პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კურსის შეფასება

PR-ის და მარკეტინგული კომუნიკაციების კურსს, პიარსკოლის კურსდამთავრებული, ანუკა კობალაძე აფასებს:

მოკლედ მოგვიყევი შენი საქმიანობის შესახებ…

მე ვარ ქოუჩი (Life coach), ვატარებ როგორც ინდივიდუალურ, ასევე ჯგუფურ სესიებს კომპანიების დაკვეთით. ასევე ვმუშაობ ქოუჩ-დღიურის შექმნაზე, რომელიც დაეხმარება ადამიანს საკუთარი თავის პოვნაში, მიზნების დასახვასა და მიღწევაში.

როგორ იყენებ პიარსკოლაში მიღებულ ცოდნას პრაქტიკულ საქმიანობაში?

პიარსკოლაში მიღებული ცოდნა ძალიან მეხმარება ჩემს საქმიანობაში, როგორც ქოუჩს, ასევე ადამიანს, რომელიც მუშაობს საინტერესო პროექტზე და ქმნის ბრენდს. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ რომ არა პიარსკოლაში მიღებული ცოდნა დღიურზე მუშაობა აუხდენელ ოცნებად დარჩებოდა.

გაიხსენე საბოლოო პროექტისთვის რა თემაზე მოგიწია მუშაობა და რამდენად დაგეხმარა პრაქტიკული ცოდნის მიღებაში?

ჩემს გუნდს პროფესიული განათლების პოპულარიზაციის თემა შეხვდა, რასაც მიღებული ცოდნისა და შესანიშნავი მენტორის დახმარებით წარმატებით გავართვით თავი. პროექტზე მუშაობამ კი მიღებული ცოდნა გამიმყარა და მასწავლა, თუ როგორ შეიძლება მიღებული თეორიული ცოდნის პრაქტიკაში წარმატებით გამოყენება.

შენი აზრით, რა არის პიარსკოლის კურსის უპირატესობა? რატომ უნდა ისწავლონ მარკეტინგული კომუნიკაციების კურსზე?

პიარსკოლის კურსი 3 თვიანია და ამ 3 თვის განმავლობაში ყველა საჭირო ცოდნის მიღებაა შესაძლებელი. კურსი არა მხოლოდ თეორიული მასალების გაცნობას, არამედ პრაქტიკული დავალებების შესრულებასაც მოიცავს. ეს კი მიღებულ ცოდნას ერთი ორად ამყარებს. ვფიქრობ, ნებისმიერი პროფესიის ადამიანისთვის აუცილებელია ამ კურსის გავლა, ვინაიდან აქ მიღებული ცოდნა ნებისმიერ ადამიანს გამოადგება, როგორც პროფესიულ ასევე ყოველდღიურ ცხოვრებაში.

ყველაზე მეტად რა მოგეწონა კურსზე? რას გამოარჩევდი?

ჩემი აზრით, შეუძლებელია ერთი კონკრეტული რამის გამორჩევა. მთლიანად კურსი იმდენად კარგად არის შედგენილი და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, დაკომპლექტებულია პროფესიონალი ლექტორებით.

რას ნიშნავს შენთვის იყო პიარსკოლელი?

კურსის პირველ დღეს გვითხრეს, რომ პიარსკოლა არის დიდი ოჯახი და მოგვილოცეს, რომ ჩვენც ამ ოჯახის წევრები გავხდით. მეუცნაურა, თუმცა მალევე მივხვდი რას ნიშნავდა ეს სიტყვები. ეხლა კი ბედნიერი და ამავდროულად ამაყი ვარ, რომ პიარსკოლის ოჯახის წევრი ვარ.

პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კურსის შეფასება

პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კურსს, პიარსკოლის კურსდამთავრებული, ლიკა როგავა აფასებს:

მოკლედ მოგვიყევი შენი საქმიანობის შესახებ…

ვმუშაობ UDAID-ZRDA Activity in Georgia (USAIDის პროექტი ზრდა საქართველოში)-ს სამეგრელოს რეგიონალურ ოფისში თემის მობილიზატორის (Community Liaison) პოზიციაზე.

როგორ იყენებ პიარსკოლაში მიღებულ ცოდნას პრაქტიკულ საქმიანობაში?

პიარსკოლაში მიღებული ცოდნა მეხმარება სხვადასხვა აქტივობის განხორციელების პროცესში. ხაზგასმით შემიძლია ვთქვა, რომ ეს ცოდნა არის მნიშვნელოვანი და აქტუალური.

