პიარის და მარკეტინგის კურსის შეფასება

რატომ პიარსკოლა? ჩემი აზრით პასუხი მარტივია… დღეს, როდესაც ტექნოლოგიები უსწრაფესად ვითარდება, ყოველდღურად გვჭირდება გვქონდეს კომპეტენცია, როგორც მარკეტინგის მიმართულებით, ისე სოციალურ მედიასა და საზოგადოებასთან ურთიერთობაში. არ აქვს მნიშვნელობა საკუთარი ბიზნესი გაქვს, დასაქმებული ხარ კომპანიაში თუ ვიწრო მიმართულებით სპეციალიზდები.

პირადად მე ვთვლი, რომ ცოდნის გასაღრმავებლად, ნიშური ტრენინგები და კურსები იდეალური საშუალებაა, დაზოგო დრო და სწრაფად მიიღო მოკლე, დამუშავებული ინფორმაცია, რომელსაც მომდევნო დღესვე გამოიყენებ პრაქტიკაში. ზუსტად ამ მიზეზების გამო გავაკეთე არჩევანი პიარსკოლაზე.

ცალსახად პიარსკოლა არა მხოლოდ რაიმე ახლის შეძენაზეა, ჩემთვის საუბარია არაჩვეულებრივ ადამიანებზე, რომლებთან ერთადაც ვსწავლობდი. ასევე ლექტორებზე, რომლებიც პირდაპირ აზიარებენ იმ ცოდნასა და გამოცდილებას, რომელიც დიდი ხნის მანძილზე დააგროვეს.

საბოლოოდ კი მიმაჩნია, რომ დღევანდელ დღეს, ნებისმიერ მიზანზე ორიენტირებულ ადამიანს,  საკუთარი განვითარება მუდმივად უნდა უნდოდეს, ყოველდღიურად უნდა ცდილობდეს შექმნას უკეთსი „მე“ რომელიც დაეხმარება მიაღწიოს დასახულს.

სწორედ ამიტომ, ყველას ვურჩევ გაიზიაროს ის გამოცდილება რომელიც ლექტორებმა ბევრი წლის განამვლობაში დააგროვეს, მიიღონ მათგან მაქსიმუმი მინიმალურ დროში და უკეთესი „მე-ს“ შენებაში, უმარტივესად გაიღრმავონ ცოდნა, რადგან ეს ის სფეროა, რომელიც ნებისმიერი სახის მოლაპარაკებასა თუ ბიზნესის მართვაში, დიდ როლს ითამაშებს.

მარკეტინგული კვლევის მნიშვნელობა ბიზნესში და რატომ უნდა იცოდეთ მეტი მის შესახებ!

ბიზნესის წარმატებულად მართვა და ზრდა დამოკიდებულია იმაზე, თ`უ რამდენად კარგად იცნობთ მომხმარებლებს. მას შემდეგ, რაც ნათელი სურათი გაქვთ, თუ რა მიზნები, საჭიროებები და ღირებულებები აქვთ მომხმარებლებს, მით უფრო შეგიძლიათ ბიძგი მისცეთ მათ, იყიდონ თქვენი პროდუქტი თუ სერვისი.

მარკეტინგული კვლევა ერთ-ერთი საუკეთესო მეთოდია მომხმარებელთა შესასწავლად. ის გაძლევთ იმ მონაცემებს, რომლებსაც შეუძლიათ თქვენი მარკეტინგული სტრატეგიის სწორი ფორმირება, რაც მარკეტინგსა და გაყიდვებს მეტად ეფექტურს ხდის.

გარდა ამისა მარკეტინგული კვლევა გეხმარებათ:

  • კომუნიკაციის გაუმჯობესებაში
  • შესაძლებლობების განსაზღვაში
  • რისკების შემცირებაში

მარკეტინგული კვლევა მნნიშვნელოვანია იმის შესაფასებლად, თუ რა მუშაობს და რა არ მუშაობს თქვენს ბიზნესმოდელში. ის მოიცავს კვლევებს სამიზნე ბაზრებისა და იმ სისტემების შესახებ, რომლებიც გავლენას ახდენენ თქვენს მარკეტინგულ გადაწყვეტილებებზე.

