პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კურსის შეფასება

პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კურსს, პიარსკოლის კურსდამთავრებული, ლიკა როგავა აფასებს:

მოკლედ მოგვიყევი შენი საქმიანობის შესახებ…

ვმუშაობ UDAID-ZRDA Activity in Georgia (USAIDის პროექტი ზრდა საქართველოში)-ს სამეგრელოს რეგიონალურ ოფისში თემის მობილიზატორის (Community Liaison) პოზიციაზე.

როგორ იყენებ პიარსკოლაში მიღებულ ცოდნას პრაქტიკულ საქმიანობაში?

პიარსკოლაში მიღებული ცოდნა მეხმარება სხვადასხვა აქტივობის განხორციელების პროცესში. ხაზგასმით შემიძლია ვთქვა, რომ ეს ცოდნა არის მნიშვნელოვანი და აქტუალური.

გაიხსენე საბოლოო პროექტისთვის რა თემაზე მოგიწია მუშაობა და რამდენად დაგეხმარა პრაქტიკული ცოდნის მიღებაში? არის რაიმე ხერხი, რომელიც ამ პროცესში ისწავლე და დღემდე იყენებ?

საბოლოო პროექტი, რაზეც ჯგუფთან ერთად მომიწია მუშაობა, ნიკო ნიკოლაძის საუნივერსიტეტო პრემიის საკომუნიკაციო კამპანიის შექმნა იყო. ეს დავალება მიღებული თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გადატანაში დამეხმარა. ბევრ კითხვის ნიშანს რომელსაც თეორიული პასუხით ცოტა ბუნდოვანი შეხედულება ჰქონდა გამარტივდა და პრაქტიკაში ადვილად “მოგვარდა”.

შენი აზრით, რა არის პიარსკოლის კურსის უპირატესობა? რატომ უნდა ისწავლონ მარკეტინგული კომუნიკაციების კურსზე?

პიარსკოლის კურსის უმნიშვნელოვანესი უპირატესობა არის ის ძლიერი, მცოდნე და გამოცდილი გუნდი, რომელიც ამ კურსს ანხორციელებს. სწორედ ამ გუნდითაა გამორჩეული სხვა პიარკურსებისგან. ხმამაღლა შემიძლია ვთქვა, რომ თუ გაინტერესებთ ეს სფერო, და გსურთ მიიღოთ ცოდნა ამ მიმართულებით, აუცილებლად უნდა მოხვიდეთ პიარსკოლაში.

სწავლა ხაზს ქვემოთ

პირველად იყო ფიცი

და მერე ყველაფერი ხაზს ქვემოთ

——————————————————————–

ვინ ?

ვინც არ უნდა იყო, თუ გინდა ნებისმიერ სფეროში გახდე წარმატებული დასვი კითხვები რომლებზეც არ გაქვს პასუხები!

ღია …..

დახურული…..

შთამაგონებელი ….   

როგორიც გნებავთ, ასე გაცილებით მარტივია გაიგო რა გინდა და რას მიიღებ!

და მერე ….? მერე მიდი პიარსკოლაში 

რატომ ?

იმიტომ რომ  ვისწავლე ყველა საგანზე უფრო მნიშვნელოვანი რამ, საკუთარი შესაძლებლობების რწმენა.  მივხვდი, რომ თუ რამეს სხვები ვერ ხედავენ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ  მე ვხედავ არასწორად. დაინახო  არაფრისგან შესაძლებლობა და შექმნა მისგან ღირებული !

ჩემთვის პიარსკოლა  გამოცდილებისა და სწავლის გარდა იყო მეგობრობის, ურთიერთობის, აღმოჩენების 3 თვე.  ლექციიდან გამოსულს ხანდახან  მომდომებია ქუჩაში სრულიად უცხო ადამიანისთვის გამეზიარებინა შთაბეჭდილებები… 

რატომ პიარსკოლა? იმიტომ რომ ეს შენი წარმატების შესაძლებლობაა!

და მერე?

მერე იყო ლექტორები. მათგან გაცილებით მეტი ვისწავლე ვიდრე უნივერსიტეტში სწავლობენ! ყოველი მათგანი მზადაა მოგვცეს ის ცოდნა, რაც წარმატებული კარიერის დასაწყებად  გვჭირდება. ყოველ მათგანს მინდა ძალიან  დიდი მადლობა გადავუხადო ეფექტური და საინტერესო ლექციებისა და მეგობრული ურთიერთობისთვის.

და მერე?

მერე იყო გამოცდილება, პირველი პრეზენტაცია, ღელვა გუნდური მუშაობა…

და მერე იყო მეგობრობა

 

როგორ ?

ყველაფერი ეს არ იყო ადვილი. მეგობრებისა და კოლეგების რეკომენდაციით მივედი პიარსკოლაში.                    როდესაც გასაუბრებაზე, აუდიტორიაში დაბნეული შევედი და პირველად მკითხეს რას ველოდი პიარსკოლაში ვერაფერი ვთქვი, მახსოვს რაღაც სულელურად ვიხუმრე კიდეც …

3 თვე თითქოს მარტივი დავალებები, ლექციები, პრაქტიკული სამუშაოები აზრთა სხვადასხვაობა და კურსის ბოლოს ხვდები, რომ გაიზარდე და ბევრი რამ ისწავლე.

როდესაც დაჯილდოების დღეს  სცენაზე დგახარ და განვლილ ეტაპს აფასებ საოცრად კმაყოფილი ხარ…

ერთ-ერთი ლექციის დასაწყისში, გასაუბრებაზე მოსული ბავშვების საუბარს მოვკარი ყური და შემშურდა კიდეც მათი ვინც ახლა უნდა გაიაროს კურსი და იპოვოს ის ახალი შესაძლებლობა თავის თავში, რასაც ყველა ჩვენგანი ინდივიდუალურად პოულობს!

და მერე კიდევ რამე ?  რა თქმა უნდა მერე ტორტის გაჭრა !

არასოდეს დამავიწყდება ყველაზე გემრიელი ტორტის გემო და სიამაყის განცდა, როდესაც პიარსკოლის საზეიმო ფიცი ყველამ ერთად ვთქვით!

„ჩვენ პიარსკოლის კურსდამთავრებულები  ვიქნებით წარმატებულები! აქტიურად გამოვიყენებთ პიარსკოლაში მირებულ ცოდნასა და გამოცდილებას ჩვენს საქმიანობაში !“

და ახლა

ახლა ვმუშაობ წამყვან საინფორმაციო რადიოში „მაესტრო“  მარკეტინგის განყოფილებაში და ყოველ დღე , ყოველ შეხვედრაზე, ყოველ კონტრაქტზე ვხვდები, რომ მიღებული ცოდნა    მეხმარება ვიყო კიდევ უფრო წარმატებული.

ამაყი ვარ რომ ვარ პიარსკოლელი!