გაიხსენე საბოლოო პროექტისთვის რა თემაზე მოგიწია მუშაობა და რამდენად დაგეხმარა პრაქტიკული ცოდნის მიღებაში? არის რაიმე ხერხი, რომელიც ამ პროცესში ისწავლე და დღემდე იყენებ?

საბოლოო პროექტი, რაზეც ჯგუფთან ერთად მომიწია მუშაობა, ნიკო ნიკოლაძის საუნივერსიტეტო პრემიის საკომუნიკაციო კამპანიის შექმნა იყო. ეს დავალება მიღებული თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გადატანაში დამეხმარა. ბევრ კითხვის ნიშანს რომელსაც თეორიული პასუხით ცოტა ბუნდოვანი შეხედულება ჰქონდა გამარტივდა და პრაქტიკაში ადვილად “მოგვარდა”.

შენი აზრით, რა არის პიარსკოლის კურსის უპირატესობა? რატომ უნდა ისწავლონ მარკეტინგული კომუნიკაციების კურსზე?

პიარსკოლის კურსის უმნიშვნელოვანესი უპირატესობა არის ის ძლიერი, მცოდნე და გამოცდილი გუნდი, რომელიც ამ კურსს ანხორციელებს. სწორედ ამ გუნდითაა გამორჩეული სხვა პიარკურსებისგან. ხმამაღლა შემიძლია ვთქვა, რომ თუ გაინტერესებთ ეს სფერო, და გსურთ მიიღოთ ცოდნა ამ მიმართულებით, აუცილებლად უნდა მოხვიდეთ პიარსკოლაში.

პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კურსის შეფასება

პიარსკოლის კურსდამთავრებული, მარიამ გუჯაბიძე აფასებს პიარის და მარკეტინგული კომუნიკაციების კურსს:
მოკლედ მოგვიყევი შენი საქმიანობის შესახებ…

ვარ დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის იურისტი, ასევე, ვმართავ ტურიზმის მიმართულებით სოციალურ მედია პლატფორმებს, ვგეგმავ და ვახორციელებ ტურიზმის სექტორში სხვადასხვა პროექტებს.

როგორ იყენებ პიარსკოლაში მიღებულ ცოდნას პრაქტიკულ საქმიანობაში?

პიარსკოლაში მიღებული ცოდნას და ინფორმაციას ძირითადად ვიყენებ პროექტების დაგეგმვის და მათი იმპლემენტაციის ეტაპზე, კამპანიის ცნობადობის ამაღლებასთან დაკავშირებით განხორციელებულ აქტივობებზე მუშაობის პერიოდში. გარდა ამისა, მიღებული გამოცდილება დამეხმარა საკუთარი კომპანიის ბრენდინგზე მუშაობისას.

გაიხსენე საბოლოო პროექტისთვის რა თემაზე მოგიწია მუშაობა და რამდენად დაგეხმარა პრაქტიკული ცოდნის მიღებაში? არის რაიმე ხერხი, რომელიც ამ პროცესში ისწავლე და დღემდე იყენებ?

რეალურად, პროექტის მუშაობის ეტაპზე გამოვიყენე ყველა ის ინტრუმენტი, რის თაობაზეც სამი თვის განმავლობაში მოგვაწოდეს ინფორმაცია ლექტორებმა. პროექტის დაგეგმვის ეტაპიდან, მის პრეზენტირებამდე გავლილი დაგეგმვის პროცესი, არის რეალურად მუშაობის ის ხაზი, რაც მადგება ყოველდღიურ მუშაობაში. მიუხედავად განსხვავებული პროექტების კონტენტისა, ის მიმართულებები, იქნება ეს თაიმლაინი, ბიუჯეტირება თუ ვიზუალიზაცია, რაც წამოწეულია პროექტის მომზადების ეტაპზე, ძალიან მნიშვნელოვანია დღევანდელ დღეს, ყველა სფეროში თუ პოზიციაზე მუშაობისას.

შენი აზრით, რა არის პიარსკოლის კურსის უპირატესობა? რატომ უნდა ისწავლონ მარკეტინგული კომუნიკაციების კურსზე?

გარდა რეალურად უმაგრესი ლექტორებისა, სხვადასხვა მიმართულებით პიარის და მარკეტინგის საკითხების დეტალურად, პრაქტიკულ მაგალითებზე დაყრდნობით განხილვისა, ჩემი აზრით, დამატებით რაც პაირსკოლის კურსს სხვებისგან გამოარჩევს: პროექტზე მუშაობის კომპონენტია. სწორედ ამ პროცესში გიწევს მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გადატანა, რაც ერთი მხრივ, არის ცოდნის გამყარების საფუძველი, ხოლო მეორე მხრივ, ხედავ უკვე კურსის დროს შესწავლილი ინსტრუმენტების სწორად გამოყენების გზებსა და ხერხებს.

პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კურსის შეფასება

პიარსკოლის კურსდამთავრებული, მარიამ ჩხარტიშვილი პიარის და მარკეტინგული კომუნიკაციების კურსის შესახებ:

მოკლედ მოგვიყევი შენი საქმიანობის შესახებ..

სოციალური მედია სააგენტოს ფრილანს კრეატიული მენეჯერი და ედვერთაიზერი ✋🏻

როგორ იყენებ პიარსკოლაში მიღებულ ცოდნას პრაქტიკულ საქმიანობაში?

ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე, ძალიან გამომადგა მარკეტინგისა და ბრენდინგის ლექციების გამოცდილება. ასევე, უფრო დაკვირვებული გავხდი მომხმარებლებთან კომუნიკაციისას.

გაიხსენე საბოლოო პროექტისთვის რა თემაზე მოგიწია მუშაობა და რამდენად დაგეხმარა პრაქტიკული ცოდნის მიღებაში? არის რაიმე ხერხი, რომელიც ამ პროცესში ისწავლე და დღემდე იყენებ?

ზოგადად ბოლო 5 წლის განმავლობაში, ძალიან ბევრ ქეისზე მაქვს ნამუშევარი. ჩვენი საბოლოო პროექტისთვის თემები გვქონდა გადანაწილებული. მე ის სფერო შემხვდა, რომელშიც ისედაც დიდი პრაქტიკა მქონდა. თუმცა ახალ სირთულეებთან გამკლავება, ახალი ინფორმაციების მიღება – ყოველ ახალ პროექტში მონაწილეობის მიზეზია.

შენი აზრით, რა არის პიარსკოლის კურსის უპირატესობა? რატომ უნდა ისწავლონ მარკეტინგული კომუნიკაციების კურსზე?

უპირატესობა ეს ის გუნდია, რომელიც მუშაობს პიარსკოლელების განათლებაზე. თითოეული ტრენერი, მენტორი არის ის მიზეზი, რის გამოც ამ კურსის გავლას ვურჩევდი სხვას.

რას ურჩევდი კომუნიკაციების სფეროთი დაინტერესებულ ადამიანებს?

არასდროს შეწყვიტონ სწავლა და სიახლეების შეცნობა!

პიარსკოლიდან მარკეტინგის ხელმძღვანელის პოზიციამდე

პიარსკოლის კურსდამთავრებული, ანა ქუტიძე კომუნიკაციების სფეროში მის გამოცდილებასა და პიარსკოლის კურსის შესახებ:

მოკლედ მოგვიყევი შენი საქმიანობის შესახებ..

ჩემი კარიერა თავიდანვე მნიშვნელოვან წილად განსაზღვრა სამშენებლო სექტორთან ერთმა წარმატებულმა თანამშრომლობამ და უკვე მერვე წელია ამ სფეროში ვარ.

ახლა დეველოპერული კომპანია “DUX DEVELOPMENT”- ის და გერმანული, ალუმინის საფასადე სისტემების მწარმოებელი კომპანია HUECK- ის მარკეტინგის ხელმძღვანელი ვარ.

ამას გარდა პერიოდულად ვმუშაობ მოკლევადიან მარკეტინგულ პროექტებზე და პარალელურად ვცდილობ დრო  დავუთმო ჩემი ჰენდმეიდ სტარტაპის “BLUE JAY “ განვითარებას თუმცა ზემოთ ჩამოთვლილი საქმიანობების გამო საკადრის დროს და ენერგიას ვერ ვუთმობ ამ ეტაპზე, მუდამ მეჩაგრება და ამაზე ვღელავ.

როგორ იყენებ პიარსკოლაში მიღებულ ცოდნას პრაქტიკულ საქმიანობაში?

პიარსკოლა 5 წლის წინ იყო.. ზუსტად მაშინ, როცა მკაცრად გამომეკვეთა ინტერესები ამ სფეროს მიმართ და ჩემი პრაქტიკული გამოცდილების ხარჯზე მიღებული ცოდნის სისრულეში მოყვანა და თეორიული ცოდნით გამყარება მჭირდებოდა… ვ

ფიქრობ, ეს იყო ის შემთხვევა, როცა საჭირო დროს იღებ საჭირო გადაწყვეტილებას და ეს გადაწყვეტილება 100%-ით ამართლებს.

