პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კურსის შეფასება

პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კურსს, პიარსკოლის კურსდამთავრებული, ნიტა ხაჩიძე აფასებს:

მოკლედ მოგვიყევი შენი საქმიანობის შესახებ…

ვმუშაობ სამშენებლო კოლეჯ “კონსტრუქტ2”-ში, საზოგადოებასთან ურთიერთბის მენეჯერის პოზიციაზე.

როგორ იყენებ პიარსკოლაში მიღებულ ცოდნას პრაქტიკულ საქმიანობაში?

სამსახურის სპეციფიკიდან გამომდინარე, რომელიც საზოგადოებასთან მუდმივ კომუნიკაციას გულისხმობს, მიღებული ცოდნა და გამოცდილება, ჩემი თითქმის ყოველდღიური საქმიანობის შემადგენელი გახდა. ამ გამოცდილებამ მეტად ორგანიზებული და მრავალფეროვანი გამხადა ფიქრის პროცესში.

გაიხსენე საბოლოო პროექტისთვის რა თემაზე მოგიწია მუშაობა და რამდენად დაგეხმარა პრაქტიკული ცოდნის მიღებაში?

საბოლოო პროექტისთვის ნიკო ნიკოლაძის პრემიის თემაზე ვიმუშავეთ. როცა მახსენდება პროცესი მუშაობის, რომელიც ჩემს არაჩვეულებრივ გოგოებთან ერთად გავიარე, სურვილი მიჩნდება ხელთავიდან მუშაობის. თავიდან რთული იყო მობილიზება, ყველა იდეა ერთად ჩქეფდა ჩვენს გონებაში, მაგრამ ზუსტად თეორიული ცოდნის საფუძველზე მალევე დავაორგანიზეთ, როგორც იდეები, ასევე მისი განხორციელების გზები და მგონი საბოლოოდ, ერთ-ერთი საუკეთესო ნამუშევარი გამოგვივიდა.

შენი აზრით, რა არის პიარსკოლის კურსის უპირატესობა? რატომ უნდა ისწავლონ მარკეტინგული კომუნიკაციების კურსზე?

პიარსკოლაში გასწავლიან, როგორ უნდა გახდე პროფესიონალი და რა არის საჭირო იმისთვის რომ თანამედროვე სფეროს ტენდეციებს ყოველთვის ფეხი აუწყო, ან ზოგჯერ გაუსწრო კიდეც. ამის გარანტს კი, ლექტორების პროფესიონალიზმი და თეორიული და პრაქტიკული სწავლება იძლევა. განსაკუთრებით საბოლოო პროექტი, სადაც საკუთარი თავის და მიღებული ცოდნის გამოცდა გიწევს.

ყველაზე მეტად რა მოგეწონა კურსზე? რას გამოარჩევდი?

ჩემთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სპიკერების დამოკიდებულებას და სურვილს, მოგაწოდონ ყველასაჭირო დეტალი სფეროს გარშემო. ეს კომფორტი პიარსკოლას ნამდვილად აქვს.

რას ნიშნავს შენთვის იყო პიარსკოლელი?

ძალიან მაგარი ოჯახის წევრის განწყობას მიტოვებს, სადაც ყველა შენს განვითარებაზეა ორიენტირებული და გგულშემატკივრობენ.

პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კურსის შეფასება

პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კურსს, პიარსკოლის კურსდამთავრებული, თათია ხორბალაძე აფასებს:

მოკლედ მოგვიყევი შენი საქმიანობის შესახებ…

ვმუშაობ “თეგეტა მოტორსში” საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის პოზიციაზე.

როგორ იყენებ პიარსკოლაში მიღებულ ცოდნას პრაქტიკულ საქმიანობაში?

გამომდინარე ჩემი პროფესიიდან, რომელიც საზოგადოებასა და მედიასთან მუდმივ კომუნიკაციას მოიცავს, მიღებულ ცოდნას ყოველდღიურ საქმიანობაში ვიყენებ.

პიარსკოლის დასრულების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სიახლე შევიტანე ჩემს საქმეში და კომუნიკაცია უფრო მრავალფეროვანი გახდა.

გაიხსენე საბოლოო პროექტისთვის რა თემაზე მოგიწია მუშაობა და რამდენად დაგეხმარა პრაქტიკული ცოდნის მიღებაში?