მარკეტინგული კვლევა ყველა იმ ასპექტს აკვირდება, რომელსაც 4P მოიცავს: პროდუქტს, ფასს, ადგილსა და პრომომუშენს. ეს კი მოიცავს:

  • საზოგადოებასთან ურთიერთობას
  • დისტრიბუციის მეთოდებს
  • ახალი პროდუქტების/სერვისების განვითარებას
  • პრომოციასა და რეკლამას
  • ფასთა დაწესებას
  • ბაზრის მდგომარეობას
  • ბრენდინგს

მარკეტინგული კვლევა გვეხმარება გავიგოთ არა მხოლოდ მომხმარებელთა სურვილები, არამედ რამდენად წარმატებით უკავშირდება და ამყარებს ბიზნესი მათთან კომუნიკაციას. ის გვეხმარება გამოვავლინოთ პრობლემები და შესაძლებლობები, დავხვეწოთ სისტემები და შევაფასოთ არსებული მარკეტინგული სტრატეგია.

როგორ უნდა აწარმოოთ კვლევა თქვენი ბიზნესისთვის:

მარკეტინგული კვლევა მონაცემთა შეგროვებისა და ანალიზისთვის შემდეგ საფეხურებს გადის:
  • პრობლემის განსაზღვრა. განსაზღვრეთ თუ რაზე უნდა ფოკუსირდეს კვლევა. იმის ცოდნა, თუ რა კითხვებზე ცდილობთ პასუხის გაცემას, დაგეხმარებათ კვლევის სტრუქტურის ეფექტურ ჩამოყალიბებაში.
  • განსაზღვრეთ ბიუჯეტი და ვადები. რამდენის დახარჯვა შეგიძლია კვლევის პროცესზე? რა ვადებში გჭირდება რომ მზად გქონდეს მონაცემები? როგორც ყველა სტრატეგია, რომელსაც ბიზნესის განვითარებისთვის იყენებთ, კვლევაც თქვენს ხელთარსებული და მისაწვდომი რესურსების ფარგლებში უნდა ჩატარდეს. თუმცა, შესაძლებელია ის კითხვები, რომელზეც პასუხის გაცემასაც ცდილობთ, იმდენად მნიშვნელოვანი იყოს თქვენთვის, რომ ბიუჯეტის გამოყოფას ყოვლისმომცველი შედეგების მისაღებად ნამდვილად იმსახურებდეს.
  • განსაზღვრე მეთოდები და საჭიროებები. განსაზღვრე თუ რა მონაცემები უნდა შეაგროვო და როგორ შეძლებ ამას. მაგალითად, არსებობს მათ შესაგროვებლად რამდენიმე ვარიანტი: დაკვირვება, გამოკითხვები, სატელეფონო ზარები, ფოკუს ჯგუფები.
  • განსაზღვრეთ შერჩევის მეთოდი. როგორ უნდა აარჩიოთ კვლევაში მონაწილე პირები? შესაძლოა შემთხვევითი შერჩევის მეთოდით მოსახლეობისგან ამოარჩიოთ ის ჯგუფი, რომელსაც საერთო ცხოვრების სტილი აქვს და მათზე დაფუძნებით შეძლებთ მონაცემთა განზოგადებას. ან შესაძლებელია თავად თქვენი მომხმარებლებისგან მიიღოთ გარკვეულ კითხვებზე პასუხები. მოკლედ, შექმენით გეგმა კვლევაში მონაწილე პირების იდენტიფიცირებისა და მათთან კონტაქტისთვის.
  • დაგეგმეთ მონაცემთა ანალიზის პროცესი. გადაწყვიტეთ, როგორ უნდა გაანალიზოთ მიღებული მონაცემები. გაანალიზე: რაოდენობრივი მონამცემები გჭირდება სტატისტიკური ანალიზისთვის თუ თვისებრივი მონაცემები უფრო დიდი სურათის დასანახად? გამოიყენებ რაიმე პროგრამულ უზრუნველყოფას თუ მონაცემთა ანალიზს ხელით გააკეთებთ? გამოყავით დრო იმისთვის, რომ შეისწავლოთ სხვადასხვა მეთოდები ანალიზისთვის, რათა იპოვოთ ის ერთი, რომელიც ყველა თქვენს კითხვაზე გაპოვნინებთ პასუხს.
  • მონაცემთა შეგროვება. მას შემდეგ, რაც გეცოდინებათ რა კითხვებზე ეძებთ პასუხს, განსაზღვრავთ კვლევის მეთოდს პასუხების მოსაძიებლად განსაზღვრული ბიუჯეტისა და ვადების ფარგლებში, დრო დგება რომ შეაგროვოთ მონაცემები. ბევრი ბიზნესი სხვადასხვა კვლევის კომპანიებთან ან კონსულტანტებთან თანამშრომლობენ კვლევის წასამართად.
  • მონაცემთა ანალიზი. არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად მარტივია მიღებული მონაცემები, თქვენ აუცილებლად დაგჭირდებათ კონკრეტული მეთოდები ანალიზისთვის, რათა დარწმუნდეთ, რომ კარგად გესმით, თუ რას გეუბნებათ ეს მონაცემები. ანალიზის მეთოდები, რომლებსაც გამოიყენებთ, დამოკიდებული იქნება შეგროვებული მონაცემების ტიპზე. ეს ასევე უნდა მოხდეს შეცდომების ანალიზისას, რომლებიც შესაძლოა მოხდეს შერჩევის, მონაცემთა შეგროვებისა და ანალიზის საფეხურებზე.
  • შექმენი რეპორტი. კვლევის საბოლოო პროცესი რეპორტის შექმნაა იმ მიგნებებზე, რომლებიც კვლევის შედეგად გამოვლინდა. რეპორტში ასახული უნდა იყოს კვლევის მთლიანი პროცესი – პრობლემის იდენტიფიცირების საფეხურიდან მონაცემთა ანალიზის შედეგებამდე.

