რატომ პიარსკოლა?

მთელი ამ სამი თვის განმავლობაში სულ მინდოდა გამეზიარებინა ჩემი შთაბეჭდილებები პიარსკოლის შესახებ, მაგრამ სულ ახლის ძიებაში ვიყავი და მინდოდა მართალი ვყოფილიყავი, როგორც  ჩემს თავთან, ასევე თქვენთან, ვინც ამ ბლოგპოსტს წაიკითხავს.

რატომ პიარსკოლა? მიუხედავად იმისა, რომ სულ ახლახანს დავამთავრე ჟურნალისტიკის ფაკულტეტი და სტუდენტობის პერიოდში საკმაოდ აქტიურად ვმუშაობდი ამ სფეროში, მივხვდი რომ ეს საკმარისი არ იყო და რაღაც ახალი მჭირდებოდა. იმ გამოცდილებიდან გამომდინარე, რაც უნივერსიტეტიდან მაქვს, მინდოდა ისეთ ადგილზე მესწავლა, სადაც სწავლის დიდი ნაწილი პრაქტიკას დაეთმობოდა და სწორედ ამიტომ გადავწყიტე სწავლა პიარსკოლაში დამეწყო.

პირველი გაოცება სოფო შუბლაძემ მოახდინა და მას შემდგე ყოველი ახალი ლექცია ახალი ცხოვრების დასაწყისს ჰგავდა. ალექსანდრე გაბუნიას ლექცია კი აღმოჩნდა ის გადამწყვეტი მომენტი, რატომაც გიზიარებთ ჩემს უსაზღვრო ემოციებს პიარსკოლასთან დაკავშირებით. ამ ადამიანის ლექციებს უბალოდ უნდა დაესწროთ!

პიარსკოლა არის ადგილი, სადაც სულ რაღაც სამ თვეში შეგიძლია იპოვო თავი, რომელსაც ამდენ ხანს ეძებდი. გაიგო უამრავი ახალი რამ, რომელსაც გამოიყენებ შენი ცხოვრების ყველა ნაბიჯზე და რაც  ყველაზე მავარია ადამინისთვის – ურთიერთობები. ამ მცირე დროის განმავლობაში ხვდები ისეთ ადამიანებს, რომლებიც შენი განუყოფელი ნაწილები ხდებიან, პიარსკოლის გარეშე კი მათ დიდი ალბათობით ვერ შეხვდებოდი.

ჩემი ემოციების SWOT ანალიზი – ანუ, რა მომცა პიარსკოლამ

ჩემი ემოციების SWOT ანალიზი – ანუ, რა მომცა პიარსკოლამ

ყველაფერი კი შემოდგომის ერთ ჩვეულებრივ მზიან დღეს ფიცის დადებით დაიწყოაი, ამინდისგან განსხვავებით კი ფიცი სულაც არ ყოფილა ჩვეულებრივიისეთ შეგრძნებას გიტოვებდა, რომ რაღაც გრანდიოზულს და სამუდამოს იწყებდი, რომელსაც შენი ცხოვრება სრულებით უნდა შეეცვალა

მერე იყო გაცნობა და 21 ერთმანეთისგან განსხვავებული ისტორია 21 საინტერესო ადამიანით.

იყო ნიცას ისტორიაზე გაოცებული ლექტორების სახეები და ჩვენი ისტერიული სიცილი. ცნობისთვის და სასხვათაშორისოდ, ლექტორების ეს გაოცებული სახეები სამახსოვროდაც გვაქვს:))

მერე იყო ლექციები, რომლებმაც დამამუნჯეს

იყო ლექციები, რომლებმაც სწორი კომუნიკაცია კი არ მასწავლეს, მანახეს კიდეც…

იყო ლექციები, რომლებმაც ბრენდი შემაქმნევინეს…

იყო ლექციები, რომლებმაც ივენთი დამაგეგმინეს…

იყო ლექციები, რომლებმაც მარსიანელებთან კომუნიკაციის და მათი დარწმუნების შესაძლებლობა მომცეს…

