პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კურსის შეფასება

PR – ის და მარკეტინგული კომუნიკაციების კურსს პიარსკოლის კურსდამთავრებული ელენე გუდაძე აფასებს:

 

რა არის პიარსკოლის უპირატესობარა დაგამახსოვრდა ყველაზე მეტად კურსზე?

პიარსკოლის უპირატესობა არის პრაქტიკაზე დაფუძნებული თეორიული სწავლება და გამოცდილი ლექტორები. ასევე, გამოვარჩევდი მეგობრულ გარემოს.

რაში დაგეხმარება პიარსკოლაში მიღებული ცოდნა შენს საქმიანობასა და ზოგადად ცხოვრებაშიყველაზე მნიშვნელოვანი რა მოგცა?

პიარსკოლაში მიღებულმა ცოდნამ მომცა მეტი პრაქტიკული უნარ-ჩვევა და დამეხმარა, სწორად განვავითარო ჩემი საქმიანობის მიმართულება. ვისწავლე კამპანიების სწორად დაგეგმვა. ასევე, ამიმაღლა თვითშეფასება და მომცა მეტი თავდაჯერებულობა.

პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კურსის შეფასება

PR – ის და მარკეტინგული კომუნიკაციების კურსს პიარსკოლის კურსდამთავრებული თეონა ხარაზიშვილი აფასებს:

რა არის პიარსკოლის უპირატესობარა დაგამახსოვრდა ყველაზე მეტად კურსზე?

გამოვარჩევდი ლექტორების პროფესიონალიზმს, მეგობრულ გარემოსა და ცოდნას, რომელსაც აუცილებლად გამოვიყენებ პრაქტიკაში.

რაში დაგეხმარება პიარსკოლაში მიღებული ცოდნა შენს საქმიანობასა და ზოგადად ცხოვრებაშიყველაზე მნიშვნელოვანი რა მოგცა?

პიარსკოლაში მიღებული ცოდნა დამეხმარება სწორად ვმართო კომუნიკაცია, სტრატეგიულად ვიფიქრო და უკეთ წარმოვაჩინო იდეები ჩემს საქმიანობაში.

პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კურსის შეფასება

PR – ის და მარკეტინგული კომუნიკაციების კურსს პიარსკოლის კურსდამთავრებული ნინო ბერიძე აფასებს:

 რა არის პიარსკოლის უპირატესობარა დაგამახსოვრდა ყველაზე მეტად კურსზე?

კურსზე გამოვარჩევდი ლექტორების დამოკიდებულებას ჩვენ მიმართ. მათი უშუალობა, რომელიც გვეხმარებოდა მათთან დიალოგში შევსულიყავით. ცოცხალი ლექციები, რომელშიც მთლიანად ჩართულები ვიყავით.

რაში დაგეხმარება პიარსკოლაში მიღებული ცოდნა შენს საქმიანობასა და ზოგადად ცხოვრებაშიყველაზე მნიშვნელოვანი რა მოგცა?

ჩემთვის მომავალში პიარსკოლა იქნება იმის საწინდარი, რომ აქ ყოველივე გადმოცემული ცოდნა გამოვიყენო სწორად და მიზანმიმართულად.

პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კურსის შეფასება

PR – ის და მარკეტინგული კომუნიკაციების კურსს პიარსკოლის კურსდამთავრებული ქეთი სანაია აფასებს:

რა არის პიარსკოლის უპირატესობარა დაგამახსოვრდა ყველაზე მეტად კურსზე?

პირველ რიგში, პიარსკოლის კურსი არის საოცრად საინტერესოდ აგებული, ჩემთვის როგორც სხვა პროფესიის ადამიანისათვის, რომელსაც არასდროს ქონია შეხება პიართან და მარკეტინგთან, კურსმა შეძლო და მომცა საინტერესო ცოდნა, რისთვის ძალიან მადლიერი ვარ. ლექტორები არიან საოცარი პიროვნებები საოცარი ლექციებით. მათი გაცნობის და მოსმენის შესაძლებლობა არის კურსის და თქვენი სკოლის უპირობო უპირატესობა.

