ისტორია ცნობილი სლოგანის უკან

თითოეულ დიდ ბრენდს, როგორიც NIKE-ია, გამორჩეული და დასამახსოვრებელი სლოგანი აქვს, რომლის უკანაც, ხშირ შემთხვევაში, უცნაური და საინტერესო ისტორიები იმალება.

იცოდით, რომ Nike-ის სლოგანი „Just Do It”, მკვლელის მიერ სიკვდილამდე წარმოთქმულ ბოლო სიტყვებზეა დაფუძნებული?

დენ ვაიდენი, რომელმაც ყველასთვის ნაცნობი სიტყვების კომბინაცია შექმნა, 1988 წელს დიდი დაბრკოლების წინაშე იდგა: შეექმნა სლოგანი, რომელსაც ყველა აიტაცება. სლოგანის საბოლოო ვერსიის წარდგენის წინა დღეს, დიდი ფიქრის შემდეგ, 5 საბოლოო ვერსია ჩამოწერა და თითოეული მათგანი გააერთიანა ერთი ძირითადი მესიჯის „Just Do It” ის ქვეშ, სლოგანის, რომლისაც ყველაზე მეტად სჯეროდა.

ვაიდენი სლოგანზე მუშაობისას იხსენებდა კრიმინალ მამაკაცს, გარი გილმორს, პორტლენდიდან, რომელსაც 2 ადამიანის მკვლელობის გამო, სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს. სწორედ სიკვდილის წინ წარმოთქმულ მის ბოლო სიტყვებზე „Lets Do It” ინსპირაციით შექმნა ვაიდენმა მსოფლიოში ყველასთვის ნაცნობი სლოგანი „Just Do It”.

Nike-ს სლოგანიც და ლოგოც დაეხმარა გაესწრო იმდროინდელი მეტოქე Reebok-თვის და ჩამოყალიბებულიყო გლობალურ უზარმაზად კომპანიად, როგორადაც დღეს ჩვენ მას ვიცნობთ. ბევრი ჟურნალი და ჟურნალისტი აღწერდა სლოგანს, როგორც მე-20 საუკუნის საუკეთესო წარწერად, რომელიც აკავშირებდა არსებულ სიტუაციას ადამიანებთან და არწმუნებდა მათ, რომ შეეძლოთ ყოფილიყვნენ წარმატებულები, თუ კი Nike-ის პროდუქციას ჩაიცმევდნენ. მთავარი კი რაც შინაარსის გარდა სლოგანს ეფექტურს ხდიდად, მისი ლაკონურობა, სიმარტივეე და დამაჯერებლობა იყო.

კომუნიკაციების საოცრებათა ქვეყანაში

ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციები – უამრავი ფიქრი, აზრი, განცდა, ასოციაცია უკავშირდება ამ სიტყვებს.

ყოველდღიურად ვუყურებთ, ვკითხულობთ, ვხვდებით საინტერესო  ,,კონტენტს“, მაგრამ ვერ ვხედავთ იმ ადამიანებს, რომლებიც მიმზიდველი სიტყვების თუ გამოსახულების უკან დგანან. მაგრამ ვგრძნობთ, ვგრძნობთ რომ ,,ფერად“ ეპოქაში ვცხოვრობთ, და კომუნიკაციაც, შესაბამისად, ,,მრავალფერია“ – ტრადიციული, ავანგარდული, თამამი, კონსერვატული, საინტერესო, მოსაწყენი, მიმზიდველი, ჩამთრევი…

თითქოს ყველაფერი ვიცოდი, ყველაფერი მესმოდა, ყველაფერს ვხედავდი, ვაფასებდი და ვაკეთებდი… მაგრამ, 2020 წლის სექტემბერი სულ სხვა ,,ფერებით“ და სიახლით შემოვიდა ჩემს ცხოვრებაში. უცნაური და საოცარი, თითქოს, არაფერი ჩანდა – ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების კურსი უნდა დაწყებულიყო პიარსკოლაში. დაიწყო კიდეც, მაგრამ არა ისე, როგორც დაგეგმილი გვქონდა. პანდემიამ და იზოლაციამ, პიარ სკოლის მე-40 ნაკადი (ციფრიც თითქოს საკრალური აღმოჩნდა – 20+20=40) zoom-ში შეგვახვედრა ერთმანეთს.

გარემო ნამდვილად არ იყო ტრადიციული – არ გვქონდა დაფა, მერხები და მხოლოდ ერთმანეთის სახეებს ვხედავდით. უცნაური გრძნობა მქონდა, რა უნდა მომხდარიყო, როგორ ან რატომ?… მაგრამ მოხდა ის, რასაც ვერასდროს წარმოვიდგენდი; სწავლის პროცესი ,,საოცრებათა ქვეყანას“ დაემსგავსა და მეც ლუის ქეროლის ლეგენდარული პერსონაჟი – ელისი გავხდი. მოლოდინი ნამდვილად დიდი მქონდა, მაგრამ ის, რაც ვნახე, გავიგე და ვისწავლე, სტანდარტული განზომილების საზღვრებს გასცდა. გასცდა და მეც, გაოცებული და აღფრთოვანებული, კომუნიკაციების ჯადოსნურ ზღაპარში მოვხვდი.

არა, აქ არც ნახატი დეკორაციები იყო და არც გამოგონილი პერსონაჟები; ჩვენ ნამდვილი ადამიანები ვიყავით რეალურ დროსა და რეალურ ადგილას, მაგრამ, კომუნიკაციების საოცრებათა ქვეყანაში ვმოგზაურობდით საინტერესო ამბებით, თემებით, საკითხებით, პერსონაჟებით.

სასიამოვნოდ გაოცებულს, ხშირად, დაძინება მიჭირდა, დიდხანს ვფიქრობდი იმ სახეებზე, სიმბოლოებზე, ფორმებზე, საკითხებზე, თემებზე, რასაც ვეცნობოდი. ზოგჯერ გული მწყდებოდა, საგნები მალე რომ მთავრდებოდა, თუმცა მოუთმენლად ველოდი ახალ თემებს, ახალ ლექტორებს, სიახლეებს, სასიამოვნოდ გაოცებას, გამოცდილების მიღებას.

ისე საოცრად ვგრძნობდი თავს, არ მინდოდა ეს მოგზაურობა მალე დასრულებულიყო, მაგრამ ყველა დასაწყისს აქვს დასასრულიც. ჰო, ყველაფერი სრულდება… არა, არ სრულდება, გრძელდება ემოციების, ცოდნის, შთაბეჭდილებების, გამოცდილების მეშვეობით.

მე აღარ ვარ ის, ვინც აქ მოსვლამდე ვიყავი: ჩემთვის მარკეტინგული კომუნიკაცია ცხოვრების მანტრა გახდა,  ბრენდის შექმნა – დაუვიწყარი გამოცდილება, პიარ-გეგმის შედგენა – ემოციური ,,სთორი“, ყველაფერი ერთად კი – ცხოვრების სტრატეგია!..