იყო ლექციები, რომლებმაც განუხორციელებელი ოცნების პროექტი განმახორციელებინეს…

და ეს ყველაფერი წვიმასა და ქარში, ამინდისა თუ უამინდობის დროს ისეთ მაღალ ტემპერატურას აჩვენებდა, რომსვოტის საფრთხეებშიჩაწერილმაუამინდობამმართალი გითხრათ, აზრი დაკარგა

რატომ პიარსკოლა? – იმიტომ რომ შენც განიცადო ის, რაც მე განვიცადე…

შენც გაიზარდო ისე, როგორც მე გავიზარდე…

შენც იწამო საკუთარი შესაძლებლობების ისე, როგორც მე ვიწამე…

და კიდევ, ლექტორებისგან ბევრის წაღება მოგინდებათ…

მოგინდებათ, რომ  ლექციები აღარ დამთავრდეს…

მოგინდებათ, რომ მეტრომ 12-მდე  იმუშაოს, ეს სამი თვე ძალიან გაიწელოს, პროექტზე მუშაობა სამუდამოდ გაგრძელდეს… თქვენ, რაღაც ღირებულის შექმნა მოგინდებათ და სწორედ მანდ მიხვდებით, რა ღირებულება აქვს და რისი მოცემა შეუძლია პიარსკოლას. ამიტომ ალექსიძის #10 ისევ იმ მისამართზე დარჩება და უბრალოდ შეუარე…

პ.ს. მე შენ #პიარსკოლა გეუბნები მადლობას…

პირველი ნაბიჯი შენი პროფესიული ბედნიერებისკენ

პიარისა და მარკეტინგის სწავლა როდესაც დავიწყე მეორე კურსზე ვიყავი, მაშინ მივხვდი, რისი გაკეთება გამაბედნიერებდა, მაგრამ რატომღაც ჩემს შეგრძნებებს ყურადღება არ მივაქციე და სხვადასხვა სფეროში ვცდილობდი განვითარებას.

ერთ დღეს სოციალური ქსელის მეშვეობით შევიტყვე პიარსკოლის შესახებ, ვნახე არაჩვეულებრივი ლექტორების სია და სილაბუსი. აი, მაშინ მივხვდი, რომ დრო იყო შემეცვალა ჩემი ცხოვრება და შემოვაღე პიარსკოლის კარი, სადაც რეალურად იმაზე კარგი სურათი დამხვდა, ვიდრე მე წარმომედგინა. ყველა ლექცია არამარტო ინფორმაციული სახისაა, არამედ სახალისო და სასიამოვნოა. ეს არის გარემო, სადაც შეუძლებელია გინდოდეს და ვერ მიიღო შესაფერისი ცოდნა.

თუ მოხდა ისე, რომ გადაწყვიტე პიარისა და მარკეტინგის მიმართულებით წასვლა და რაღაც მომენტში შეგეშინდა სირთულეების და დემოტივაციას განიცდი, რაც კარიერის პირველ საფეხურზე მდგომს შეიძლება დაგემართოს, აუცილებლად კვირაში სამჯერ 7 საათიდან უნდა დაიწყო პიარსკოლაში სიარული და მაშინვე მიხვდები, რომ ზუსტად ეს არის შენი შანსი, რომელიც საშუალებას მოგცემს საუკეთესო სტარტი აიღო. აი, უკვე მე, პრაქტიკაში გადმოტანაც კი შევძელი აქ მიღებული ცოდნის, რაც ძალიან მახარებს. პროფესიული განვითარების მიღების ბედნიერებას თან ერთვის ჩემი ჯგუფელები, ძალიან საინტერესო და კარგი ადამიანები და ასე იქმნება ბედნიერების სრული კომპლექტი.

ზოგიერთი ლექტორის მაგალითზე მივხვდი, როგორი მინდა ვიყო რამდენიმე წელიწადში და რომ  თუ იშრომებ შეძლებ იმას, რაც სხვისთვის შეუძლებელი შეიძლება იყოს.

