივი და იოლი საქმე. აქ ვისწავლე სირთულეებთან გამკლავება, კონფლიქტის მოგვარება, სტრესული სიტუაციების მართვა და რაც მთავარია, გუნდური მუშაობა, ეს უკანასკნელი კი, ხშირად, ყველაზე დიდი სირთულე შეიძლება აღმოჩნდეს. საბოლოოდ, მე და ჩემმა გუნდმა შევძელით პროექტის წარმატებით დასრულება.

შენი აზრით, რა არის პიარსკოლის უპირატესობა? რა მოგეწონა ყველაზე მეტად?

პიარსკოლის უპირატესობა წარმოდგენილი ლექტორების, მათი პროფესიული კომპეტენციებისა და ცოდნის მრავალფეროვანი არჩევანია. სწორედ განსხვავებული, ამავე დროს ერთმანეთთან დაკავშირებული საინტერესო ინფორმაციების მეშვეობით შეგვიძლია პანორამულად შევხედოთ მარკეტინგულ კომუნიკაციებს და ამ სფეროში კონკრეტული ადგილი მოვინიშნოთ ჩვენთვის. ყველაზე მეტად მომეწონა ლექციების საერთო ოპტიმისტური ხედვა, დადებითი მუხტი და მოტივაცია, რაც კურსის დასრულებისას კიდევ უფრო გაძლიერდა.

რას ნიშნავს შენთვის იყო პიარსკოლელი?

ეს არის პასუხისმგებლობა, დაპირება და დანაპირების მაქსიმალურად სწრაფად სისრულეში მოყვანა. რა თქმა უნდა, ეს ეხება მარკეტინგული კომუნიკაციების კურსისგან მიღებული ცოდნის რეალიზებას და მომავლისკენ წარმატებულ სვლას .

პიარსკოლის მენტორი – ლალიტა კვიჟინაძე

წელს პირველად გავუწიე მენტორობა პიარსკოლის გუნდს. გავიარე ორ თვიანი თავგადასავალი, ძალიან ჭკვიან, კრეატიულ  და მონდომებულ ადამიანებთან ერთად.

რა იყო შენი, როგორც მენტორის როლი პროექტის მიმდინარეობისას?

ჩემი  და ჩემი მეწყვილის როლი იყო, სტუდენტებს დავხმარებოდით მთელი კურსის განმავლობაში დაგროვებული ცოდნის პრაქტიკაში გადატანის ეტაპზე. მათ საკმაოდ დატვირთული და მსუყე ლექციები ჰქონდათ. ისწვალეს ეფექტური კომუნიკაციისა და ამბის თხრობის ტექნიკები, ბრენდინგი, მედიასთან ურთიერთობა და სხვა ბევრი საინტერესო საგანი.

შემდეგ კი დადგა  ეტაპი, როცა  უნდა დაეწყოთ თვეების განმავლობაში  დაგროვებული ცოდნის კონკრეტულ, პრაქტიკულ პროექტში გამოყენება. თემა ძალიან საინტერესო იყო: მათ უნდა დაეგეგმათ ნაადრევი ქორწინების პრევენციის საინფორმაციო კამპანია.

ჩვენი მთავარი როლი იყო, პიარსკოლელებისთვის მიგვეცა მიმართულება, რეკომენდაციები, თუ როგორ გამოეყენებინათ თეორიული ცოდნა პრაქტიკაში და მაქსიმალურად  გაეერთიანებინათ ეს ცოდნა მათ კრეატიულ უნარებთან.

რას ითვალისწინებდი სტუდენტებთან ერთად პროექტზე მუშაობისას?

პირველ რიგში, ვცდილობდით, რომ მათი ნაშრომი ყოფილიყო ბრიფთან  – კამპანიის მიზნებთან, ამოცანებთან და სეგმენტთან შესაბამისობაში, ასევე, გამოყენებული ყოფილიყო სწორი არხები და მათთვის შესაბამისი კონტენტი.

