პროფესორ ვასილის თეოხარაკისის ლექციამ მსმენელების დიდი დაინტერესება გამოიწვია

22 აპრილს, პიარსკოლაში საბერძნეთიდან მოწვეულმა პროფესორმა ვასილის თეოხარაკისმა ლექცია წაიკითხა. სემინარი სტრატეგიულ მარკეტინგს შეეხებოდა, რომელიც ინტერაქტიულ ხასიათს ატარებდა. 1 საათიანი სემინარის დასრულების შემდეგ უცხოელი ლექტორი მსმენელებს ინდივიდუალურადაც გაესაუბრა და კონსულტაციებიც გაუწია. პიარსკოლა მსგავსი აქციების ორგანიზებას მომავალშიც გეგმავს.