მიიღე პრაქტიკული გამოცდილება პიარსა და მარკეტინგში

ამ ბლოგპოსტში დეტალურად მოგიყვებით პიარსკოლის „ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების“ კურსის შესახებ, რომელიც პიარისა და მარკეტინგის სფეროში აუცილებელ ყველა დარგს შეასწავლის მსურველებს.

თუ კი პიარსა და მარკეტინგში თეორიულ ცოდნასთან ერთად, პრაქტიკული გამოცდილების მიღება და ახალი პრაქტიკების პროფესიულ საქმიანობაში დანერგვა გსურთ, მაშინ ჩვენი კურსი თქვენთვისაა.

„ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების“ კურსის უპირატესობას საქართველოს ბაზარზე არსებულ მოთხოვნებზე დაფუძნებული სილაბუსი და პრაქტიკოსი ლექტორები წარმოადგენენ.

კურსის ფარგლებში შეისწავლით 12 საგანს, რომელიც საკომუნიკაციო სტრატეგიის შემუშავებისა და განხორციელების პროცესის წარმატების მნიშვნელოვანი კომპონენტებია:

1. ეფექტური კომუნიკაციები

2. მარკეტინგი

3. მარკეტინგული კვლევა

4. ბრენდინგი

5. პიარი

6. ივენთ მენეჯმენტი

7. სოციალური მედია

8. მედია მენეჯმენტი

9. რეკლამა და მედია დაგეგმარება

10. ამბის თხრობის ხელოვნება

11. ვიზუალური მარკეტინგი

12. BTL

თითოეულ საგანს სფეროს წამყვანი პროფესიონალები უძღვებიან, რომლებიც სტუდენტებს არა მხოლოდ თეორიულ ცოდნას, არამედ პრაქტიკულ გამოცდილებასაც უზიარებენ.

კურსის მთავარი უპირატესობა მისი საბოლოო პრაქტიკული დავალებაა. 3 თვის განმავლობაში სტუდენტები მუშაობენ საკომუნიკაციო სტრატეგიის შექმნაზე, ამ პროცესში კი მათ საკონსულტაციო კომპანია “ჯეპრა”-ს კონსულტანტები უწევენ მენტორობას. პროექტზე მუშაობისას სტუდენტს უწევს ყველა იმ თეორიული ცოდნის გამოყენება, რომელიც თითოეული ქვეკურსის ფარგლებში მიიღო.

ყველა სტუდენტს, რომელიც პრაქტიკულ დავალებასა და ტესტს ჩააბარებს, გადაეცემა პიარსკოლის სერტიფიკატი და დიპლომი. ხოლო, ლექტორების რჩეულ 3 საუკეთესო სტუდენტს გადაეცემა 12 ლექტორის მიერ ხელმოწერილი სამოტივაციო წერილი.

კურსის დასრულების შემდეგ, პიარსკოლელები წევრიანდებიან კურსდამთავრებულთა ჯგუფში „PRSchool Alumni”, სადაც პიარსკოლის ადმინისტრაცია სხვადასხვა მნიშნნელოვან ინფორმაციას ანთავსებს, მათ შორის, საკომუნიკაციო სფეროში არსებულ ვაკანსიებს.

“ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების” კურსი 3 თვე გრძელდება. მისი საფასური 1800 ლარია, რომლის გადახდაც შესაძლებელია ეტაპობრივად, 3 თვეზე გადანაწილებით.

ლექციები ტარდება ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათსა და პარასკევს 19:00-22:00 საათებში.

პიარი და მარკეტინგი ყოველდღიურად ვითარდება. ამიტომაც, იჩქარე და დარეგისტრირდი პიარსკოლის 2022 წლის ზამთრის კურსზე:

პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კურსის შეფასება

პიარსკოლის კურსდამთავრებული, მარიამ გუჯაბიძე აფასებს პიარის და მარკეტინგული კომუნიკაციების კურსს:
მოკლედ მოგვიყევი შენი საქმიანობის შესახებ…

ვარ დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის იურისტი, ასევე, ვმართავ ტურიზმის მიმართულებით სოციალურ მედია პლატფორმებს, ვგეგმავ და ვახორციელებ ტურიზმის სექტორში სხვადასხვა პროექტებს.

როგორ იყენებ პიარსკოლაში მიღებულ ცოდნას პრაქტიკულ საქმიანობაში?

პიარსკოლაში მიღებული ცოდნას და ინფორმაციას ძირითადად ვიყენებ პროექტების დაგეგმვის და მათი იმპლემენტაციის ეტაპზე, კამპანიის ცნობადობის ამაღლებასთან დაკავშირებით განხორციელებულ აქტივობებზე მუშაობის პერიოდში. გარდა ამისა, მიღებული გამოცდილება დამეხმარა საკუთარი კომპანიის ბრენდინგზე მუშაობისას.

გაიხსენე საბოლოო პროექტისთვის რა თემაზე მოგიწია მუშაობა და რამდენად დაგეხმარა პრაქტიკული ცოდნის მიღებაში? არის რაიმე ხერხი, რომელიც ამ პროცესში ისწავლე და დღემდე იყენებ?

