

ეფექტური კომუნიკაციები
ეფექტური კომუნიკაციის ლექციებიდან სტუდენტი მიიღებს საქმიანი კომუნიკაციის შესახებ თეორიულ ცოდნას და გაივარჯიშებს პრაქტიკულ უნარებს, ისწავლის ისეთ კომუნიკაციურ ტექნიკებს, როგორიცაა:
- ინფორმაციის სწორად გადაცემა
- აქტიური მოსმენა
- რთული სიტუაციების მართვა, პრეზენტაცია
- კლიენტებთან ეფექტური კომუნიკაციის დამყარება და იდეების მომგებიანად წარდგენა


მარკეტინგი
მარკეტინგი პიარსკოლის ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციის კურსის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საგანია. მინი კურსს, პიარსკოლაში 4 სალექციო დღე, ჯამში 12 საათი ეთმობა, რომლის დროსაც სტუდენტები შეისწავლიან მარკეტინგის ზოგად საფუძვლებს, კერძოდ:
- რა არის მარკეტინგი და ვინ არის მარკეტოლოგი
- რას გულისხმობს მარკეტინგული კვლევა
- როგორ ხდება მომხმარებლის სეგმენტაცია
- რა არის და რაში გვჭირდება ტარგეთინგის მატრიცა
- რა მარკეტინგული არხები არსებობს
- როგორია პრომოციის სტრატეგიები, საშუალებები და მეთოდები


მარკეტინგული კვლევა
მარკეტინგული კვლევა პიარსკოლის ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების კურსის ერთ-ერთი საგანია. მინი კურსს, პიარსკოლაში 2 სალექციო დღე, ჯამში 6 საათი ეთმობა, რომლის დროსაც სტუდენტების შეისწავლიან:
- რა არის მარკეტინგული კვლევები, კვლევის მეთოდები
- როგორ ხდება რაოდენობრივი და ხარისხობრივი მეთოდების შედარება
- რაოდენობრივი კვლევების მეთოდებს
- მედიაკვლევებს
- ხარისხობრივი კვლევის მეთოდებს
- კვლევის ექსპერიმენტული მეთოდებს
- კვლევის კონკრეტული მეთოდების არჩევის კრიტერიუმებს
- კვლევით კომპანიასთან ურთიერთობას
- კვლევის დროს დაშვებულ შეცდომებს


ბრენდინგი
პიარსკოლის ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების კურსის ფარგლებში 4 ლექცია ბრენინდგის მინი კურსს ეთმობა, რომლის დროსაც სტუდენტები შეისწავლიან:
- რა არის ბრენდინგი
- რა არის ბრენდის ძირითადი მახასიათებლები
- ბრენდის ატრიბუტებსა და არქიტექტურას
- ბრნედის კონსტანტებსა და ნეიმინგს
- ბრენდის შექმნის მოდელებს
- ბრენდის შექმნასა და თანდევის გეგმას


პიარი
პიარსკოლის ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების კურსის ფარგლებში 8 ლექცია პიარის კურსს ეთმობა, რომლის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან:
- კავშირსა და განსხვავევებს: მარკეტინგს, რეკლამას, პიარსა და პროპაგანდას შორის
- პიარ-სამსახურის ფუნქციებსა და მის შიდა სტრუქტურას
- პიარის განვითარების ისტორიასა და ეტაპებს
- პიარ კამპანიის დაგეგმვას
- კვლევის მნიშვნელობას პიარში
- რეპუტაციულ მენეჯმენტსა და მედიასთან ურთიერთობას
- კრიზის მართვას
- შიდა პიარსა და ინტერნეტ კომუნიკაციებს
- ბრიფის მომზადებას