ყოველი ლექციის შემდეგ ვხვდები, რომ აქ მოსვლა  ყველაზე სწორი გადაწყვეტილებაა და სურვილი მაქვს არასდროს დასრულდეს ეს კურსი, რადგან ბედნიერების გარეშე ცხოვრება რთული და მოსაწყენია.

მიზნისკენ მიმავალი სწრაფი გზა

“თქვენ არ ხართ ვალდებული, რომ გაიმარჯვოთ, თუმცა ვალდებული ხართ, მუდმივად ცდილობდეთ ყოველდღიურად აკეთოთ იმის მაქსიმუმი, რაც შეგიძლიათ“ – მსგავსი სიტყვები ისმის ყოველი ლექციის დროს პიარსკოლაში. უკვე მესამე თვეა მათი მსმენელი ვარ და მგონია, რომ ამ სამ თვეში ძალიან გავიზარდე.

სასარგებლოსთან ერთად საინტერესო – სწორედ ესაა პიარსკოლა. ბევრი სასიამოვნო ლექცია, საინტერესო დისკუსია, ნიჭიერი ჯგუფელები, პროფესიონალი და წარმატებული ლექტორები, რომლებიც გამოცდილებას გვიზიარებენ.

პიარსკოლაში სწავლის გადაწყვეტილება მოულოდნელად მივიღე და ვფიქრობ, ეს ერთ-ერთი სწორად გადადგმული ნაბიჯია ჩემს ცხოვრებაში. პირველი ლექტორი და პირველი გაოცება – სოფო შუბლაძე და მისი უსაზღვრო ენერგია იყო, მერე იყო უძლიერესი მაიკო ძირკველიშვილი, ანდრო მეტრეველი… დავრწმუნდი, რომ ეს სწორედ ის იყო, რაც მინდოდა და მჭირდებოდა.

ვფიქრობ, სხვაგან ვერსად მივიღებდი იმ ცოდნას, რასაც პიარსკოლაში ვიღებ ამ მოკლე პერიოდის განმავლობაში. ისე ვერსად ვერ გავერკვეოდი საკუთარ ძალებსა და შესაძლებლობებში, როგორც პიარსკოლაში. საკუთარი თავის რწმენას ისე ვერსად განვიმტკიცებდი, როგორც აქ.

სწავლის დასრულებამდე სულ სამი კვირა დამრჩა. ვიცი, მომენატრება ეს სივრცე და გარემო, საინტერესო ადამიანები და პროფესიონალები. მიყვარს აქ გატარებული თითოეული წუთი და ვამაყობ, რომ „პიარსკოლელი“ მქვია.

წკაპუნებს მიღმა

ბოლო 5 წელია სასტუმრო სფეროში ვმუშაობ, მანამდე კულტურის სამინისტროში ვცადე ბედი და კარგი გამოცდილების მიღების მიუხედავად, ზემოთხსენებული ჰოსპითალითი სფერო უფრო ჩემი აღმოჩნდა –  რამოდენიმე დეპარტამენტი გამოვიცვალე და მხოლოდ ასე შევძელი უფრო სიღრმისეულად ამეთვისებინა მიმართულება, რომელიც ბევრისთვის მხოლოდ ღამის გასათევია. ყველა სამსახურში ვხედავდი PR-ში მოღვაწე გოგონებს, რომლებიც მუდმივად მაღალ ქუსლიანი ფეხსაცმელებით იწონებდნენ თავს – ისე თითქოს ქორწილში პატარძლის მიერ ნასროლი თაიგული უნდა დაეჭირათ, მე თვითონ ამ სფეროში გამოცდილება ჯერ არ მქონია, მაგრამ მაინტერესებდა.

