ეფექტური კომუნიკაციები

ეფექტური კომუნიკაციის ლექციებიდან სტუდენტი მიიღებს საქმიანი კომუნიკაციის შესახებ თეორიულ ცოდნას და გაივარჯიშებს პრაქტიკულ უნარებს, ისწავლის ისეთ კომუნიკაციურ ტექნიკებს, როგორიცაა:

  • ინფორმაციის სწორად გადაცემა
  • აქტიური მოსმენა
  • რთული სიტუაციების მართვა, პრეზენტაცია
  • კლიენტებთან ეფექტური კომუნიკაციის დამყარება და იდეების მომგებიანად წარდგენა

მარკეტინგი

მარკეტინგი პიარსკოლის ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციის კურსის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საგანია. მინი კურსს, პიარსკოლაში 4 სალექციო დღე, ჯამში 12 საათი ეთმობა, რომლის დროსაც სტუდენტები შეისწავლიან მარკეტინგის ზოგად საფუძვლებს, კერძოდ:

  • რა არის მარკეტინგი და ვინ არის მარკეტოლოგი
  • რას გულისხმობს მარკეტინგული კვლევა
  • როგორ ხდება მომხმარებლის სეგმენტაცია
  • რა არის და რაში გვჭირდება ტარგეთინგის მატრიცა
  • რა მარკეტინგული არხები არსებობს
  • როგორია პრომოციის სტრატეგიები, საშუალებები და მეთოდები

მარკეტინგული კვლევა

მარკეტინგული კვლევა პიარსკოლის ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების კურსის ერთ-ერთი საგანია. მინი კურსს, პიარსკოლაში 2 სალექციო დღე, ჯამში 6 საათი ეთმობა, რომლის დროსაც სტუდენტების შეისწავლიან:

  • რა არის მარკეტინგული კვლევები, კვლევის მეთოდები
  • როგორ ხდება რაოდენობრივი და ხარისხობრივი მეთოდების შედარება
  • რაოდენობრივი კვლევების მეთოდებს
  • მედიაკვლევებს
  • ხარისხობრივი კვლევის მეთოდებს
  • კვლევის ექსპერიმენტული მეთოდებს
  • კვლევის კონკრეტული მეთოდების არჩევის კრიტერიუმებს
  • კვლევით კომპანიასთან ურთიერთობას
  • კვლევის დროს დაშვებულ შეცდომებს

ბრენდინგი

პიარსკოლის ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების კურსის ფარგლებში 4 ლექცია ბრენინდგის მინი კურსს ეთმობა, რომლის დროსაც სტუდენტები შეისწავლიან:

  • რა არის ბრენდინგი
  • რა არის ბრენდის ძირითადი მახასიათებლები
  • ბრენდის ატრიბუტებსა და არქიტექტურას
  • ბრნედის კონსტანტებსა და ნეიმინგს
  • ბრენდის შექმნის მოდელებს
  • ბრენდის შექმნასა და თანდევის გეგმას

პიარი

პიარსკოლის ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების კურსის ფარგლებში 8 ლექცია პიარის კურსს ეთმობა, რომლის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან:

  • კავშირსა და განსხვავევებს: მარკეტინგს, რეკლამას, პიარსა და პროპაგანდას შორის
  • პიარ-სამსახურის ფუნქციებსა და მის შიდა სტრუქტურას
  • პიარის განვითარების ისტორიასა და ეტაპებს
  • პიარ კამპანიის დაგეგმვას
  • კვლევის მნიშვნელობას პიარში
  • რეპუტაციულ მენეჯმენტსა და მედიასთან ურთიერთობას
  • კრიზის მართვას
  • შიდა პიარსა და ინტერნეტ კომუნიკაციებს
  • ბრიფის მომზადებას

სოციალური მედია

პიარსკოლის ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების კურსის ფარგლებში სოციალურ მედიას 2 ლექცია ეთმობა, რომლის განმავლობაშიც სტუდენტები გაეცნობიან:

  • რა არის სოციალური მედია, რაში იყენებენ მას საქართველოში და ქვეყნის ფარგლებს გარეთ
  • რითი განსხვავდება სოციალური მედია ტრადიციული მედია საშუალებებისგან
  • რა არის სოციალური მედიის დადებითი და უარყოფითი მხარეები
  • სოციალური მედია ქსელები, მათი მნიშვნელობა და გამოყენების წესები
  • როგორია პიარი სოციალურ მედიაში
  • როგორ ხდება სოციალური პლატფორმის შექმნა, კონცეფციის შემუშავება
  • რა არის სოციალური მედიის სტრატეგიის მნიშვნელობა

ამბის თხრობის ხერხები

ქვეკურსი “ამბის თხრობის ხერხები” ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების კურსს 2020 წლიდან დაემატა. ქვეკურსს 2 სალექციო დღე ეთმობა და მის ფარგლებში სტუდენტები გაეცნობიან:

  • ამბის თხრობის განსხავავებულს ხერხებს
  • როგორ მოახდინოთ გავლენა სხვადასხვა ამბებით
  • შეიძლება თუ არა ყველაფერი იყოს ამბავი?
  • თანამედროვე გამოწვევები და სირთულეები storyteller-ბისთვის

ივენთ მენეჯმენტი

პიარსკოლის ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების კურსის ფარგლებში ივენთ მენეჯმენტს 2 ლექცია ეთმობა, რომლის დროსაც სტუდენტების შეისწავლიან:

  • რა არის ივენთი
  • ივენთის წარმატების განმსაზღვრელ ფაქტორებს
  • ივენთის დაგეგმვას
  • ღონისძიების ბიუჯეტის შედგენას
  • ივენთის მოსამზადებელ სამუშაოებს
  • ღონისძიებების ეფექტურობის განსაზღვრას
  • საინფორმაციო მხარდაჭერას

მედია მენეჯმენტი

პიარსკოლის ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების კურსის ფარგლებში მედია მენეჯმენტს 2 ლექცია ეთმობა, რომლის დროსაც სტუდენტების შეისწავლიან:

  • მედიის მუშაობის პრინციპებს
  • ინფორმაციის აგებისა და თანმიმდევრობით დალაგების პრინციპს
  • მედიის დანიშნულებას
  • მედიასთან ურთიერთობის ცოცხალ მაგალითებს
  • სიუჟეტის აწყობის სქემას

რეკლამა და მედია განთავსება

რეკლამისა და მედია განთავსების ლექციას პიარსკოლის ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების კურსის ფარგლებში 2 ლექცია ეთმობა, რომლის დროსაც სტუდენტები შეისწავლიან:

  • რა არის მედია დაგეგმარება
  • როგორ ხდება მედიაფლენერთან კომუნიკაცია
  • შეისწავლიან ტერმინოლოგიებს
  • განიხილავენ რეალურ ქეისებს