თუმცა ეს ყველაფერი არ კმარა, უმნიშვნელოვანესი იყო, რომ ეს ნაშრომი  დასამახსოვრებლად გვექცია. ამ მხრივ კი ძლიერი უნდა ყოფილიყო, როგორც  წერილობითი, ასევე ვიზუალური ნაწილი, რომელიც ჩვენი პიარსკოლელების განსაკუთრებით ძლიერი მხარე გამოდგა.

დავალების შესრულება რამდენიმე ეტაპად იყო დაყოფილი. თითოეული ეტაპის დასაწყისში გვქონდა  შეხვედრები, სადაც ერთად განვიხილავდით, შესასრულებელ დავალებას, შემდეგ კი იმის მიხედვით ვნიშნავდით შეხვედრებს, თუ როგორ წარიმართებოდა პროცესი. ზოგჯერ კვირაში ერთი შეხვედრაც საკმარისი იყო, ბოლოს კი, როცა კრეატიულ კონცეფციასა და აქტივობებზე გადავედით, უფრო დინამიური შეხვედრები დავიწყეთ და ზოგჯერ ყოველდღეც ვხვდებოდით. პანდემიამ ამ მხრივ, შეიძლება ითქვას, ხელი შეგვიწყო  – ონლაინ შეხვედრები გაცილებით მოსახერხებელი აღმოჩნდა ამ ფორმატის სამუშოსთვის და ჩვენდა გასაკვირად, კრეატიული ბრეინშტორმინგებისთვისაც კი.

საბოლოოდ, ჩვენი ერთობლივი შრომა ნაყოფიერი გამოდგა და  გუნდმა ჟიურის უმაღლესი შეფასება დაიმსახურა. 🎉

პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კურსის შეფასება

პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კურსს, პიარსკოლის კურსდამთავრებული, ნათია მოდებაძე აფასებს:

როგორ იყენებ პიარსკოლაში მიღებულ ცოდნას საქმიანობაში?

პიარსკოლაში მიღებული თეორიული და პრაქტიკული ცოდნა მეხმარება, როგორც სამუშაო პროცესში, ისე ყოველდღიურ ცხოვრებაში. კურსი დამეხმარა აღმომეჩინა ჩემი შესაძლებლობები და გავმხდარიყავი მეტად თავდაჯერებული.

გაიხსენე საბოლოო პროექტისთვის რა თემაზე მოგიწია მუშაობა და რამდენად დაგეხმარა პრაქტიკული ცოდნის მიღებაში?

ვმუშაობდი პროფესიული განათლების პოპულარიზაციის კამპანიაზე. მუშაობის პროცესი ძალიან საინტერესო იყო, მომეცა საშუალება თეორიული ცოდნა გადმომეტანა პრაქტიკაში. მე და ჩემმა გუნდმა ყველა საფეხური გავიარეთ და პროექტი წარმატებით ჩავაბარეთ.

შენი აზრით, რა არის პიარსკოლის კურსის უპირატესობა? რატომ უნდა ისწავლონ მარკეტინგული კომუნიკაციების კურსზე?

პიარსკოლის კურსს განსაკუთრებულს ხდის პროფესიონალი ლექტორები და გამოცდილება, რომელსაც გვიზიარებენ.

ყველაზე მეტად რა მოგეწონა კურსზე? რას გამოარჩევდი?

გამოვარჩევდი პრაქტიკულ დავალებებს, ის ამყარებდა თეორიულ ცოდნას და გვასწავლიდა გუნდურ მუშაობას. ამ დავალებების პროფესიონალი ლექტორების მიერ დეტალებში შეფასება კი ძალიან კარგი გამოცდილებაა.

რას ნიშნავს შენთვის იყო პიარსკოლელი?

აქ ცოდნასთან ერთად შევიძინე ახალი მეგობრები და ძალიან მიხარია,რომ ამ გუნდის წევრი ვარ.

პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კურსის შეფასება

პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კურსს, პიარსკოლის კურსდამთავრებული, თინათინ იმნაძე ფასებს:

მოკლედ მოგვიყევი შენი საქმიანობის შესახებ…

მერვე წელია ვმუშაობ ღვინის კომპანიაში “შუხმან ვაინს ჯორჯია”, ამ ეტაპზე ადგილობრივი გაყიდვების და მარკეტინგის განყოფილების უფროსის პოზიციაზე.