საბოლოო პროექტისთვის ნიკო ნიკოლაძის პრემიის თემაზე ვიმუშავეთ. უნდა ვაღიარო, რომ თავიდან საკმაოდ სკეპტიკურად ვუყურებდი ამ თემას, თუმცა, ჩემი გუნდის მხარდაჭერით, პროცესი ძალიან საინტერესო აღმოჩნდა. მუშაობის პროცესში გუნდის წევრები ერთმანეთს საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას ვუზიარებდით და შევძელით და მაქსიმალური შეფასებები მივიღეთ.

შენი აზრით, რა არის პიარსკოლის კურსის უპირატესობა? რატომ უნდა ისწავლონ მარკეტინგული კომუნიკაციების კურსზე?

კურსი გაძლევს ზოგად წარმოდგენას პიარისა და მარკეტინგის სფეროს სხვადასხვა მიმართულებაზე. გექნებათ საშუალება, რომ 3 თვეში ზოგადი ხედვა და წარმოდგენა შეიქმნათ იმ პროცესებზე, რაც ნებისმიერი დიდი თუ პატარა კომპანიის კომუნიკაციებისა და მარკეტინგის გუნდში ყოველდღიურად ხდება. საბოლოო პროექტზე მუშაობით კი მოსინჯავთ ძალებს საკომუნიკაციო კამპანიის შექმნაში, რაც პიარ მენეჯერის საქმის უმთავრესი ნაწილია.

რას ნიშნავს შენთვის, იყო პიარსკოლელი?

იყო პიარსკოლელი, ნიშნავს იყო წევრი მრავალფეროვანი ადამიანების გუნდის, რომლებიც მუდამ მზად არიან დაგეხმარონ ახლის ძიებასა და აღმოჩენაში.

პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კურსის შეფასება

პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კურსს, პიარსკოლის კურსდამთავრებული, ქრისტინა ცნობილაძე აფასებს:

მოკლედ მოგვიყევი შენი საქმიანობის შესახებ..

ს.ს “ოპპა”-ს  გაყიდვებისა და სააგენტო ქსელის მართვის განყოფილების უფროსი სპეციალისტი.

როგორ იყენებ პიარსკოლაში მიღებულ ცოდნას პრაქტიკულ საქმიანობაში?

პიარსკოლაში მიღებული ცოდნა გაყიდვების ზრდასა და კლიენტებთან ეფექტურ კომუნიკაციაში მეხმარება.

შენი აზრით, რა არის პიარსკოლის კურსის უპირატესობა? რატომ უნდა ისწავლონ მარკეტინგული კომუნიკაციების კურსზე?

ვფიქრობ, ის სტუდენტები, ვინც პიარის ან მარკეტინგულ პოზიციაზე მუშაობს, ძალიან დიდ გამოცდილებას მიიღებენ, როგორც თეორიული ასევე პრაკტიკული თვალსაზრისით. ძალიან საინტერესოდ შედგენილი და საკმაოდ ინფორმაციული კურსია.

ყველაზე მეტად რა მოგეწონა კურსში?

ყველაზე მეტად მომეწონა ის, რომ თეორიულ მასალებთან ერთად ლექტორები გვიზიარებდენენ საკუთარ პრაკტიკულ გამოცდილებას, საინტერესო იყო ჯგუფური სავარჯიშოები, რომლებიც უფრო აღქმადს და გასაგებს ხდიდა თეორიულ მასალას. ასევე ავღნიშნავდი ლექტორების პოზიტიურ დამოკიდებულებას სტუდენტების მიმართ.

პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კურსის შეფასება

პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კურსს, პიარსკოლის კურსდამთავრებული, მარიამ ჩაჩუა აფასებს:

მოკლედ მოგვიყევი შენი საქმიანობის შესახებ..

სასტუმროების ქსელ “ამბასადორი”-ში მარკეტინგის სპეციალისტის პოზიციას ვიკავებ.

როგორ იყენებ პიარსკოლაში მიღებულ ცოდნას პრაქტიკულ საქმიანობაში?

პიარსკოლაში მიღებული ცოდნა მრავალმხრივ მადგება ჩემს საქმიანობაში. პრაქტიკული მაგალითები, რომლებიც ლექტორებს მოჰყავდათ ლექციებზე განსაკურთრებით ნათელს ხდიდა, რა მომენტში შეიძლება გამოვიყენოთ ეფექტურად ესა თუ ის პიარსკოლაში ნასწავლი თეორიული მასალა.