რაში დაგეხმარება პიარსკოლაში მიღებული ცოდნა შენს საქმიანობასა და ზოგადად ცხოვრებაშიყველაზე მნიშვნელოვანი რა მოგცა?

ჩემი პროფესიის შეცვლის რეალური შესაძლებლობა დამანახა. მომცა მოტივაცია, რომ მიღებული ცოდნა გამოვიყენო. ლექტორები, რომლებიც უბრალოდ კი არ ხსნიდნენ ლექციებს, არამედ ადამიანურად იმდენად საინტერესო რჩევებს გვაძლევდნენ, თავიან ისტორიებს გვიზიარებდნენ და მოტივაციას გვაძლევდნენ, რომ ცვლილებები არის შესაძლებელი და დაგვიანებული არაფერია.

როგორ შეაფასებდით განვლილ სამ თვეს პიარსკოლაში?

ჩემთვის პიარ სკოლის კურსი იდეალურად არის აწყობილი და შესაძლებლობა რომ მქონდეს, ისევ თავიდან გავივლიდი ზუსტად იმ ფორმატით და შინაარსით, როგორიც იყო.

პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კურსის შეფასება

PR – ის და მარკეტინგული კომუნიკაციების კურსს პიარსკოლის კურსდამთავრებული ნანუკა ბერაძე აფასებს:

რა არის პიარსკოლის უპირატესობარა დაგამახსოვრდა ყველაზე მეტად კურსზე?

პიარსკოლის ყველაზე დიდი უპირატესობა პრაქტიკულობაა — აქ არ გასწავლიან თეორიას, რომელსაც ცხოვრებაში ვერ გამოიყენებ. ყველაფერი რეალურ პროექტებზეა, რაც გაძლევს რეალურ გამოცდილებას. ყველაზე მეტად ის მომეწონა, რომ ლექტორები აქტიური პროფესიონალები იყვნენ, სულ პროცესში ჩართულნი. გამოვარჩევდი გუნდურ მუშაობას და იმ ურთიერთობებს, რაც კურსის განმავლობაში ჩამოყალიბდა — არა მარტო პროფესიულად, ადამიანურადაც.

რაში დაგეხმარება პიარსკოლაში მიღებული ცოდნა შენს საქმიანობასა და ზოგადად ცხოვრებაშიყველაზე მნიშვნელოვანი რა მოგცა?

პიარსკოლაში მიღებული ცოდნა დამეხმარება არა მხოლოდ კომუნიკაციაში, არამედ სტრატეგიულ აზროვნებაში – როგორ დაგეგმო კამპანია, როგორ გაუწიო პროექტს სწორი პიარი, როგორ ააგო მესიჯი და როგორ იპოვო სწორი ტონი აუდიტორიასთან.

როგორ შეაფასებდით განვლილ სამ თვეს პიარსკოლაში?

ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც პიარსკოლამ მომცა, იყო თავდაჯერებულობა – ახლა ვიცი, რომ შემიძლია შევუდგე საქმეს პროფესიონალურად და პრაქტიკული გამოცდილებაც უკვე მაქვს.

პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კურსის შეფასება

PR – ის და მარკეტინგული კომუნიკაციების კურსს პიარსკოლის კურსდამთავრებული სესილი ქუჩულორია აფასებს:

რა არის პიარსკოლის უპირატესობარა დაგამახსოვრდა ყველაზე მეტად კურსზე?

მრავალფეროვანი საგნები, რომლებიც გვაძლევს ინფორმაციას სფეროს შესახებ, ასევე პრაქტიკული ატივობები, რაც მიღებული ინფორმაციის გაანალიზებასა და რეალურ დროში გამოყენებას ემსახურება. ლექტორები, მათი სიყვარული საქმისადმი ინსპირაციას აძლევს მსმენელსაც იპოვოს ის მთავარი, რომლის კეთებითაც სიამოვნებას მიიღებს..

რაში დაგეხმარება პიარსკოლაში მიღებული ცოდნა შენს საქმიანობასა და ზოგადად ცხოვრებაშიყველაზე მნიშვნელოვანი რა მოგცა?