პიარსკოლაში პირველ დღეს მეც თამამად ჩავიცვი საუკეთესო მაღალ ქუსლიანი ფეხსაცმელი და ვეცადე მოვრგებოდი როლს, რომელიც საკმაოდ საინტერესო და პერსპექტიული ჩანდა. სწავლის დაწყებისთანავე ეტაპობრივად ჩამოვქვეითდი სპორტულ ფეხსაცმელზე და მივხვდი, რომ ქუსლის სიმაღლეში ან კაბის სიგრძეში სულაც არაა საქმე, რადგან  თუ შენი მეხსიერება და გონება თევზისას გავს და 3 წამზე მეტხანს ინფორმაციას ვერ იმახსოვრებ მხოლოდ ესთეტიკური მხარე წარმატებას ვერ მოგიტანს. პიარ სფერო რეალურად ბევრ ცოდნას და შრომას მოითხოვს და მხოლოდ ვიზუალის იმედად ყოფნა არაფერს გვარგებს.

თბილისის პიარსკოლა არის ადგილი, სადაც მომღიმარი ლექტორები გვიზიარებენ წლების განმავლობაში დაგროვებულ შეუფასებელ ცოდნას და გამოცდილებას, რომელიც ჩვენთვის წარმატების მომტანი იქნება.

მე სწორი კარი გავაღე

დღეში ათობით კარს ვაღებთ. ზოგჯერ გაუაზრებლად,ზოგჯერ გამიზნულად,ზოგიერთი კარის გაღება ჰაერივით გჭირდება, ან უბრალოდ ვალდებული ხარ რომ გააღო… ზოგი კარი ბუტაფორიაა და უკან არაფერი გხვდება, მაგრამ არსებობს კარი, რომლის მიღმა უამრავი შესაძლებლობა და აღმოჩენაა. მე თქვენ სწორედ ამ უკანასკნელის შესახებ მოგიყვებით და გიამბობთ შთაბეჭდილებებზე, რომლებიც მისი პირველი გაღებისას გამიჩნდა.
2015 წელს დავამთავრე ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტი. სულ მომწონდა პიარის სფერო, მაგრამ ვერ გადამეწყვიტა სად მიმეღო შესაბამისი განათლება, თან ხელს ისიც მიშლიდა, რომ ვმუშაობდი და თითქოს ამისთვის დრო არასდროს მქონდა.
და აი ჩემს ცხოვრებაში გაჩნდა ჩემი შვილი – ნიკოლა, დეკრეტი და რატომაც არა… გადავწყვიტე ეს პერიოდი ნაყოფიერად გამომეყენებინა – მეგობრების რჩევით და „რევიუების“ წყალობით არჩევანი გაუ-თბილისის პიარსკოლაზე შევაჩერე და დავრეგისტრირდი. არ ველოდი, მაგრამ მალევე დამირეკეს და მითხრეს რომ 4 ადგილი იყო დარჩენილი, გასაუბრებაზე დამიბარეს. მივხვდი,რომ ყველას არ იღებდნენ და მეც მობილიზებული, თუმცა საკმაოდ დაძაბული მივედი გაუში გასაუბრებაზე.
და აი იმ კარსაც მივუახლოვდით, რომელიც სწორად შევაღე 🙂
ფოიე, ბევრი კიბე, შემდეგ მისაღები, თავაზიანი სახეები – „დაელოდეთ, ბატონი სოსო გაგესაუბრებათ“ და ცოტა ხნით ლოდინი. დამიძახეს, კარი გავაღე და აი ბატონი სოსოც, პიარსკოლისა და ჯეპრას დამფუძნებელი – მომღიმარი ადამიანი, რომელიც ისე პოზიტიურად, მაგრამ ცოტა მკაცრად (ეს ორი ერთად როგორ მოახერხა დღემდე ვერ ვხვდები) მესაუბრა, რომ ადგილზევე დავრწმუნდი – „ მე სწორი კარი შევაღე“. შემდეგ იყო ფიცი, რომელიც ეხებოდა სწავლასა და ლექციების არგაცდენას. ასე მივიღე ის, რაზეც ყოველთვის ვოცნებობდი – მე გავხდი პიარსკოლელი.
აქედან იწყება ის შესაძლებლობები და აღმოჩენები, რომლებიც კვირაში სამჯერ პიარსკოლის სასწავლო აუდიტორიის კარის გაღებას მოყვება ხოლმე.
ყოველი ახალი ლექცია საკუთარი თავის ხელახლა აღმოჩენაა, ყველა ლექტორი და ჯგუფელი კი ახალი მეგობარი, რომლებიც ისე სწრაფად შემიყვარდნენ, თითქოს მანამდეც ვიცნობდი. საინტერესო საგნები და ლექციები მეხმარება სხვა თვალით შევხედო გარემოს და მიღებული ცოდნა პრაქტიკაშიც გამოვიყენო.
ეფექტური კომუნიკაციების ლექციის შემდეგ შევამჩნიე, რომ სოფო შუბლაძის სიტყვებმა გაჭრა, რაიმე საკითხზე აზრის გამოთქმისას საკუთარი სუბიექტური რეალობიდან აღარ გამოვდივარ და სხვა ადამიანების ადგილას თავის წარმოდგენა ჩვევაში გადამივიდა. ვისწავლე სწორი კომუნიკაცია და Body Language-ით დავინტერესდი.
ბრენდინგისა და მარკეტინგის ლექციების მერე ქუჩაში ან რომელიმე დაწესებულებაში ყოფნისას ისეთ მარკეტინგულ დეტალებზე დავიწყე კონცენტრაცია, რომ ერთხელ მაღაზიის კონსულტანტს რომელიღაც კომპანიის წარმომადგენელი ვეგონე. :))
საინტერესო თავგადასავალია ჯგუფური პროექტი – „გურჯაანის ღვინის ფესტივალი“, რომელიც ჩვენი პირველი რეალური პროექტია. პროექტზე მუშაობა ახალი დაწყებული გვაქვს, თუმცა ჩვენი 5 კაციანი ჯგუფი უკვე ვიყავით გურჯაანშიც. პროექტის ფარგლებში ერთ-ერთი ჩვენი ჯგუფელის საოჯახო მეღვინეობასაც გავეცანით და მარკეტინგული კუთხით მისი ბიზნესის განვითარებაშიც ვიღებთ მონაწილეობას.
აი ასეთი კარი აქვს პიარსკოლას, კარი, რომელიც იმაზე მეტ ცოდნასა და გამოცდილებას მაძლევს, ვიდრე უნივერსიტეტის 4 წელი.
რაც მთავარია, ვიცი, რომ ეს კარი ბოლომდე არასდროს დაიკეტება და მთელი კარიერის განმავლობაში შევძლებ მასში შეიჭყიტვასა და მისგან რჩევის მიღებას.