როგორ იყენებ პიარსკოლაში მიღებულ ცოდნას პრაქტიკულ საქმიანობაში?

პიარსკოლა დამეხმარა ჩემი შესაძლებლობების აღმოჩენაში, უცნაურია, მაგრამ ის, რაც მეგონა არ ვიცოდი, ან არასდროს გამომივიდოდა თურმე ჩემი ძლიერი მხარე ყოფილა და პირიქითაც, რაც მეგონა, ვიცოდი თურმე მხოლოდ ზედაპირულად და მშრალად, აქ კი ყველაფერს დეტალებში გავეცანი .

ძალიან საინტერესო ლექციები თუ პრაქტიკული სამუშაოები  გადმოვიტანე ყოველდღიურ სამუშაო პროცესში და აშკარა წინსვლით ვტკბები.

გაიხსენე საბოლოო პროექტისთვის რა თემაზე მოგიწია მუშაობა და რამდენად დაგეხმარა პრაქტიკული ცოდნის მიღებაში?

საბოლოო პროექტზე მუშაობა ჩემთვის ყველაზე სასიამოვნო აღმოჩნდა, ღვინის ფესტივალი შეგვხვდა და თავს ისე ვგრძნობდი როგორც თევზი წყალში :)) თვითონ პროექტის მომზადებაში ჩემი სამსახურეობრივი გამოცდილება ძალიან დამეხმარა და მერე უკვე ეს პროექტი გახდა ჩემთვის მაგალითი ბევრ კარგ საქმეში, რაც შუხმანში განვახორციელე.

შენი აზრით, რა არის პიარსკოლის კურსის უპირატესობა? რატომ უნდა ისწავლონ მარკეტინგული კომუნიკაციების კურსზე?

ჩემი აზრით, პიარსკოლაში ერთხელ მაინც უნდა მოხვდეს ყველა, არ აქვს მნიშვნელობა მის პროფესიას და სამომავლო გეგმებს. სიმართლე რომ ვთქვა, თავიდან მოსაწყენი ლექციებისთვის მოვემზადე და ისე მოხდა საღამოობით სამსახურიდან დაღლილი სიხარულით გავრბოდი პიარკოლაში, იქ კი დროის და დაღლილობის შეგრძნებას საერთოდ ვკარგავდი. საბოლოოდ მივიღე სწორად დანახული საკუთარი თავი და ერთი შეხედვით რუტინული საქმიანობიდან სიამოვნების მიღებაც ვისწავლე.

სახელი “მარკეტინგული კომუნიკაციების კურსი” ვერ აღწერს იმ შეგრძნებებს, რაც აქ ელოდება ადამიანს. მეორედ რომ მომეცეს შანსი აუცილებლად დავუბრუნდები ამ ადგილს და დარწმუნებული ვარ კიდევ ბევრ საინტერესო რაღაცას აღმოვაჩენ.

რას ურჩევდი კომუნიკაციების სფეროთი დიანტერესებულ ადამიანებს?

თითქმის ყველა საქმიანობაში წარმატება დამოკიდებულია სწორ კომუნიკაციაზე. აუცილებელია ყველარგოლის თანამშრომელს ჰქონდეს ამის შესახებ ინფორმაცია და სულ მცირე ცოდნა მაინც. სამსახურეობრივისაქმიანობა რომ გვერდით გადავდოთ, ელემენტარული ურთიერთობებიც სწორ კომუნიკაციაზეა აგებულიდა რაღაც ეტაპზე ამის სწავლა ყველასთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

3 რჩევა ბრენდის ცნობადობის გასაზრდელად

Არ აქვს მნიშვნელობა სტარტაპი ხართ თუ უკვე დამკვიდრებული ბიზნესი, ბრენდის ცნობადობა თქვენიწარმატების მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორია.

Ადამიანებისთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო დეტალურად სცოდნოდათ თუ რას საქმიანობს ბრენდი. Ახლა კი ეს უფრო მეტად აუცილებელია მათთვის. Ამის ერთ-ერთ მთავარ მიზეზს კი ხშირი ონლაინშოპინგი წარმოადგენს.

Თუ თქვენი ბრენდი არც ისე ცნობილია, ძალიან ცოტა ადამიანი იარსებებს სამყაროში ვინც მოგძებნით, რაც შესაბამისად თქვენს გაყიდვებზე აისახება. Მთავარი პრობლემა კი ამის ის არის, რომ ბრენდები აქამდეარასდროს აწყდებოდნენ ამხელა კონკურენციას.

Და რისი გაკეთება შეუძლია მარკეტერს? Მოდით განვიხილოთ რამოდენიმე რჩევა, თუ როგორაა ბრენდისცნობადობის გაზომვა შესაძლებელი და როგორ შეიძლება მისი ზრდა ყოველწლიურად:

Ბრენდის ცნობადობის განსავითარებლად მნიშვნელოვანია, იცოდეთ, თუ როგორია ის დღეს. Თუ ახალი ბრენდი ხართ ან ახალ ბაზარზე აპირებთ გასვლას, შესაბამისად ცნობადობის მოპოვებას ნულიდან იწყებთ. Თუმცა, თუ კი თქვენი ბიზნესი უკვე გარკვეული დროა ფუნქციონირებს, აუცილებლად გექნებათგარკვეული დონის ცნობადობა.

Ცნობადობის გაზრდა ბევრნაირადაა შესაძლებელი, მათ შორის:

– Სოციალური მედიის მეშვეობით – გაანალიზეთ რამდენი ადამიანია თქვენი მიმდევარი სოციალურქსელებში (Facebook, Instagram, LinkedIn და ა.შ)

– Ვებ-გვერდის შედეგებზე დაფუძნებით – რამდენი უნიკალური ვიზიტორი ყავს თქვენს ვებ-გვერდსყოველთვიურად

– Საძიებო სისტემებიდან მიღებულ შედეგებზე დაყრდნობით – რამდენი ადამიანი ეძებს თქვენს ბრენდსGoogle-სა და სხვა საძიებო სისტემებში.

– აუცილებლად დააკვირდით, რამდენი ადამიანი საუბრობს თქვენს ბრენდზე ონლაინ პლატფორმებზე.

Ახლა კი განვიხილოთ თქვენთვის შერჩეული 3 რჩევა, თუ როგორ გაზარდოთ ბრენდის ცნობადობა:

– “Იყავი პერსონა და არა კომპანია”

Როდესაც ახალ მეგობარს იცნობ, მათში რისი აღმოჩენა მოგწონთ ყველაზე მეტად? Მაგალითად, მათი ჰობი, მისწრაფებები, რა მოსწონთ ან არ მოსწონთ. Როგორ საუბრობენ, რაზე უყვართ საუბარი..

Ეს არის ის თვისებები, რაც ბრენდმაც უნდა განსაზღვროს და კომუნიკაცია აწარმოოს. Იმისთვის, რომ აუდიტორიაზე გავლენა მოახდინოთ, ბრენდს იმაზე მეტი ღირებული თვისებები უნდა მიანიჭოთ, ვიდრე ესუ ბრალოდ რაღაცეების გაყიდვაა.

– Ჩამოყალიბე მოკლე და დასამახსოვრებელი სლოგანი

Მოკლე სლოგანის შექმნა ძლიერი ბრენდ ცნობადობის ჩამოყალიბებისთვის აუცილებელი პირობაა.

Ეს ნამდვილად არ არის მარტივი – მიუხედავად სიმოკლისა, ის უნდა აღწერდეს რამდენად განსხვავებულია თქვენი ბრენდი, რას სთავაზობს მომხმარებელს და რატომ უნდა აირჩიონ მათ ის.

