სოციალური მედია – ახალი ტექნოლოგიები პიარსა და მარკეტინგში

პიარსკოლა 15 ივნისიდან სოციალური მედიის კურსებს განახლებული პროგრამით გთავაზობთ. სისტემა მორგებულია განსხვავებული პროფესიის მოქნე ყველა ადამიანის ინტერესებს, რომელსაც საფუძვლად უდევს ახალი ტექნოგიები პიარსა და მარკეტიგში.  სოციალური მედიის მიმდინარეობისას მსმენელები შეისწავლიან, თუ როგორ გამოიყენონ ვებ2-ის პლატფორმა საკუთარი იმიჯის ფორმირებისა, თუ პიარ კამპანიის საწარმოებლად და მიმართოს ის საკუთარი ინტერესებისა თუ პიარ კამპანიის ეფექტური შესრულებისკენ. სტუდენტები გაეცნობიან ინტერნეტ-მარკეტინგის ეთიკას და გამოიმუშავებენ ყველა იმ უნარ-ჩვევას, რაც მათ სოციალურ მედია ქსელებთან ურთიერთობისთვის სჭირდებათ. ლექციებს სოციალური მედიის ექსპერტი, 2005 წლიდან ბლოგერი, ასევე პროექტ ”ნიჭიერის” ინტერნეტ-მარკეტინგის ხელმღძვანელი დოდი ხარხელი წაიკითხავს. კურსი 5 სალექციო დღეს, 15 საათიან თეორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობას ითვალისწინებს. სწავლა 15 ივნისს დაიწყება და 19 ივნისს დასრულდება. განაცხადის მიღება საიტზე არსებული სააპლიკაციო ფორმის შევსებით მიმდინარეობს.

პიარსკოლაში სოციალური მედიის კურსი დასრულდა

პიარსკოლაში სოციალური მედიის საცდელი კურსი წარმატებით დასრულდა. 5 სალექციო დღის განმავლობაში მსმენელები ვებ2-ის პლატფორმისა და სოციალური ქსელების შესაძლებლობებს ეუფლებოდნენ. კურსის ბოლოს  სოციალური მედიის ლექტორმა დოდი ხარხელმა და პიარ სკოლის მენეჯერმა თიკო სამყურაშვილმა კურსდამთავრებულებს გაუ თბილისის პიარსკოლის სერტიფიკატები გადასცეს.

Government 2.0. – საზოგადოებასთან ურთიერთობის წარმატებული მოდელი საჯარო უწყებებისთვის

პიარსკოლა 21 ივნისიდან ახალ კურსებს გთავაზობთ. Government 2.0. ეს არის საზოგადოებასთან ურთიერთობის წარმატებული მოდელი საჯარო უწყებებისთვის, რომლის დამთავრების შემდეგ მსმენელებს უახლესი მოდელის პრაქტიკაში გადატანა და საკომუნიკაციო მოდელისა და წარმატებულად ფუნქციონირებადი სისტემის შექმნა შეეძლებათ. კურსის ხანგრძლივობა 1 კვირა, 21 სალექციო საათია, რომელსაც ჯეპრას უფროსი კონსულტანტები კონსტანტინე მაღრაძე და იოსებ გალუმაშვილი გაუძღვებიან. სალექციო კურსის ღირებულებაა 279 ლარი. რეგისტრაცია საიტზე არსებული სააპლიკაციო ფორმის შევსებით მოხდება.

ზამთრის კურსები პიარსკოლაში დასრულებულია

პიარსკოლაში გამოსაშვები საღამო გაიმართა. კურსდამთავრებულებს გაუს პრეზიდენტმა მაიკლ ქაუგილმა სერტიფიცირებული დიპლომები გადასცა. გამოვლინდა 3 საუკეთესო სტუდენტიც, რომელთაც ყველა ლექტორის მიერ ხელმოწერილი სარეკომენდაციო წერილი მიიღეს. დაჯილდოების ცერემონიალის დასრულების შემდეგ გაიჭრა სადღესასწაულო ტორტი.

პროფესორ ვასილის თეოხარაკისის ლექციამ მსმენელების დიდი დაინტერესება გამოიწვია

22 აპრილს, პიარსკოლაში საბერძნეთიდან მოწვეულმა პროფესორმა ვასილის თეოხარაკისმა ლექცია წაიკითხა. სემინარი სტრატეგიულ მარკეტინგს შეეხებოდა, რომელიც ინტერაქტიულ ხასიათს ატარებდა. 1 საათიანი სემინარის დასრულების შემდეგ უცხოელი ლექტორი მსმენელებს ინდივიდუალურადაც გაესაუბრა და კონსულტაციებიც გაუწია. პიარსკოლა მსგავსი აქციების ორგანიზებას მომავალშიც გეგმავს.

