პიარსკოლა ”წარმოებულია თბილისში”

”ექსპო ჯორჯიას” საგამოფენო დარბაზში თბილისის მერიის, ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და გერმანიის ტექნიკური დახმარების საზოგადოების მხარდაჭერით ორგანიზებულ გამოფენაზე, სახელწოდებით ”წარმოებულია თბილისში”, პიარსკოლა საკუთარ პროდუქტებსა და ახალ პროექტებს წარადგენს. აღსანიშნავია, რომ სერვისების პრომოუშენს პიარსკოლელები განახორციელებენ. გამოფენა 8 აპრილს დაიწყება და 10 აპრილამდე გასტანს.