პიარსკოლის ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების კურსის ფარგლებში მარკეტინგულ კვლევას 2 სალექციო დღე ეთმობა, რომლის ფარგლებშიც შეისწავლით:

  • რა არის მარკეტინგული კვლევები, კვლევის მეთოდები
  • როგორ ხდება რაოდენობრივი და თვისებრივი მეთოდების შედარება
  • რაოდენობრივი კვლევების მეთოდებს
  • მედიაკვლევებს
  • ხარისხობრივი კვლევის მეთოდებს
  • კვლევის ექსპერიმენტული მეთოდებს
  • კვლევის კონკრეტული მეთოდების არჩევის კრიტერიუმებს
  • კვლევით კომპანიასთან ურთიერთობას
  • კვლევის დროს დაშვებულ შეცდომებს

გააკეთე არჩევანი

მახსოვს, მოვდიოდი იერუსალიმის ერთ-ერთ ყველაზე განიერ ბენ-იეჰუდას საფეხმავლო ქუჩაზე.. ზოგადად იერუსალიმი ხომ სიმშვიდის მომასწავებელი ქაოსია და არ არსებობს ადამიანი, რომელსაც იქ ჯერ თავი არ დაუკარგავს და იქვე არ უპოვნია..

თითოეულ ადამიანში ბადებს ისეთ შეგრძნებებს თითქოს, ქალაქის გულის მთავარი წევრი გახდი და ყველაფერი ქაოტურად, მაგრამ შენს გარშემო მაინც ახერხებს დალაგებას.

მოვდივარ და ვაკვირდები პატარა ქუჩებს, რომლებსაც სხვადასხვა გალაქტიკებში გაყავხარ, ამ თითოეულ ქუჩაზე, ხომ სულ სხვადასხვა სახის,  რელიგიის, ფერის იერუსალიმი გხვდება.

გავაკეთე არჩევანი და ერთ-ერთ, ქვით მოპირკეთებული სახლებით რომ იყო სავსე, მაგ გზას გავუყევი. გავდივარ და მეფიქრება, რომ სასწაულია თუნდაც ერთი ჩვეულებრივი დღე..

ვერ ჩამოწერთ დღეში სულ მცირე რამდენი არჩევანის გაკეთება გვიწევს, თითოეულზე რამდენ წამს, წუთს, ან საათს ვფიქრობთ, ზოგჯერ დღეებსაც, თვეებსაც და თითქოს ეს გადაწყვეტილების მოლოდინი ჩვევად გვექცა და ვერსად ვერ დავემალებით. ბევრს ვფიქრობთ რამის გაყიდვაზე, ან ყიდვაზე, და ნაკლებს იმაზე, თუ რაზე იფიქრა და – „შენ“, როგორც მომხმარებელი სად და რომელ სეგმენტში მოგიხსენია მწარმოებელმა.