პიარსკოლაში სოციალური მედიის კურსის გავლის მსურველთათვის ღია კარის დღე გაიმართება

23 აპრილს, 18:00 საათზე პიარსკოლაში სოციალური მედიის კურსით დაინტერესებული ადამიანებისთვის ღია კარის დღე გაიმართება. მსმენელები გაეცნობიან კურსის პროგრამას, ასევე გაესაუბრებიან დამფუძნებლებსა და ლექტორს. სწავლის დაწყების მსურველთა განაცხადის მიღება საიტზე არსებული სააპლიკაციო ფორმის შევსებით, ასევე პიარსკოლის ფეისბუქზე არსებული Register Now -ს საშუალებით მიმდინარეობს. შეგახსენებთ, რომ კურსი სოციალურ მედიაში 27 აპრილს იწყება.

პიარსკოლაში ღია ლექციას ბერძენი პროფესორი ვასილის თეოხარაკისი წაიკითხავს

22 აპრილს, 18:00 საათზე, პიარსკოლაში გაიმართება ღია ლექცია, რომელსაც საბერძნეთიდან მოწვეული ლექტორი ვასილის თეოხარაკისი გაუძღვება. სემინარი ინგლისურენოვანი იქნება და სტრატეგიულ მარკეტინგს შეეხება, რომლის ხანგრძლივობა 1 საათი იქნება. თეოხარაკისი გახლავთ ასოცირებული პროფესორი მარკეტინგისა და ბიზნეს ურთიერთობების საკითხებში, Aston Business School -ისა და Aston University -ის ლექტორი. ამავდროულად ის არის ALBA -ს MBA პროგრამებისა და ევროპული ბიზნეს გეგმის ყოველწლიური კონკურსების საბჭოს ხელმძღვანელი. ღია ლექციაზე დასწრება ნებისმიერი მსურველისთვის არის შესაძლებელი. რეგისტრაცია წარმოებს პიარსკოლის ფეისბუქზე www.facebook.com/prschool

პიარსკოლა ”წარმოებულია თბილისში”

”ექსპო ჯორჯიას” საგამოფენო დარბაზში თბილისის მერიის, ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და გერმანიის ტექნიკური დახმარების საზოგადოების მხარდაჭერით ორგანიზებულ გამოფენაზე, სახელწოდებით ”წარმოებულია თბილისში”, პიარსკოლა საკუთარ პროდუქტებსა და ახალ პროექტებს წარადგენს. აღსანიშნავია, რომ სერვისების პრომოუშენს პიარსკოლელები განახორციელებენ. გამოფენა 8 აპრილს დაიწყება და 10 აპრილამდე გასტანს.

პიარსკოლაში 4 გიგაბაიტიანი ფლეში გათამაშდა

პროექტის ”გახდი სოციალური, გაიმარჯვე პიარ სკოლაში” გამარჯვებული აქციის დაწყებიდან ერთ საათში გამოვლინდა. 4 გიგაბაიტიანი ფლეშის მფლობელი პიარსკოლის სტუდენტი ნათია ფოლადაშვილი გახდა. მოგების დროდ 17:32 სთ. დაფიქსირდა. კროსვორდის სწორი პასუხები იხილეთ პიარ სკოლის ფეისბუქზე  http://facebook.com/prschool  . დაჯილდოების ცერემონიალი სამშაბათს, 6 აპრილს პიარსკოლაში გაიმართება.

გახდი სოციალური, გაიმარჯვე პიარსკოლაში

1 აპრილს, პიარსკოლა სოციალური ქსელების მეშვეობით ახალ პროექტს ”გახდი სოციალური, გაიმარჯვე პიარ სკოლაში” იწყებს. კამპანიის საწარმოებლად მომზადდა სპეციალური კროსვორდი, რომელიც შვიდი საკვანძო სიტყვით ველის შევსებას გულისხმობს. კითხვები სოციალურ მედიას შეეხება. აქციის მიმდინარეობისას გამოვლინდება გამარჯვებული, რომელსაც პიარსკოლა 4 გიგაბაიტიან ფლეშს გადასცემს. გათამაშებაში მონაწილეობის მიღება ფეისბუქზე პიარსკოლის ყველა ფანისთვის არის შესაძლებელი.http://facebook.com/prschool