სწავლა ხაზს ქვემოთ

პირველად იყო ფიცი

და მერე ყველაფერი ხაზს ქვემოთ

——————————————————————–

ვინ ?

ვინც არ უნდა იყო, თუ გინდა ნებისმიერ სფეროში გახდე წარმატებული დასვი კითხვები რომლებზეც არ გაქვს პასუხები!

ღია …..

დახურული…..

შთამაგონებელი ….   

როგორიც გნებავთ, ასე გაცილებით მარტივია გაიგო რა გინდა და რას მიიღებ!

და მერე ….? მერე მიდი პიარსკოლაში 

რატომ ?

იმიტომ რომ  ვისწავლე ყველა საგანზე უფრო მნიშვნელოვანი რამ, საკუთარი შესაძლებლობების რწმენა.  მივხვდი, რომ თუ რამეს სხვები ვერ ხედავენ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ  მე ვხედავ არასწორად. დაინახო  არაფრისგან შესაძლებლობა და შექმნა მისგან ღირებული !

ჩემთვის პიარსკოლა  გამოცდილებისა და სწავლის გარდა იყო მეგობრობის, ურთიერთობის, აღმოჩენების 3 თვე.  ლექციიდან გამოსულს ხანდახან  მომდომებია ქუჩაში სრულიად უცხო ადამიანისთვის გამეზიარებინა შთაბეჭდილებები… 

რატომ პიარსკოლა? იმიტომ რომ ეს შენი წარმატების შესაძლებლობაა!