რა გვაიძულებს და რა გვადგმევინებს იმ ნაბიჯებს, რასაც ადამიანების ენაზე – არჩევანის თავისუფლებას ვეძახით?

რა ემოციები ახლავს ამდენ ინფორმაციას და ამდენ თავისუფებას თან?

ჩვენთვის რამდენად საჭირო ინფორმაციები აღწევენ ჩვენამდე?

ამ თავისუფლებიდან რამდენის სწავლა შეგვიძლია?

ნინა ალიმბარაშვილის ბლოგპოსტი

ისევ მოვდივარ, გზად პატარა სკამზე წამოსკუპებული ულამაზესი ქუდით მჯდარი მოხუცი კაცი შემომხვდა.

იერუსალიმში ჩემთვის, ყველაზე საყვარელ მომენტებს ზუსტად ადგილობრივი ხალხი ქმნის, როგორც საქართველოში, უშუალო და გახსნილი, უფრო მეტად მომღიმარი და კონტაქტური ერია. გამომხედა თუ არა მივხვდი, რომ დიალოგს ვერსად გავექცეოდი.

გამომკითხა ყველაფერი, დაინტერესდა საიდან გავჩნდი მანდ, უცებ თითქოს ჩემი ფიქრები წაიკითხა და ჩემივე კითხვებზე ერთი, მაგრამ ძალიან საინტერესო პასუხი გამცა :

– გატაცებული ვარ კაბალით..( კაბბალა – მოძღვრებაა ებრაულად) – დაიწყო მან, – ახლა ისეთ თავზე ვარ, სხვადსხვა მოსაზრებებს ვეცნობი, შენ ხომ ხარ სოციალურ ქსელში, ინტერნეტშიც გარკვეული იქნები, ეს თქვენ ახალგაზრდები კი არა, მოხუცებიც კი საქმის კურსში ვართო, იცინის..

– ერთი ისიც გეცოდინება, ნოეს კიდობანის ამბავი, როცა ღმერთი დაპირდა ხალხს რომ წარღვნა, აღარ იქნებოდა.. აი წვიმის სახით წარღვნა არა, მაგრამ ინფორმაციის წარღვნა კი ნამდვილად მოგვავლინა და გვარგო წილად, ინფორმაცია ხომ ადამიანებს აერთიანებს და ვერც კი შემიძლია ჩემი სუსტი გონებით წარმოვიდგინო, რად გადაიქცევა ეს. ხელმისაწვდომი ინფორმაცია ნებისმიერ თემაზე, ნებისმიერ ენაზე, დედამიწის ნებისმიერ ადგილას, ამაზე ვერც კი ვიფიქრებდი… ეს ახლა არანაირად ჯადოსნურად არ ჟღერს ხომ, მაგრამ რეალურად ეს არის ერთ-ერთი საოცრება, რაც ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ჩვეულებრივ მოვლენა გავხადეთ და თვალებს ვხუჭავთ მისი არსებობის ჯადოსნურობაზე…

მოვუსმინე მას ბოლომდე და გავიფიქრე, რომ, ძალიანაც რომ ვეცადო ვერ შევძლებ ავუხსნა, რატომ მოხვდა ის ამ ინფორმაციის წარღვნაში და როგორ მუშაობს ეს კონკრეტული „წარღვნა“, თუმცა, ალბათ ამაზე პასუხიც ეცოდინებოდა.

თუ იცით რამდენ სეგმენტს აერთიანებს იერუსალიმი?