რეალურად, პროექტის მუშაობის ეტაპზე გამოვიყენე ყველა ის ინტრუმენტი, რის თაობაზეც სამი თვის განმავლობაში მოგვაწოდეს ინფორმაცია ლექტორებმა. პროექტის დაგეგმვის ეტაპიდან, მის პრეზენტირებამდე გავლილი დაგეგმვის პროცესი, არის რეალურად მუშაობის ის ხაზი, რაც მადგება ყოველდღიურ მუშაობაში. მიუხედავად განსხვავებული პროექტების კონტენტისა, ის მიმართულებები, იქნება ეს თაიმლაინი, ბიუჯეტირება თუ ვიზუალიზაცია, რაც წამოწეულია პროექტის მომზადების ეტაპზე, ძალიან მნიშვნელოვანია დღევანდელ დღეს, ყველა სფეროში თუ პოზიციაზე მუშაობისას.

შენი აზრით, რა არის პიარსკოლის კურსის უპირატესობა? რატომ უნდა ისწავლონ მარკეტინგული კომუნიკაციების კურსზე?

გარდა რეალურად უმაგრესი ლექტორებისა, სხვადასხვა მიმართულებით პიარის და მარკეტინგის საკითხების დეტალურად, პრაქტიკულ მაგალითებზე დაყრდნობით განხილვისა, ჩემი აზრით, დამატებით რაც პაირსკოლის კურსს სხვებისგან გამოარჩევს: პროექტზე მუშაობის კომპონენტია. სწორედ ამ პროცესში გიწევს მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გადატანა, რაც ერთი მხრივ, არის ცოდნის გამყარების საფუძველი, ხოლო მეორე მხრივ, ხედავ უკვე კურსის დროს შესწავლილი ინსტრუმენტების სწორად გამოყენების გზებსა და ხერხებს.

ჩემი ემოციების SWOT ანალიზი – ანუ, რა მომცა პიარსკოლამ

ჩემი ემოციების SWOT ანალიზი – ანუ, რა მომცა პიარსკოლამ

ყველაფერი კი შემოდგომის ერთ ჩვეულებრივ მზიან დღეს ფიცის დადებით დაიწყოაი, ამინდისგან განსხვავებით კი ფიცი სულაც არ ყოფილა ჩვეულებრივიისეთ შეგრძნებას გიტოვებდა, რომ რაღაც გრანდიოზულს და სამუდამოს იწყებდი, რომელსაც შენი ცხოვრება სრულებით უნდა შეეცვალა

მერე იყო გაცნობა და 21 ერთმანეთისგან განსხვავებული ისტორია 21 საინტერესო ადამიანით.

იყო ნიცას ისტორიაზე გაოცებული ლექტორების სახეები და ჩვენი ისტერიული სიცილი. ცნობისთვის და სასხვათაშორისოდ, ლექტორების ეს გაოცებული სახეები სამახსოვროდაც გვაქვს:))

მერე იყო ლექციები, რომლებმაც დამამუნჯეს

იყო ლექციები, რომლებმაც სწორი კომუნიკაცია კი არ მასწავლეს, მანახეს კიდეც…

იყო ლექციები, რომლებმაც ბრენდი შემაქმნევინეს…

იყო ლექციები, რომლებმაც ივენთი დამაგეგმინეს…

იყო ლექციები, რომლებმაც მარსიანელებთან კომუნიკაციის და მათი დარწმუნების შესაძლებლობა მომცეს…

იყო ლექციები, რომლებმაც განუხორციელებელი ოცნების პროექტი განმახორციელებინეს…

და ეს ყველაფერი წვიმასა და ქარში, ამინდისა თუ უამინდობის დროს ისეთ მაღალ ტემპერატურას აჩვენებდა, რომსვოტის საფრთხეებშიჩაწერილმაუამინდობამმართალი გითხრათ, აზრი დაკარგა

რატომ პიარსკოლა? – იმიტომ რომ შენც განიცადო ის, რაც მე განვიცადე…

შენც გაიზარდო ისე, როგორც მე გავიზარდე…

შენც იწამო საკუთარი შესაძლებლობების ისე, როგორც მე ვიწამე…

და კიდევ, ლექტორებისგან ბევრის წაღება მოგინდებათ…

მოგინდებათ, რომ  ლექციები აღარ დამთავრდეს…

მოგინდებათ, რომ მეტრომ 12-მდე  იმუშაოს, ეს სამი თვე ძალიან გაიწელოს, პროექტზე მუშაობა სამუდამოდ გაგრძელდეს… თქვენ, რაღაც ღირებულის შექმნა მოგინდებათ და სწორედ მანდ მიხვდებით, რა ღირებულება აქვს და რისი მოცემა შეუძლია პიარსკოლას. ამიტომ ალექსიძის #10 ისევ იმ მისამართზე დარჩება და უბრალოდ შეუარე…

პ.ს. მე შენ #პიარსკოლა გეუბნები მადლობას…