– Შექმენი უფასო კონტენტი

Დღესდღეობით, კონტენტის შექმნა იმაზე მარტივია, ვიდრე ეს ოდესმე იყო. Კონტენტი სახალისო და საინტერესო გზაა ცნობადობის გასაზრდელად – ეს ყველაზე მარტივი საშუალებაა აჩვენო მომხმარებელს შენი ხასიათი და გაუზიარო რჩევები სხვადასხვა საკითხზე.

Არ არის აუცილებელი კონტენტი მხოლოდ წერილობითი ფორმის იყოს. Შეგიძლიათ შექმნათ ვიდეოები, პოდკასტები.

Თუ კი თქვენი ბრენდი არ ქმნის კონტენტს, მაშინ ბრენდის ცნობადობის გასაზრდელად არსებულ ძალიან დიდ შესაძლებლობას კარგავთ. Კონტენტი არის ის, რაც დაგეხმარებათ მყარი კავშირი დაამყაროთ მომხმარებელთან, ეს კი ძალიან მნიშვნელოვანია კომპანიის წარმატებისთვის.

პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კურსის შეფასება

პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კურსს, პიარსკოლის კურსდამთავრებული, თათია ხორბალაძე აფასებს:

მოკლედ მოგვიყევი შენი საქმიანობის შესახებ…

ვმუშაობ “თეგეტა მოტორსში” საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის პოზიციაზე.

როგორ იყენებ პიარსკოლაში მიღებულ ცოდნას პრაქტიკულ საქმიანობაში?

გამომდინარე ჩემი პროფესიიდან, რომელიც საზოგადოებასა და მედიასთან მუდმივ კომუნიკაციას მოიცავს, მიღებულ ცოდნას ყოველდღიურ საქმიანობაში ვიყენებ.

პიარსკოლის დასრულების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სიახლე შევიტანე ჩემს საქმეში და კომუნიკაცია უფრო მრავალფეროვანი გახდა.

გაიხსენე საბოლოო პროექტისთვის რა თემაზე მოგიწია მუშაობა და რამდენად დაგეხმარა პრაქტიკული ცოდნის მიღებაში?

საბოლოო პროექტისთვის ნიკო ნიკოლაძის პრემიის თემაზე ვიმუშავეთ. უნდა ვაღიარო, რომ თავიდან საკმაოდ სკეპტიკურად ვუყურებდი ამ თემას, თუმცა, ჩემი გუნდის მხარდაჭერით, პროცესი ძალიან საინტერესო აღმოჩნდა. მუშაობის პროცესში გუნდის წევრები ერთმანეთს საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას ვუზიარებდით და შევძელით და მაქსიმალური შეფასებები მივიღეთ.

შენი აზრით, რა არის პიარსკოლის კურსის უპირატესობა? რატომ უნდა ისწავლონ მარკეტინგული კომუნიკაციების კურსზე?

კურსი გაძლევს ზოგად წარმოდგენას პიარისა და მარკეტინგის სფეროს სხვადასხვა მიმართულებაზე. გექნებათ საშუალება, რომ 3 თვეში ზოგადი ხედვა და წარმოდგენა შეიქმნათ იმ პროცესებზე, რაც ნებისმიერი დიდი თუ პატარა კომპანიის კომუნიკაციებისა და მარკეტინგის გუნდში ყოველდღიურად ხდება. საბოლოო პროექტზე მუშაობით კი მოსინჯავთ ძალებს საკომუნიკაციო კამპანიის შექმნაში, რაც პიარ მენეჯერის საქმის უმთავრესი ნაწილია.

რას ნიშნავს შენთვის, იყო პიარსკოლელი?

იყო პიარსკოლელი, ნიშნავს იყო წევრი მრავალფეროვანი ადამიანების გუნდის, რომლებიც მუდამ მზად არიან დაგეხმარონ ახლის ძიებასა და აღმოჩენაში.

პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კურსის შეფასება

პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კურსს, პიარსკოლის კურსდამთავრებული, LLC COLLIDER-ის დამფუძნებელი ანანო ჭიჭაღუა აფასებს:

როგორ იყენებ პიარსკოლაში მიღებულ ცოდნას პრაქტიკულ საქმიანობაში?