მას შემდეგ, ერთი წელი გავიდა და დღემდე მეფიქრება მაგ უცნაურ დიალოგზე, ზოგადად უცნაური დიალოგები, რომლებსაც საინტერესო გამოცდილება და ახალი იდეები შემოაქვთ ჩვენს ცხოვრებაში, მისასალმებელია და უდავოდ საჭიროა, ახალი ინსპირაციის წყაროების აღმოჩენა, ახალი კონტაქტების გაჩენა, აი ამიტომ როგორც იქ, ასევე ამ დროში, სექტემბერში არჩევანი გავაკეთე და ასეთი ინსპირირების ადგილი თბილისშიც აღმოვაჩინე;

დღემდე მეფიქრებოდა იმაზეც, რომ არსებობდა ჩემს გონებაში ქალაქი, თბილისივით, რომელიც ახერხებს და სამ კონკრეტულ სეგმეტს თავისთავში აერთიანებს, მაგრამ პიარსკოლამ პასუხი მაპოვნინა… ზუსტად ამ სამის გაერთიანების გამო, ის ბოლომდე არავის ეკუთვნის და დღემდე სადავოდ რჩება, ვინაიდან ყველასთვის შექმნილი „ბრენდი“ ვერ გახდები.

ყველაზე საინტერესო ჩემთვის, მაინც ამ მთელი კურსის, სამი დატვირთული თვის შემადგენელი საგნების ლექტორები იყვნენ, რომლებსაც სხვადასხვა  გზებზე დავყავდით, მაგრამ მიზანი ერთი და ჭეშმარიტი იყო. სექტემბერში დადებული ფიცი შესრულებულია, ჩვენ კი ნაცნობ ადგილებს უკვე სხვა კუთხით აღვიქვამთ.

ვფიქრობ, გამოწვევების მოყვარული ადამიანისათვის, ვისაც სურს გაეცნოს პიარის სამყაროს, იდეალური ადგილია, სადაც შეიძლება შეიძინო , როგორც ცოდნა, ასევე გაიცნო საინტერესო ხალხი.

ყველაფერი აქედან იწყება

სკოლის დამამთავრებელ კლასებში ალბათ ძალიან ხშირია კითხვა – რა ფაკულტეტზე აბარებ? თუმცა 15-17 წლის ადამიანისთვის მაინც რთულია ამაზე ზუსტი და ჩამოყალიბებული პასუხი გასცე, მაგრამ ჩემი პასუხი ამ კითხვაზე ყოველთვის იყო – პიარზე! ჩემს ოჯახშიც ყველა განიხილავდა ამ საკითხს: ერთმანეთს ეკითხებოდნენ, რაზე და რომელ უნივერსიტეტში აბარებსო, არავინ აღიქვამდა სერიოზულად ჩემს პასუხს და მაინც სხვადასხვა პროფესიის ვარიანტებს მთავაზობდნენ, მაგრამ ჩემი პოზიცია მაინც არ იცვლებოდა.

არ ვიცი ჩემი ოჯახის მხრიდან ამ არასერიოზული დამოკიდებულების გამო თუ ჩემი გამბედაობის გამო, რატომღაც პიარზე მაინც არ ჩავაბარე და სხვა პროფესია ავირჩიე. უნივერსიტეტში სწავლების ოთხივე კურსზე ვცდილობდი თავისუფალ კრედიტებად მაინც ისეთი საგნები ამერჩია, რომლებიც პიარს შეეხებოდა, რათა უფრო მეტი რამ გამეგო ჩემი საოცნებო პროფესიის შესახებ. ერთ მშვენიერ დღეს სოციალურ ქსელში პიარსკოლის ერთ-ერთი წარმატებული კურსდამთავრებულის მსგავსი ბლოგპოსტი ამომიგდო და მივხვდი რომ ამ შანსს ხელიდან ვერ გავუშვებდი. კურსისთვის გაზაფხულზე დავრეგისტრირდი, სწავლა კი სექტემბერში იწყებოდა, მახსოვს ამ 4 თვის განმავლობაში ყველას ძალიან ბედნიერი ვეუბნებოდი სექტემბრიდან პიარსკოლაში ვიწყებ სწავლასთქო და პირველად ცხოვრებაში სულმოუთქმელად ველოდებოდი როდის გავიდოდა წლის ჩემთვის ყველაზე საყვარელი სეზონი, რომ 16 სექტემბერი მალე მოსულიყო.

