Government 2.0. – საზოგადოებასთან ურთიერთობის წარმატებული მოდელი საჯარო უწყებებისთვის

პიარსკოლა 21 ივნისიდან ახალ კურსებს გთავაზობთ. Government 2.0. ეს არის საზოგადოებასთან ურთიერთობის წარმატებული მოდელი საჯარო უწყებებისთვის, რომლის დამთავრების შემდეგ მსმენელებს უახლესი მოდელის პრაქტიკაში გადატანა და საკომუნიკაციო მოდელისა და წარმატებულად ფუნქციონირებადი სისტემის შექმნა შეეძლებათ. კურსის ხანგრძლივობა 1 კვირა, 21 სალექციო საათია, რომელსაც ჯეპრას უფროსი კონსულტანტები კონსტანტინე მაღრაძე და იოსებ გალუმაშვილი გაუძღვებიან. სალექციო კურსის ღირებულებაა 279 ლარი. რეგისტრაცია საიტზე არსებული სააპლიკაციო ფორმის შევსებით მოხდება.