პიარსკოლაში მიღებულ ცოდნას დღევანდელ საქმიანობაში აქტიურად ვიყენებ და ძალიან მიხარია, რომ გავიარე პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კურსი.

გაიხსენე საბოლოო პროექტისთვის რა თემაზე მოგიწია მუშაობა და რამდენად დაგეხმარა პრაქტიკული ცოდნის მიღებაში?

M2-ის საკომუნიკაციო კამპანიაზე. ძალიან საინტერესო იყო და საერთოდ სხვა კუთხით შემახედა პიარისმიმართულებებზე და ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებაზე. საკმაოდ ეფექტური დასასრული იყო კურსის.

შენი აზრით, რა არის პიარსკოლის კურსის უპირატესობა? რატომ უნდა ისწავლონ მარკეტინგული კომუნიკაციების კურსზე?

ვფიქობ, ვისაც პიარი და მარკეტინგი აინტერესებს, მათ აუცილებლად უნდა გაიარონ ეს კურსი, იმიტომ რომ საიტერესო ბეჭდვითი მასალის გარდა, ლექტორების გამოცდილებიდან გამომდინარე, მათი მაგალითებიდან კიდევ უფრო მეტს იგებს სტუდენტი. ზოგადად პრაქტიკული სავარჯიშოები არის ძალიან საინტერესო და პროდუქტიული.

რა მოგეწონა ყველაზე მეტად კურსზე? რას გამოარჩევდი?

გამოვარჩევდი ლექტორებს, მენეჯმენტს. ზოგადად ვფიქრობ, რომ ძალიან კარგად არის აწყობილი არამარტო კურსი, არამედ ზოგადად მენეჯმენტი. ასევე გამოვყოფდი პრაქტიკულ ლექციებს. თუმცა პრიორიტეტებში მაინც ლექტორები არიან.

რას ნიშნავს შენთვის, იყო პიარსკოლელი?

რაოდენ უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს, ძალიან ამაყი ვარ, რომ  გავიარე ეს კურსი, და კიდევ უფრო მეტად ამაყი ვარ როდესაც ხმამაღლა ვამბობ, რო მე პიარსკოლელი ვარ,  ყველამ იცის რა დიდი და კარგი გუნდის წევრი ვარ.

პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კურსის შეფასება

პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კურსს, პიარსკოლის კურსდამთავრებული, ანა მარშანია აფასებს:

მოკლედ მოგვიყევი შენი საქმიანობის შესახებ..

ამჟამად ვმუშაობ რადიო „პალიტრაში“, საინფორმაციო სამსახურის უფროსის პოზიციაზე, ასევე ვარ ტელეკომპანია PALITRANEWS-ის გადაცემა „აქტუალური თემის“ წამყვანი.

როგორ იყენებ პიარსკოლაში მიღებულ ცოდნას პრაქტიკულ საქმიანობაში?

სამუშაო პროცესში თავისთავად, თუმცა მის მიღმაც, აღსანიშნავია, რომ პიარსკოლაში მიღებული ცოდნის გამოყენება მხოლოდ საქმეში არ ხდება. კურსის პირველი ლექცია ეფექტური კომუნიკაციების შესახებ ტარდება. დამეთანხმებით, რომ ეფექტური კომუნიკაციის დამყარება ყველასთან საჭიროა, შინ და გარეთ. კარგად მახსოვს, პირველივე ლექციის დასრულებისთანავე როგორ შევცვალე და დავხვეწე მიდგომები ადამიანებთან ურთიერთობისას, რამდენი ხარვეზი და ნაკლი დავინახე ჩემი თუ სხვების კომუნიკაციაში.

შენი აზრით, რა არის პიარსკოლის კურსის უპირატესობა? რატომ უნდა ისწავლონ მარკეტინგული კომუნიკაციების კურსზე?