სოციალური მედია
პიარსკოლის ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების კურსის ფარგლებში სოციალურ მედიას 2 ლექცია ეთმობა, რომლის განმავლობაშიც სტუდენტები გაეცნობიან:
- რა არის სოციალური მედია, რაში იყენებენ მას საქართველოში და ქვეყნის ფარგლებს გარეთ
- რითი განსხვავდება სოციალური მედია ტრადიციული მედია საშუალებებისგან
- რა არის სოციალური მედიის დადებითი და უარყოფითი მხარეები
- სოციალური მედია ქსელები, მათი მნიშვნელობა და გამოყენების წესები
- როგორია პიარი სოციალურ მედიაში
- როგორ ხდება სოციალური პლატფორმის შექმნა, კონცეფციის შემუშავება
- რა არის სოციალური მედიის სტრატეგიის მნიშვნელობა


ამბის თხრობის ხერხები
ქვეკურსი “ამბის თხრობის ხერხები” ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების კურსს 2020 წლიდან დაემატა. ქვეკურსს 2 სალექციო დღე ეთმობა და მის ფარგლებში სტუდენტები გაეცნობიან:
- ამბის თხრობის განსხავავებულს ხერხებს
- როგორ მოახდინოთ გავლენა სხვადასხვა ამბებით
- შეიძლება თუ არა ყველაფერი იყოს ამბავი?
- თანამედროვე გამოწვევები და სირთულეები storyteller-ბისთვის


ივენთ მენეჯმენტი
პიარსკოლის ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების კურსის ფარგლებში ივენთ მენეჯმენტს 2 ლექცია ეთმობა, რომლის დროსაც სტუდენტების შეისწავლიან:
- რა არის ივენთი
- ივენთის წარმატების განმსაზღვრელ ფაქტორებს
- ივენთის დაგეგმვას
- ღონისძიების ბიუჯეტის შედგენას
- ივენთის მოსამზადებელ სამუშაოებს
- ღონისძიებების ეფექტურობის განსაზღვრას
- საინფორმაციო მხარდაჭერას


მედია მენეჯმენტი
პიარსკოლის ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების კურსის ფარგლებში მედია მენეჯმენტს 3 ლექცია ეთმობა, რომლის დროსაც სტუდენტების შეისწავლიან:
- მედიის მუშაობის პრინციპებს
- ინფორმაციის აგებისა და თანმიმდევრობით დალაგების პრინციპს
- მედიის დანიშნულებას
- მედიასთან ურთიერთობის ცოცხალ მაგალითებს
- სიუჟეტის აწყობის სქემას


რეკლამა და მედია განთავსება
რეკლამისა და მედია განთავსების ლექციას პიარსკოლის ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების კურსის ფარგლებში 2 ლექცია ეთმობა, რომლის დროსაც სტუდენტები შეისწავლიან:
- რა არის მედია დაგეგმარება
- როგორ ხდება მედიაფლენერთან კომუნიკაცია
- შეისწავლიან ტერმინოლოგიებს
- განიხილავენ რეალურ ქეისებს


ვიზუალური მარკეტინგი
ვიზუალური მარკეტინგი პიარსკოლის ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების კურსის საგანია. მინი კურსს პიარსკოლაში 2 სალექციო დღე, ჯამში 6 საათი ეთმობა, რომლის დროსაც სტუდენტები შეისწავლიან:
- რა მნიშვნელობა აქვს ვიზუალს და როგორ იქმნება ვიზუალური პროდუქტი
- ვიზუალურ მანიპულაციებს
- გამოსახულების სტილსა და ფორმას
- ვიზუალის განვითარების ეტაპებს
- ვიზუალის ფილოსოფიას
- ვიზუალის ენასა და გამოსახულების შექმნის გრამატიკას
- ვიზუალით ამბის თხრობას
- ვიზუალის დრამატურგიას
- ფსიქოლოგიასა და ფერებს ვიზუალში
- რა მნიშვნელობა აქვს სხვადასხვა ხედს, როდესაც იქმნება საეკრანო თუ სხვა სახის გამოსახულება