გაიხსენე საბოლოო პროექტისთვის რა თემაზე მოგიწია მუშაობა და რამდენად დაგეხმარა პრაქტიკული ცოდნის მიღებაში? არის რაიმე ხერხი, რომელიც ამ პროცესში ისწავლე და დღემდე იყენებ?

საბოლოო პროექტისთვის მომიწია მუშაობა გურჯაანის ღვინის ფესტივალის პროექტზე, რაც ნამდვილად დამეხმარა პრაქტიკული ცოდნის მიღებაში. პროექტს ისე მივუდექით, თითქოს ნამდვილად ვგეგმავდით ღონისძიებას. ბიუჯეტირება, ივენთის რეკლამირება, გაშუქება, უშუალოდ ივენთის მოწყობისა და გაფორმების დეტალები – ყველაფერზე რეალურად გვქონდა ნაფიქრი და გათვლილი.

შენი აზრით, რა არის პიარსკოლის კურსის უპირატესობა? რატომ უნდა ისწავლონ მარკეტინგული კომუნიკაციების კურსზე?

პიარსკოლას რამდენიმე უპირატესობა აქვს:

1.კურსის განმავლობაში კომუნიკაციებში არსებული სხვადასხვა მიმართულების შესახებ იღებ ცოდნას. ყოველი მიმართულება კი მნიშვნელოვანია ესმოდეს კარგ მარკეტერს.

2.ლექციებს უძღვებიან მარკეტინგული სფეროს წამყვანი სპეციალისტები.

3.კურსის განმავლობაში მუშაობ რეალურ პროექტზე, რაც თეორიულად ნასწავლ მასალას ამყარებს პრაქტიკით.

რას ურჩევდი მათ, ვინც დაინტერესებულია კომუნიაკაციების სფეროთი?

ვურჩევდი, იყვნენ მუდამ სიახლეების ძიებაში. ჩვენი სფერო მუდმივად ვითარდება და იხვეწება, მიდგომები ძალიან სწრაფად იცვლება. ამიტომ, არ გაჩერდეთ, საკუთარი თავის განვითარებით ბევრ საინტერესო საქმეს გააკეთებთ!

პიარსკოლის ეფექტური კომუნიკაციების ქვეკურსი

„მოგესალმებით, გილოცავთ პიარსკოლის დიდ ოჯახში შემოსვლას“ – ასე იწყება პიარსკოლის ეფექტური კომუნიკაციების ქვეკურსის პირველი მეცადინეობა. ეს პირველი ქვეკურსია და კეთილგანწყობილი კომუნიკაციის საშუალებით აქ იწყება ყინულის ლღობა, დისტანციის შემცირება  ერთმანეთისთვის უცხო ადამიანებს შორის, რომელიც კურსის ბოლოს მეგობრობით გრძელდება ხოლმე.

ეფექტური ინტერპერსონალური საქმიანი კომუნიკაციის ქვეკურსის ფარგლებში პიარსკოლელები ეუფლებიან კომუნიკაციურ ტექნიკებს, როგორიც არის ინფორმაციის სწორად გადაცემა, აქტიური და პასიური მოსმენა, უკუკავშირის მიცემა და მიღება, პრეზენტაციის ტექნიკა. ეს ის უნარებია, რომელიც პიარმენეჯერებს ეხმარება პროფესიული საქმიანობის ეფექტიანად წარმართვაში. მოკლე კურსის ფარგლებში ნასწავლი საკვანძო კომუნიკაციური ტექნიკები  აძლევს  შესაძლებლობას სტუდენტებს თავდაჯერებულად იმოქმედონ  და მიაღწიონ მიზანს საქმიან სიტუაციაში. ამ შედეგის ერთგვარი გატესტვა კურსის ბოლოს, პროექტების პრეზენტაციების დროს ხდება ხოლმე. საგამოცდო პრეზენტაციები აჯამებს მთლიანი კურსის ფარგლებში მიღებულ ცოდნას და გავარჯიშებული უნარების დემონსტრირების შესაძლებლობას აძლევს სტუდენტებს.

ყოველი ჯგუფი თავისი უნიკალობითა და მრავალფეროვნებით ამდიდრებს პიარსკოლას  და ქმნის ახალ გამოცდილებას, როგორც ჯგუფის წევრებისთვის, ისე ლექტორებისთვის.

დაიწყე სწავლა პიარსკოლის “მარკეტინგული კომუნიკაციების” ზამთრის კურსზე.