და მერე?

მერე იყო ლექტორები. მათგან გაცილებით მეტი ვისწავლე ვიდრე უნივერსიტეტში სწავლობენ! ყოველი მათგანი მზადაა მოგვცეს ის ცოდნა, რაც წარმატებული კარიერის დასაწყებად  გვჭირდება. ყოველ მათგანს მინდა ძალიან  დიდი მადლობა გადავუხადო ეფექტური და საინტერესო ლექციებისა და მეგობრული ურთიერთობისთვის.

და მერე?

მერე იყო გამოცდილება, პირველი პრეზენტაცია, ღელვა გუნდური მუშაობა…

და მერე იყო მეგობრობა

 

როგორ ?

ყველაფერი ეს არ იყო ადვილი. მეგობრებისა და კოლეგების რეკომენდაციით მივედი პიარსკოლაში.                    როდესაც გასაუბრებაზე, აუდიტორიაში დაბნეული შევედი და პირველად მკითხეს რას ველოდი პიარსკოლაში ვერაფერი ვთქვი, მახსოვს რაღაც სულელურად ვიხუმრე კიდეც …

3 თვე თითქოს მარტივი დავალებები, ლექციები, პრაქტიკული სამუშაოები აზრთა სხვადასხვაობა და კურსის ბოლოს ხვდები, რომ გაიზარდე და ბევრი რამ ისწავლე.

როდესაც დაჯილდოების დღეს  სცენაზე დგახარ და განვლილ ეტაპს აფასებ საოცრად კმაყოფილი ხარ…

ერთ-ერთი ლექციის დასაწყისში, გასაუბრებაზე მოსული ბავშვების საუბარს მოვკარი ყური და შემშურდა კიდეც მათი ვინც ახლა უნდა გაიაროს კურსი და იპოვოს ის ახალი შესაძლებლობა თავის თავში, რასაც ყველა ჩვენგანი ინდივიდუალურად პოულობს!

და მერე კიდევ რამე ?  რა თქმა უნდა მერე ტორტის გაჭრა !

არასოდეს დამავიწყდება ყველაზე გემრიელი ტორტის გემო და სიამაყის განცდა, როდესაც პიარსკოლის საზეიმო ფიცი ყველამ ერთად ვთქვით!

„ჩვენ პიარსკოლის კურსდამთავრებულები  ვიქნებით წარმატებულები! აქტიურად გამოვიყენებთ პიარსკოლაში მირებულ ცოდნასა და გამოცდილებას ჩვენს საქმიანობაში !“

და ახლა

ახლა ვმუშაობ წამყვან საინფორმაციო რადიოში „მაესტრო“  მარკეტინგის განყოფილებაში და ყოველ დღე , ყოველ შეხვედრაზე, ყოველ კონტრაქტზე ვხვდები, რომ მიღებული ცოდნა    მეხმარება ვიყო კიდევ უფრო წარმატებული.

ამაყი ვარ რომ ვარ პიარსკოლელი!

პიარსკოლის გარემო

ჩვეულებრივ, მძიმე და დამღლელი სამუშაო დღის მიწურულს თბილი, მშვიდი და კომფორტული გარემო მჭირდება. როგორც წესი, ჭიქა ყავა მეგობრებთან ერთად, გემრიელი ვახშამი ოჯახთან ან უბრალოდ მარტო ყოფნა. ბოლო 3 თვეა, რაც ჩამონათვალს დაემატა პიარსკოლის ლექციები. პირველ დღეებშივე მივხვდი, რომ გარემო თბილიც იყო, მშვიდიც და კომფოტულიც, ამასთანავე უსაზღვროდ საინტერესო.