პიარკოლაში ზუსტად იციან რა შესთავაზონ პიარისა და ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციებით დაინტერესებულ სტუდენტებს, რა მოთხოვნებია ბაზარზე. აქ საგნებს სფეროს ლიდერები ასწავლიან, შესაბამისად, მათ ყველაზე უკეთ იციან რა ხდება უშუალოდ მათ დარგში, რა სიახლეები და გამოწვევებია. თეორიული ნაწილის გარდა, ლექციებზე მნიშვნელოვანი დრო მათი მრავალწლიანი გამოცდილების გაზიარებას, კონკრეტული ქეისების განხილვას ეთმობა, შესაბამისად, პრაქტიკული ნაწილი ძალიან ინფორმაციული და საინტერესოა. ამასთან, აქ სტუდენტების სახით იკრიბებიან განსხვავებული პროფესიის, განსხვავებული ინტერესების მქონე ადამიანები, რაც თავის მხრივ, კონტაქტების დიდ წრესა და კაპიტალს ქმნის.

ყველაზე მეტად რა მოგეწონა კურსში?

იყო ლექცია და ლექტორი, მხოლოდ მისი ქვეკურსი რომ გამევლო, მხოლოდ მის მოსასმენად ღირდა პიარსკოლაში სწავლის დაწყება. ხშირად მიფიქრია, სიამოვნებით დავჯდებოდი სადმე, კუთხეში, მის სამუშაო ოთახში, მოვუსმენდი, დავაკვირდებოდი როგორ მუშაობს, როგორ გეგმავს. დიდი კომფორტი და გამართლებაა ასეთ ადამიანთან ურთიერთობა. ძალიან მაკლია და მენატრება… და წარმოიდგინეთ, მის გარდა იყო კიდევ 11 ლექტორი, თავისი საქმის მცოდნე და პროფესიონალი. შეიძლება გაგეცინოთ, მაგრამ ლექციების ვიდეოჩანაწერები აუდიო ფორმატში გადავიტანე, მობილურში გადავწერე და სამსახურიდან სახლში მიმავალი ყურსასმენებით ვუსმენ. სხვათაშორის, ბევრი მეკითხება რამდენად ეფექტური იყო კურსის ონლაინ ფორმატში გავლა. ბუნებრივია, რეალურ ურთიერთობებს არაფერი სჯობს, თუმცა ონლაინ ფორმატსაც თავისი პლიუსები აღმოაჩნდა. პირველ რიგში ის, რომ არც ერთი ლექცია არ გამიცდენია და კოვიდინფიცირებულმაც კი მოვახერხე კოვიდსასტუმროდან (სიცხიანმა და ზოგჯერ, ტკივილებით დაკლაკნილმა) ლექციებზე დასწრება.

რას ნიშნავს შენთვის იყოს პიარსკოლელი?

ვიყო პიარსკოლელი ნიშნავს ვიყო დიდი ოჯახის წევრი, რომელიც აერთიანებს მრავალფეროვან, წარმატებულ, მიზანდასახულ, მოტივირებულ ადამიანებს. იყო პიარსკოლელი ნიშნავს გყავდეს საკონტაქტო პირი ყველგან, სადაც დაგჭირდება და რაც მთავარია, შენც იყო მათთვის ერთგვარი ხიდი, საყრდენი, საჭირო ადამიანი კომუნიკაციის პროცესში. საქმიანი კავშირების გარდა, ეს არის  საინტერესო ადამიანების გამორჩეული ქსელი, გამორჩეული ურთიერთობებით.

პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კურსის შეფასება

პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კურსს, პიარსკოლის კურსდამთავრებული, ქრისტინა ცნობილაძე აფასებს:

მოკლედ მოგვიყევი შენი საქმიანობის შესახებ..

ს.ს “ოპპა”-ს  გაყიდვებისა და სააგენტო ქსელის მართვის განყოფილების უფროსი სპეციალისტი.

როგორ იყენებ პიარსკოლაში მიღებულ ცოდნას პრაქტიკულ საქმიანობაში?

პიარსკოლაში მიღებული ცოდნა გაყიდვების ზრდასა და კლიენტებთან ეფექტურ კომუნიკაციაში მეხმარება.

შენი აზრით, რა არის პიარსკოლის კურსის უპირატესობა? რატომ უნდა ისწავლონ მარკეტინგული კომუნიკაციების კურსზე?