ვთვლი რომ კურსი დამეხმარება გადავდგა კიდევ ერთი წარმატებული ნაბიჯი ჩემს კარიერულ კიბეზე. პიარსკოლამ მომცა თეორიულ ცოდნასთან ერთად დიდი პრაქტიკული გამოცდილება, რაც კურსის მთავარ უპირატესობას წარმოადგენს.

როგორ შეაფასებდით განვლილ სამ თვეს პიარსკოლაში?

პიარსკოლა უმთავრეს მიზნად ისახავს ახალი პროფესიონალების გამოკვეთასა და სფეროს განვითარებას, რაც ძალიან მისასალმებელია.

პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კურსის შეფასება

PR – ის და მარკეტინგული კომუნიკაციების კურსს პიარსკოლის კურსდამთავრებული გვანცა შინდელიშვილი აფასებს:

რა არის პიარსკოლის უპირატესობა, რა დაგამახსოვრდა ყველაზე მეტად კურსზე?

ჩემთვის, პიარსკოლის უპირატესობა ასოცირდება ძლიერ ლექტორებთან, რომელთაგან ყველას, ინდივიდუალური მეთოდი ჰქონდა ლექციებისთვის შემუშავებული. მიმდინარე სასწავლო პროცესის დროს ყველაზე მეტად ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინა ცოცხალი მაგალითების განხილვამ, დისკუსიებმა, მუდმივმა ინტერაქციამ ლექტორებსა და სტუდენტებს შორის. ამას გარდა, კურსზე მომეწონა ხშირი პრეზენტაციების წარდგენა, ყოველი საგნის დასრულებისას. ვფიქრობ, რომ აქტიურად  ჩატარებული პრეზენტაციების დამსახურებაა ის, რომ საბოლოო გამოცდაზე ჩვენი თემა მეტად თავდაჯერებულებმა და ორგანიზებულებმა წარმოვაჩინეთ. ამასთანავე უნდა აღინიშნოს, თითოეული ლექტორის დამოკიდებულება სტუდენტისადმი.

რაში დაგეხმარება პიარსკოლაში მიღებული ცოდნა შენს საქმიანობასა და ზოგადად ცხოვრებაში, ყველაზე მნიშვნელოვანი რა მოგცა?

ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ამ კურსმა მომცა, არის სტრატეგიული კომუნიკაციისა და ბრენდის მართვის უნარები. მე ვისწავლე, თუ როგორ უნდა შევქმნა ეფექტური გზავნილები, გავაანალიზო სამიზნე აუდიტორია და გამოვიყენო სხვადასხვა მარკეტინგული ინსტრუმენტები ჩემი მიზნების მისაღწევად. პროფესიული თვალსაზრისით, ეს ცოდნა მაძლევს საშუალებას, უკეთ წარვადგინო ჩემი იდეები, დავგეგმო წარმატებული კამპანიები და გავუმკლავდე კრიზისულ სიტუაციებს

როგორ შეაფასებდით განვლილ სამ თვეს პიარსკოლაში?

ამ სამი თვის განმავლობაში მიღებულმა ცოდნამ მომცა საშუალება ვიყო უფრო ქმედითი, დარწმუნებული და წარმატებული ჩემს სფეროში.

პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კურსის შეფასება

PR – ის და მარკეტინგული კომუნიკაციების კურსს პიარსკოლის კურსდამთავრებული მარიამ ქვარცხავა აფასებს:

რა არის პიარსკოლის უპირატესობა, რა დაგამახსოვრდა ყველაზე მეტად კურსზე?

პიარსკოლის მთავარი უპირატესობა მისი პრაქტიკული მიდგომაა, თეორიული მასალის პარალელურად რეალურ ქეისებზე მუშაობა და გუნდური დავალებები გეხმარება, სასწავლო პროცესი უფრო ეფექტური და საინტერესო გახდეს. განსაკუთრებულად ღირებული იყო ლექტორების გამოცდილების გაზიარება, იმ ადამიანებისგან სწავლა, რომლებიც ყოველდღიურად მუშაობენ კომუნიკაციის სფეროში და თავიანთ წარმატებულ თუ წარუმატებელ მაგალითებს გიზიარებენ.