პირველ დღეს ძალიან ვნერვიულობდი, თუმცა  ლექტორებისა და  ჯგუფელების უშუალობამ, საინტერესო ლექციებმა ნერვიულობა გადაფარა, კიდევ უფრო მომანდომა რაც შეიძლება უფრო სიღრმისეულად შემესწავლა ეს სფერო, რომელიც არც ისეთი ადვილი და დავარცხნილი ყოფილა, როგორც გარედან ჩანდა. ამაში თითოეული ლექტორის გამოცდილების გაზიარებით დავრწმუნდი, რომლებიც გამუდმებით გვიმეორებდნენ, რომ პიარი მოითხოვს უდიდეს შრომას, რომელიც შეიძლება ხშირად არ დაგიფასდეს, მაგრამ ყველაზე გასაოცარი ის იყო, რომ ამ სიტყვებშიც კი ისეთი დიდი სიყვარული და პატივისცემა იგრძნობოდა მათი პროფესიის მიმართ, რომ ყველაფერს გავიწყებდა და უფრო დიდ სურვილს გიჩენდა, რომ ამ რთულ და სტრესულ თავგადასავალში შენც ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი ყოფილიყავი.

თითოეული ლექცია თავისი ახალი ლექტორითა და საგნით ახალ გამოცდილებას გიზიარებს და ღრმა ცოდნას გაძლევს.

პიარსკოლამ ოცნება ამიხდინა და იმ გზის გაკვლევაში დამეხმარა, რომელსაც დიდი ხანია ვცდილობ. მასწავლა ამ პროფესიის სიღრმეები და ამავდროულად პრაქტიკაშიც გამომაცდევინა, სხვა მიმართულებით სვლა დამაწყებინა, რომელიც დარწმუნებული ვარ სწორ დანიშნულების ადგილამდე მიმიყვანს.

პიარსკოლაში სექტემბრის კურსზე მიღება დაიწყო

პიარსკოლაში კურსზე “პიარი და ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციები” მიღება დაიწყო.

კურსის დაწყების დღე: 17 სექტემბერი
კურსის დასრულების დღე: 22 დეკემბერი

სასწავლო პროგრამა ორიენტირებულია პრაქტიკული უნარ–ჩვევების გამომუშავებაზე PR/კომუნიკაციის მენეჯმენტში. პროგრამის 3 საუკეთესო სტუდენტი მიიღებს ყველა ლექტორის მიერ ხელმოწერილ სარეკომენდაციო წერილს, რომელიც მას სამსახურის დაწყების დამატებით შესაძლებლობას მისცემს.

სწავლის ღირებულება – 1200 ლარი.
საფასურის დაფარვა შესაძლებელია 3 ეტაპიანი გადახდის პრინციპით.

კურსის დასრულების შემდეგ სტუდენტები მიიღებენ გაუ-თბილისი პიარსკოლის სერტიფიცირებულ დიპლომს.

პიარსკოლაში მიმდინარეობს მიღება 2018 წლის სასწავლო სეზონზე

პიარსკოლა აცხადებს მიღებას 2018 წლისთვის კურსზე “პიარი და ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციები”. მსურველებს საშუალება აქვთ აირჩიონ პროგრამის გავლის მათთვის სასურველი სეზონი და დარეგისტრირდნენ ზამთრის, გაზაფხულის, ან შემოდგომის ჯგუფებში. განაცხადის შევსება მიმდინარეობს ვებგვერდზე, აპლიკანტებთან დაკავშირება  კი სწავლის დაწყებამდე 3 კვირის განმავლობაში მოხდება.

განაცხადის შევსების დროს, მსმენელები ირჩევენ სასწავლო დღეებს, რის საფუძველზეც პიარსკოლის ყველა სეზონზე იქმნება ორი ჯგუფი: ორშაბათი, ოთხშაბათი, პარასკევისა და სამშაბათი, ხუთშაბათი, შაბათის.

პიარისა და ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების 3-თვიანი კურსის ფარგლებში, მსმენელები 12 საგანს შეისწავლიან. სასწავლო პროგრამა ორიენტირებულია პრაქტიკული უნარ–ჩვევების გამომუშავებაზე PR/კომუნიკაციის მენეჯმენტში. კურსის დასასრულს, სტუდენტები 2 ტიპის გამოცდას აბარებენ, რის საფუძველზეც გაიცემა გაუ-თბილისი პიარსკოლის სერტიფიცირებული დიპლომი; ამასთანავე პროგრამის 3 საუკეთესო სტუდენტს გადაეცემა ყველა ლექტორის მიერ ხელმოწერილი სარეკომენდაციო წერილი.