ვფიქრობ, ის სტუდენტები, ვინც პიარის ან მარკეტინგულ პოზიციაზე მუშაობს, ძალიან დიდ გამოცდილებას მიიღებენ, როგორც თეორიული ასევე პრაკტიკული თვალსაზრისით. ძალიან საინტერესოდ შედგენილი და საკმაოდ ინფორმაციული კურსია.

ყველაზე მეტად რა მოგეწონა კურსში?

ყველაზე მეტად მომეწონა ის, რომ თეორიულ მასალებთან ერთად ლექტორები გვიზიარებდენენ საკუთარ პრაკტიკულ გამოცდილებას, საინტერესო იყო ჯგუფური სავარჯიშოები, რომლებიც უფრო აღქმადს და გასაგებს ხდიდა თეორიულ მასალას. ასევე ავღნიშნავდი ლექტორების პოზიტიურ დამოკიდებულებას სტუდენტების მიმართ.

პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კურსის შეფასება

პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კურსს, პიარსკოლის კურსდამთავრებული, მარიამ ჩაჩუა აფასებს:

მოკლედ მოგვიყევი შენი საქმიანობის შესახებ..

სასტუმროების ქსელ “ამბასადორი”-ში მარკეტინგის სპეციალისტის პოზიციას ვიკავებ.

როგორ იყენებ პიარსკოლაში მიღებულ ცოდნას პრაქტიკულ საქმიანობაში?

პიარსკოლაში მიღებული ცოდნა მრავალმხრივ მადგება ჩემს საქმიანობაში. პრაქტიკული მაგალითები, რომლებიც ლექტორებს მოჰყავდათ ლექციებზე განსაკურთრებით ნათელს ხდიდა, რა მომენტში შეიძლება გამოვიყენოთ ეფექტურად ესა თუ ის პიარსკოლაში ნასწავლი თეორიული მასალა.

გაიხსენე საბოლოო პროექტისთვის რა თემაზე მოგიწია მუშაობა და რამდენად დაგეხმარა პრაქტიკული ცოდნის მიღებაში? არის რაიმე ხერხი, რომელიც ამ პროცესში ისწავლე და დღემდე იყენებ?

საბოლოო პროექტისთვის მომიწია მუშაობა გურჯაანის ღვინის ფესტივალის პროექტზე, რაც ნამდვილად დამეხმარა პრაქტიკული ცოდნის მიღებაში. პროექტს ისე მივუდექით, თითქოს ნამდვილად ვგეგმავდით ღონისძიებას. ბიუჯეტირება, ივენთის რეკლამირება, გაშუქება, უშუალოდ ივენთის მოწყობისა და გაფორმების დეტალები – ყველაფერზე რეალურად გვქონდა ნაფიქრი და გათვლილი.

შენი აზრით, რა არის პიარსკოლის კურსის უპირატესობა? რატომ უნდა ისწავლონ მარკეტინგული კომუნიკაციების კურსზე?

პიარსკოლას რამდენიმე უპირატესობა აქვს:

1.კურსის განმავლობაში კომუნიკაციებში არსებული სხვადასხვა მიმართულების შესახებ იღებ ცოდნას. ყოველი მიმართულება კი მნიშვნელოვანია ესმოდეს კარგ მარკეტერს.

2.ლექციებს უძღვებიან მარკეტინგული სფეროს წამყვანი სპეციალისტები.

3.კურსის განმავლობაში მუშაობ რეალურ პროექტზე, რაც თეორიულად ნასწავლ მასალას ამყარებს პრაქტიკით.

რას ურჩევდი მათ, ვინც დაინტერესებულია კომუნიაკაციების სფეროთი?

ვურჩევდი, იყვნენ მუდამ სიახლეების ძიებაში. ჩვენი სფერო მუდმივად ვითარდება და იხვეწება, მიდგომები ძალიან სწრაფად იცვლება. ამიტომ, არ გაჩერდეთ, საკუთარი თავის განვითარებით ბევრ საინტერესო საქმეს გააკეთებთ!