ბითიელი
BTL პიარსკოლის ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების კურსის ერთ-ერთი საგანია. მინი კურსს, პიარსკოლაში 2 სალექციო დღე, ჯამში 6 საათი ეთმობა, რომლის დროსაც სტუდენტების შეისწავლიან:
- რას ნიშნავს “ცრუ” მომხმარებელი
- რა არის სემპლინგი და დეგუსტაცია
- რატომაა მნიშვნელოვანი საჩუქარი შენაძენისთვის
- სავაჭრო წერტილების აუდიტს
- ტელე და მობილური მარკეტინგს
- პირდაპირი მეილი
- POSM
- CRM
- Merchandising
- Buzz marketing


ნინო ჩიჩუა
საქართველოში ყველაზე დიდი ჰოსპიტალური ქსელის „სამედიცინო კორპორაცია ევექსის” მარკეტინგისა და სერვისის დირექტორი.
ფლობს ესადე ბიზნესის სკოლისა და ბოკონი მენეჯმენტის სკოლის მაგისტრის ხარისხს (executive master) მარკეტინგისა და გაყიდვების მიმართულებით, ასევე მიღებული აქვს მაგიტრის ხარისხი ბიზნესის ადმინისტრირებაში, ევროპული მართვის უმაღლეს სკოლაში (ESM).
სხვადასხვა კომპანიებში აქვს მენეჯერად მუშაობის 10 წლიანი გამოცდილება.
2010-2014 წლებში მისი მონაწილეობით დაიგეგმა და განხორციელდა ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტი“იუსტიციის სახლი”.
2012 -2014 წლებში იყო სსიპ „ იუსტიციის სახლის“ გენერალური დირექტორი.
სხვადასხვა დროს იკავებდა იუსტიციის სამინისტროსა და ლიბერთი ბანკის მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელის თანამდებობას, მუშაობდა თი-ბი-სი ბანკისა და „სადაზღვევო კომპანია ალდაგის“ მარკეტინგის დეპარტამენტებში მენეჯერულ პოზიციებზე,
მისი ავტორობითა და თანაავტორობით გამოცემულია პუბლიკაციები, თანამშრომლობს სხვადასხვა უნივერსიტეტებთან და ეწევა აკადემიურ საქმიანობას.

საბა ჯაჯანიძე
ბიზნეს ადმინისტრირების ბაკალავრი (კონცენტრაცია – მარკეტინგი, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი) და საჯარო პოლიტიკის ადმინისტრირების მაგისტრი (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი).
მას მარკეტინგის სფეროში მუშაობის 10 წლიანი გამოცდილება აქვს.
2015 წლიდან პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კომპანია “ჯეპრას” პროექტების მენეჯერია.
2016 წლიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მარკეტინგის ლექციებს უძღვება.
პიარსკოლის გუნდს 2018 წლიდან შემოუერთდა.

მარინა იმერლიშვილი
2006 წლიდან არის ARC-ის (“გამოყენებითი კვლევების კომპანია ეი არ სი”) ერთ-ერთი დამფუძნებელი პარტნიორი და მისი დირექტორი. კომპანიაში კურირებს ორგანიზაციული განვითარებისა და სტრატეგიული დაგეგმვის მიმართულებას. არის საქართველოში საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლობების ექსპერტი. წარსულში იყო საქართველოს გაეროს ასოციაციის ასოცირებულ ექსპერტთა ჯგუფის წევრი, ასევე რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის დამფუძნებელი / გამგეობის წევრი. ჩატარებული აქვს 80-ზე მეტი კვლევა სახელმწიფო, ბიზნეს და საზოგადოებრივ სექტორში.
2003-2006 წწ-ში გრიგოლ რობაქიძის სახ. უნივერსიტეტში კითხულობდა საზოგადოებასთან ურთიერთობების კურსს საჯარო პოლიტიკისა და ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის.
2008-2012წწ-ში ჩატარებული აქვს პერსონალის შეფასების მოკლე კურსი ბიზნეს კარიერის სკოლის მსმენელებისთვის.
პიარ სკოლის გუნდს შემოუერთდა 2007 წელს.

