პიარის და მარკეტინგული კომუნიკაციების კურსის შეფასება

პიარის და მარკეტინგული კომუნიკაციების კურსის შეფასება

მოკლედ მოგვიყევი შენი საქმიანობის შესახებ..

მე მარკეტერი ვარ, რამდენიმე წელია საქმიანობა გავაციფრულე და ამჟამად წარმატებული ქართულიბრენდის – CROSTY-ის Digital Advertiser ვარ.

როგორ დაგეხმარა პიარსკოლაში მიღებული ცოდნა კარიერულ წინსვლაში?

პიარსკოლა ერთგვარი გარდამტეხი წერტილი იყო იმ პროცესში, რასაც პროფესიის ფუნდამენტური ცვლილება წარმოადგენდა ჩემთვის. ბაკალავრის ხარისხი პოლიტოლოგიაში ავიღე. პირველი ნაბიჯები ინდუსტრიაში ჩემივე დიდი დაინტერესებით გადავდგი და ჩემი საქმიანობა მეტწილად საკუთარ პრაქტიკას ეფუძნებოდა. პიარსკოლამ ცოდნა არამხოლოდ თეორიით გამიმყარა, არამედ საუკეთესო ლექტორების წყალობით დავინახე რეალურად უფრო ფართო მასშტაბში როგორ ოპერირებენ ინდუსტრიის წამყვანი მარკეტერები და პიარ სპეციალისტები.

როგორ იყენებ პიარსკოლაში მიღებულ ცოდნას პრაქტიკულ საქმიანობაში?

პიარსკოლაში მიღებული გამოცდილება განსაკუთრებით საქმიანობის სტრატეგიულ ნაწილში გამომადგა.

გაიხსენე საბოლოო პროექტისთვის რა თემაზე მოგიწია მუშაობა და რამდენად დაგეხმარა პრაქტიკული ცოდნის მიღებაში? არის რაიმე ხერხი, რომელიც ამ პროცესში ისწავლე და დღემდე იყენებ?

საბოლოო პროექტზე მახსოვს ყველაზე რთული  თემა შეგვხვდა, სსე-ს („საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა”) საკომუნიკაციო კამპანია. მახსოვს, როგორ ვიკვლევდით სსე-ს საქმიანობას, წარსულ კომუნიკაციას, ვახდენდით შეცდომების დიაგნოსტირებას და ვცდილობდით გაგვეთვალისწინებინა ჩვენს საკომუნიკაციო გეგმაში. ვახდენდით თარგეთირებას მიზნობრივ აუდიტორიებზე და ვარჩევდით საკომუნიკაციო ლექსიკას.. ფანტასტიურად მახსენდება, ჩვევად მექცა პროექტების შესწავლა და მოკვლევა, პირველ რიგში.

უკან რომ შეგეძლოს დროის დაბრუნება, გაივლიდი თუ არა ისევ პიარსკოლის მარკეტინგული კომუნიკაციების კურსს?

სრულიად გულწრფელად – აუცილებლად გავივლიდი, გარდა იმისა რომ ბეევრი ცოდნა და გამოცდილება მივიღე ინდუსტრიის წამყვანი სპეციალისტებისგან, უამრავი ფანტასტიური ადამიანი შევიძინე ცხოვრებაში.