 

პიარსკოლაში მიმდინარეობს მიღება 2017 წლის სასწავლო სეზონზე

პიარსკოლა აცხადებს მიღებას 2017 წლისთვის კურსზე “პიარი და ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციები”. მსურველებს საშუალება აქვთ აირჩიონ პროგრამის გავლის მათთვის სასურველი სეზონი და დარეგისტრირდნენ ზამთრის, გაზაფხულის, ან შემოდგომის ჯგუფებში. განაცხადის შევსება მიმდინარეობს ვებგვერდზე, აპლიკანტებთან დაკავშირება  კი სწავლის დაწყებამდე 3 კვირის განმავლობაში მოხდება.

განაცხადის შევსების დროს, მსმენელები ირჩევენ სასწავლო დღეებს, რის საფუძველზეც პიარსკოლის ყველა სეზონზე იქმნება ორი ჯგუფი: ორშაბათი, ოთხშაბათი, პარასკევისა და სამშაბათი, ხუთშაბათი, შაბათის.

პიარისა და ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების 3-თვიანი კურსის ფარგლებში, მსმენელები 13 საგანს შეისწავლიან. სასწავლო პროგრამა ორიენტირებულია პრაქტიკული უნარ–ჩვევების გამომუშავებაზე PR/კომუნიკაციის მენეჯმენტში. კურსის დასასრულს სტუდენტები 2 ტიპის გამოცდას აბარებენ, რის საფუძველზეც გაიცემა გაუ-თბილისი პიარსკოლის სერტიფიცირებული დიპლომი; ამასთანავე პროგრამის 3 საუკეთესო სტუდენტს გადაეცემა ყველა ლექტორის მიერ ხელმოწერილი სარეკომენდაციო წერილი.

 

 

პიარსკოლის გაზაფხულის სეზონი დასრულდა

პიარსკოლის გაზაფხულის სეზონი დასრულდა. 30 ივლისს, 3-თვიანი პროგრამის წარმატებით დამთავრება კურსდამთავრებულებს ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის პრეზიდენტმა, სკოლის ხელმძღვანელობამ და ლექტორებმა მიულოცეს. დიპლომების გადაცემის ცერემონიალზე, ტრადიციულად, 3 საუკეთესო სტუდენტი დასახელდა და ლექტორების ხელმოწერით სარეკომენდაციო წერილები გადაეცათ.

შეგახსენებთ, რომ პიარსკოლის შემოდგომის სეზონზე მიღება გამოცხადებულია, რეგისტრაცია მიმდინარეობს ვებგვერდზე www.prschool.ge. სწავლა იწყება 26 სექტემბერს.

პიარსკოლა შემოდგომის კურსზე მიღებას აცხადებს

პიარსკოლაში შემოდგომის სეზონზე რეგისტრაცია დაიწყო. კურსი “პიარი და ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციები” 26 სექტემბერს დაიწყება. 3-თვიანი პროგრამის ფარგლებში, მსმენელები 13 საგანს შეისწავლიან. კურსის დასასრულს სტუდენტები 2 ტიპის გამოცდას ჩააბარებენ, რის საფუძველზეც გაიცემა გაუ-თბილისი პიარსკოლის სერტიფიცირებული დიპლომი.

პიარსკოლაში ზამთრის კურსი დასრულდა

27 აპრილს, პიარსკოლაში პიარისა და ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების ზამთრის კურსის გამოსაშვები საღამო გაიმართა. დიპლომების გადაცემის ცერემონიალზე დასახელდნენ ყველაზე მაღალი შეფასების მქონე სტუდენტები, რომელთაც ყველა ლექტორის მიერ ხელმოწერილი სარეკომენდაციო წერილები გადაეცათ.
დიპლომების გადაცემის ცერემონიალს გაუს პრეზიდენტი მაიკლ ქაუგილი, პიარსკოლის დამფუძნებლები, საორგანიზაციო ჯგუფი, ლექტორები და მენტორები ესწრებოდნენ.