კვირაში სამჯერ, სამ საათიანი ლექციები საუკეთესო განტვირთვის საშუალებად იქცა ჩემთვის. გული მწყდება, რომ დასრულდა საოცარი ლექციები და რომ კვირაში 3 დღე ვეღარ მოვუსმენ იმ ლექტორებს, რომლებმაც ძალიან მოკლე დროში შეძლეს ჩემზე ისეთი შთაბეჭდილების მოხდენა, რომ მკაფიოდ მახსოვს თითოეულის ხმის ტემბრი, საუბრის მანერა, ენთუზიაზმი, ეიფორია და ზრუნვა.

მოლოდინი და რეალობა

ახლაც მახსოვს ის ემოცია, როდესაც პიარსკოლაში სწავლის შანსი გამიჩნდა. მხოლოდ ერთი ადგილი იყო დარჩენილი და ჩემდა საბედნიეროდ ის ერთი ადამიანი მე აღმოვჩნდი. მაშინ დაიწყო ახალი მიზნების დასახვა, დაიწყო იმ ემოციებით ყოფნა, რომ უსაზღვრო შესაძლებლობები გამიჩნდა.

თავიდან ვფიქრობდი, რომ უბრალოდ შევისწავლიდი ამა თუ იმ საგნებს და გამიჩნდებოდა შესაძლებლობა ვყოფილიყავი პიარსპეციალისტი, თუმცა დროთა განმავლობაში პიარსკოლის მეგობრული და კვალიფიციური ლექტორებისგან ვიგებდით მოსალოდნელზე მეტს. პიარსკოლაში სხვა თვალით დავინახე ყველაფერი – აქ მივხვდი რომ ჩემი შესაძლებლობები იმაზე მეტია, ვიდრე მეგონა. ამ ყველაფერთან ერთად წილად მხვდა მეგობრული კურსელები და პოზიტიური გარემო.

იმდენად მინდოდა პიარსკოლელობა, ვერ ვიჯერებ, რომ მე ეს გამომივიდა. ახლა უფრო მეტად დავფიქრდი იმაზე, რომ უნდა დავაფასოთ რა შანსიც გვეძლევა და გამოვიყენოთ, მთავარი ჩვენი მიზანდასახულობა, ძალისხმევა და შემართებაა.

პიარსკოლა მოლოდინს აჭარბებს და ეს რეალობაა.

რატომ პიარსკოლა?

პიარსკოლა – ჩემი ცხოვრების დიდი და ძალიან მაგარი მოვლენაა.

ალბათ 10 წელი იქნება, ან უფრო მეტი, რაც თვალყურს ვადევნებ პიარსკოლის სოციალურ გვერდს და ყოველთვის ჩემთვის გონებაში წარმოვიდგენდი: მე რომ ამ მოვლენის მონაწილე ვიყო. და….

რეალობამ მოლოდინს გადააჭარბა, რადგან აქ დამხვდა პროფესიონალი ლექტორების გუნდი, თავის საქმეზე უზომოდ შეყვარებული ადამიანები, რომლებიც დროს და ენერგიას არ იშურებენ შენი განვითარებისთვის.

თითოეული ლექცია ჩემთვის და ჩემი ჯგუფელებისთვის იყო დღესასწაული, მათი დასრულების შემდეგ მიჩნდებოდა განცდა, ინტერესი, ნეტა შემდეგი რა იქნება?! და… ასე ნაბიჯ-ნაბიჯ გავიზარდეთ. ისე შევეჩვიეთ ერთმანეთს ჩვენ და პიარსკოლა, ისეთი ტკბილი გახდა, მეცადინეობაში თეთრად გათენებული ყოველი ღამე, რომ ამას ვერასდროს წარმოვიდგენდი.

რა შემძინა პიარსკოლამ?! საუკეთესო დღეები, მეგობრები, ახალი ურთიერთობები და ყველაფერი ის, რისი მიღებაც მსურდა.

რას გავაკეთებდი მომავალში ?! პიარსკოლაში ვისწავლიდი. უკვე პიარსკოლის კურსდამთავრებული რომ არ ვიყო…

რატომ ?! მოდი და ამ კითხვაზე თავად ეძიე პასუხი .