პიარსკოლამ და იმ საოცარმა ლექტორებმა, რომელთა მრავალფეროვნებითაც ასე განებივრებულნი ვიყავით, გარდა თეორიული და პრაკტიკული ცოდნისა, ისეთი ადამიანური რესურსები, თვისებები  აღმოგვაჩენინეს საკუთარ თავებში რაც აქამდე მიძინებული ან საერთოდ არ გვქონდა.

პიარსკოლამ მომცა თავდაჯერებულობა, მასწავლა მასშტაბური და კრეატიული აზროვნება, მომიხსნა წვრილმანი კომპლექსები საკუთარი აზრის დაფიქსირების, აუდიტორიასთან თამამად წარდგენის და ბევრი ისეთი ნიუანსის, რაც ჩვენს სფეროში ძალიან მნიშვნელოვანია..

არ შემიძლია არ გამოვყო სოსო გალუმაშვილის მუდმივი მხარდაჭერა, რეკომენდაციები და ძალისხმევა რომ ყველა პიარსკოლელი იყოს დასაქმებული და წარმატებული თავის სფეროში.. ეს მხარდაჭერა მე საკუთარ თავზე გამოვცადე არაერთხელ და მადლობა მას ამისთვის.

გაიხსენე საბოლოო პროექტისთვის რა თემაზე მოგიწია მუშაობა და რამდენად დაგეხმარა პრაქტიკული ცოდნის მიღებაში? არის რაიმე ხერხი, რომელიც ამ პროცესში ისწავლე და დღემდე იყენებ?

ჩვენი საბოლოო პროექტი იყო „ღვინის ფესტივალი“ და რეალურად ეს პროექტი იყო თავმოყრა მთელი იმ თეორიული ცოდნის, რაც იმ თვეების განმავლობაში მივიღეთ.. პრაქტიკულად გავდიოდით ყველა იმ პროცესს, რასაც რეალურ პროექტზე მუშაობისას გადიან..

მახსოვს რომ ძალიან ამაღელვებელი და ემოციური იყო პროექტის წარდგენის დღე.. ერთ კონკრეტულ ხერხს ალბათ ვერ გამოვყოფ, თუმცა ვიცი რომ მუშაობის ის სტილი და მიმართულება, რაც მაქვს ყველა პროექტთან მიმართებაში, თავის დროზე პიარსკოლამ ჩანერგა ჩემში.

უკან რომ შეგეძლოს დროის დაბრუნება, გაივლიდი თუ არა ისევ პიარსკოლის მარკეტინგული კომუნიკაციების კურსს?

აი ზოგჯერ არისხოლმე რომ რაღაცეებს ვნანობთ, თუნდაც განათლების კუთხით, სათანადო დროის არ დათმობას… ლექციებზე უყურადღებოდ ჯდომას, ნაკლებ ჩართულობას… ჩემ შემთხვევაში იმდენად მაბედნიერებდა „პროცესი პიარსკოლა“ რომ მსგავსი სინანული თითქმის არ მაქვს..

ბოლომდე ვიხარჯებოდი, აქტიურად ვიყავი ჩართული პროექტში, ლექციებზე.. პასუხგაუცემელ კითხვას არ ვიტოვებდი, მითუმეტეს მქონდა ასეთი საინტერესო ლექტორების ფუფუნება და მეც მეტი რა მინდოდა.

საბოლოოდ 3 საუკეთესო სტუდენტს შორისაც მოვხვდი და ის სანუკვარი სარეკომენდაციო წერილიც მივიღე მათგან, რომელიც მომავალში ძალიან დამახმარა დასაქმებაში, ჩემ მიმართ დადებითი შთაბეჭდილების შექმნაში.

რა თქმა უნდა, დროის უკან დაბრუნება რომ შემეძლოს უალტერნატივოდ დავრეგისტრირდებოდი პიარსკოლის კურსზე და გავამეორებდი იმ ჯადოსნურ თვეებს რომელიც იქ გავატარე.

რა მომცა პიარსკოლამ?

ეს ის პერიოდია, როდესაც პირველ ნაბიჯებს ვდგავდი მარკეტინგის სფეროში, მჭირდებოდა ჩემი თეორიული ცოდნის უფრო გაღრმავება და პრაქტიკული მაგალითებით განმტკიცება. პიარსკოლამ მომცა სწორედ ეს. აქ გამომუშავებული უნარ-ჩვევები და მიღებული ცოდნა მეხმარება, სწორად დავგეგმო და ვმართო სხვადასხვა პროექტი.