რაში დაგეხმარება პიარსკოლაში მიღებული ცოდნა შენს საქმიანობასა და ზოგადად ცხოვრებაში, ყველაზე მნიშვნელოვანი რა მოგცა?

პიარსკოლაში მიღებული ცოდნა და გამოცდილება ძალიან დამეხმარება როგორც პროფესიულ საქმიანობაში, ისე ზოგადად ცხოვრებაში — კომუნიკაციის სტრატეგიული ხედვა, კრიზისული სიტუაციების მართვის უნარი და სწორად ჩამოყალიბებული მესიჯების გადმოცემა ნებისმიერი სფეროს საფუძველია. კურსმა ყველაზე მნიშვნელოვანი ის მომცა, რომ უფრო გაბედული და თავდაჯერებული გავხდი იდეების წარმოჩენასა, ხოლო პრაქტიკულმა დავალებებმა მაჩვენა, როგორ გადაიქცეს თეორია რეალურ, შედეგზე ორიენტირებულ მოქმედებად.

როგორ შეაფასებდით განვლილ სამ თვეს პიარსკოლაში?

ჩემთვის აქ მოსვლის მთავარი მიზანი თეორიული ცოდნის მიღება და ახალი კონტაქტები იყო. ვფიქრობ, ძალიან გამიმართლა რომ კონკრეტულად ამ ჯგუფში მოვხვდი, რადგან არაჩვეულებრივი კონტაქტები შევიძინე. მადლობას გიხდით გადმოცემული ცოდნისთვის და საინტერესო კურსისთვის.

პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კურსის შეფასება

PR – ის და მარკეტინგული კომუნიკაციების კურსს პიარსკოლის კურსდამთავრებული ელზა პაქსაძე აფასებს:

რა არის პიარსკოლის უპირატესობა, რა დაგამახსოვრდა ყველაზე მეტად კურსზე?

პიარსკოლას უამრავი უპირატესობა აქვს. რა თქმა ყველა მიმართულების ჩაშლა უკარგესია თვითგამორკვევისთვის, რომ ჯერ მიხვდე ზუსტ ნიშნებს და მერე აირჩიო. შესაბამისად ყველა ლექტორი თავისი საქმის პროფესიონალია. ასე რომ არ დახარჯულიყვნენ მაინც საუკეთესო იქნებოდა, მაგრამ ისინი უკარგესები არიან თავის საქმეში

რაში დაგეხმარება პიარსკოლაში მიღებული ცოდნა შენს საქმიანობასა და ზოგადად ცხოვრებაში, ყველაზე მნიშვნელოვანი რა მოგცა?

მომცა მოტივაცია. ზოგადად ბუნებით მეამბოხე არ ვარ, მაგრამ მაქსიმალისტი ვარ, განათლებაც და სამუშაო გამოცდილებაც შესაბამისი მაქვს, თუმცა ეს იყო კიდევ ერთიანი გადავლა და განახლება.

როგორ შეაფასებდით განვლილ სამ თვეს პიარსკოლაში?

პიარსკოლა ჩემთვის სამთვიან საუკეთესო მოგონებად დარჩება, მიუხედავად ვერ მოსწრებისა, გადაღლილობისა და ა.შ. ბევრი ბევრი წარმატება თქვენ!

პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კურსის შეფასება

რა არის პიარსკოლის უპირატესობა, რა მოგეწონა ყველაზე მეტად კურსზე, რას გამოარჩევდი?

ყველაზე მეტად მომეწონა და გამოვარჩევდი მოკლე და ოპტიმალურ საკურსო ვადას (3თვე), რომელშიც ძალიან ბევრი საგანია თავმოყრილი და ბევრად უფრო სახალისოა კურსის გავლა.

რაში დაგეხმარება პიარსკოლაში მიღებული ცოდნა შენს საქმიანობასა და ზოგადად ცხოვრებაში, ყველაზე მნიშვნელოვანი რა მოგცა?

კომპეტენტური ლექტორების გაცნობა , რომლებიც მუდმივად იქნებიან მზადყოფნაში ყველა სტუდენტის დასახმარებლად. მაქსიმალურად გაგვიაზიარეს თავიანთი ცოდნა და გამოცდილება , რითაც გაგვიმარტივდება საქმის დაწყება.