პიარსკოლაში ღია ლექციას ბერძენი პროფესორი ვასილის თეოხარაკისი წაიკითხავს

22 აპრილს, 18:00 საათზე, პიარსკოლაში გაიმართება ღია ლექცია, რომელსაც საბერძნეთიდან მოწვეული ლექტორი ვასილის თეოხარაკისი გაუძღვება. სემინარი ინგლისურენოვანი იქნება და სტრატეგიულ მარკეტინგს შეეხება, რომლის ხანგრძლივობა 1 საათი იქნება. თეოხარაკისი გახლავთ ასოცირებული პროფესორი მარკეტინგისა და ბიზნეს ურთიერთობების საკითხებში, Aston Business School -ისა და Aston University -ის ლექტორი. ამავდროულად ის არის ALBA -ს MBA პროგრამებისა და ევროპული ბიზნეს გეგმის ყოველწლიური კონკურსების საბჭოს ხელმძღვანელი. ღია ლექციაზე დასწრება ნებისმიერი მსურველისთვის არის შესაძლებელი. რეგისტრაცია წარმოებს პიარსკოლის ფეისბუქზე www.facebook.com/prschool