გარდა პროფესიული გამოცდილებისა, პიარსკოლამ მომცა საკუთარი თავის რწმენა, მოკლე დროში უკეთ დავინახე ჩემი შესაძლებლობები და შევიძინე საუკეთესო მეგობრები.

ლექტორების სიას თუ გადახედავთ, აუცილებლად მიხვდებით რატომ ავირჩიე პიარსკოლა. აქ დამხვდა გამოცდილი და პროფესიონალი ლექტორების გუნდი, რომლებიც ნებისმიერ დროს მზად არიან დასახმარებლად. თეორიულ ნაწილთან ერთად, ბევრი პრაქტიკული რჩევაც მივიღე. ეს ის ადგილია, სადაც არასდროს გეზარება მისვლა და შენი ცხოვრების დიდი და საინტერესო ნაწილი ხდება.

ვთვლი, რომ კარიერული განვითარების ყველა ეტაპზე საჭიროა ახალი გამოწვევების მიღება და თეორიული თუ პრაქტიკული უნარ-ჩვევების განმტკიცება. სწორედ ამ მიზნით მივედი პიასკოლაში და ცოდნის გაღრმავების გარდა, მივიღე უამრავი დადებითი ემოცია საუკეთესო ლექტორებისგან და ჯგუფის წევრებიასგნ.

ჩემი ემოციების SWOT ანალიზი – ანუ, რა მომცა პიარსკოლამ

ჩემი ემოციების SWOT ანალიზი – ანუ, რა მომცა პიარსკოლამ

ყველაფერი კი შემოდგომის ერთ ჩვეულებრივ მზიან დღეს ფიცის დადებით დაიწყოაი, ამინდისგან განსხვავებით კი ფიცი სულაც არ ყოფილა ჩვეულებრივიისეთ შეგრძნებას გიტოვებდა, რომ რაღაც გრანდიოზულს და სამუდამოს იწყებდი, რომელსაც შენი ცხოვრება სრულებით უნდა შეეცვალა

მერე იყო გაცნობა და 21 ერთმანეთისგან განსხვავებული ისტორია 21 საინტერესო ადამიანით.

იყო ნიცას ისტორიაზე გაოცებული ლექტორების სახეები და ჩვენი ისტერიული სიცილი. ცნობისთვის და სასხვათაშორისოდ, ლექტორების ეს გაოცებული სახეები სამახსოვროდაც გვაქვს:))

მერე იყო ლექციები, რომლებმაც დამამუნჯეს

იყო ლექციები, რომლებმაც სწორი კომუნიკაცია კი არ მასწავლეს, მანახეს კიდეც…

იყო ლექციები, რომლებმაც ბრენდი შემაქმნევინეს…

იყო ლექციები, რომლებმაც ივენთი დამაგეგმინეს…

იყო ლექციები, რომლებმაც მარსიანელებთან კომუნიკაციის და მათი დარწმუნების შესაძლებლობა მომცეს…

იყო ლექციები, რომლებმაც განუხორციელებელი ოცნების პროექტი განმახორციელებინეს…

და ეს ყველაფერი წვიმასა და ქარში, ამინდისა თუ უამინდობის დროს ისეთ მაღალ ტემპერატურას აჩვენებდა, რომსვოტის საფრთხეებშიჩაწერილმაუამინდობამმართალი გითხრათ, აზრი დაკარგა

რატომ პიარსკოლა? – იმიტომ რომ შენც განიცადო ის, რაც მე განვიცადე…

შენც გაიზარდო ისე, როგორც მე გავიზარდე…

შენც იწამო საკუთარი შესაძლებლობების ისე, როგორც მე ვიწამე…

და კიდევ, ლექტორებისგან ბევრის წაღება მოგინდებათ…

მოგინდებათ, რომ  ლექციები აღარ დამთავრდეს…

მოგინდებათ, რომ მეტრომ 12-მდე  იმუშაოს, ეს სამი თვე ძალიან გაიწელოს, პროექტზე მუშაობა სამუდამოდ გაგრძელდეს… თქვენ, რაღაც ღირებულის შექმნა მოგინდებათ და სწორედ მანდ მიხვდებით, რა ღირებულება აქვს და რისი მოცემა შეუძლია პიარსკოლას. ამიტომ ალექსიძის #10 ისევ იმ მისამართზე დარჩება და უბრალოდ შეუარე…

პ.ს. მე შენ #პიარსკოლა გეუბნები მადლობას…