ანდრო მეტრეველი
აქვს 20 წლიანი გამოცდილება მარკეტინგული კომუნიკაციების და ბრენდინგის სფეროში.
მონაწილეობა აქვს მიღებული 60-ზე მეტ სხვადასხვა ტიპის ბრენდინგ პროექტში, მათ შორის: „ვისოლი“, „ბაზის ბანკი“, „ნიკორა“, “იუ ეფ სი“, „საქკაბელი“, „გია გვარამიას კლინიკა“.
პიარსკოლაში 2017 წლიდან უძღვება ბრენდინგის კურსს.

მაიკო ძირკველიშვილი
2001 წლიდან 2015 წლის ჩათვლით იყო თიბისი ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი. მისი ხელმძღვანელობით ხორციელდებოდა თიბისი ბანკის ყველა პიარ კამპანია, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ცალკეული პროექტები და აქტივობები. არის საქველმოქმედო ასოციაცია „თიბისის“ დამფუძნებელი. 2003-2018 წლებში თიბისი ბანკის მიერ დაფუძნებული პროექტის – ყოველწლიური ლიტერატურული კონკურსის „საბა“ ორგანიზატორი და ხელმძღვანელი.
2006-2007 წლებში იყო საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების სასწავლო კურსის ლექტორი.
არის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მეგობართა საზოგადოების ბორდის წევრი.
2007 წლიდან არის პიარსკოლის ერთ-ერთი დამფუძნებელი და ლექტორი. უძღვება პიარის ლექციებს.

კახა მაღრაძე
2004 წლიდან მუშაობს პიარისა და სტრატეგიული კომუნიკაციების სფეროში, როგორც საკონსულტაციო ჯგუფ „ჯეპრას“ პროექტების მენეჯერი და უფროსი კონსულტანტი. ამ ხნის განმავლობაში მან მნიშვნელოვანი გამოცდილება დააგროვა ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციის, პიარის, ივენთ მენეჯმენტის, ციფრული კომუნიკაციისა და კორპორაციული პასუხისმგებლობის და ბრენდინგისა დაგეგმვისა და განხორციელების მიმართულებით.
განხორციელებული აქვს ოცდახუთამდე საჯარო უწყების სტრატეგიული კომუნიკაციის დაგეგმვისა და კონსულტაციის პროექტი საქართველოსა და ყირგიზეთში. მას უმუშავია სამოცამდე მსხვილი და საშუალო ბიზნესორგანიზაციის პიარსა და საკომუნიკაციო კამპანიების განხორციელებაზე.
კახა ასწავლის ასევე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და თავისუფალ უნივერსიტეტში საზოგადოებასთან ურთიერთობის კურსს.
პიარსკოლაში პიარის ლექციებს 2007 წლიდან უძღვება.

ნინი მეტრეველი
ნინის დამთავრებული აქვს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში პოლიტიკის მეცნიერებების, ვილნიუსის უნივერსიტეტში საერთაშორისო კომუნიკაციების,ხოლო ვროცლავის უნივერსიტეტში ჟურნალისტიკის ფაკულტეტი.
აქვს ჟურნალისტად მუშაობის 7 წლიანი და მარკეტინგის სფეროში მუშაობის 3 წლიანი გამოცდილება.
2018 წლიდან “პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კომპანია “ჯეპრას” მედია მენეჯერია.
პიარსკოლაში 2020 წლიდან უძღვება მედიამენეჯმენტის ლექციებს.

ეკატერინე ტოგონიძე
ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) მარკეტიგნის, პიარისა და დასაქმების ცენტრის ხელმძღვანელი. აქვს ტელეჟურნალისტიკაში მუშაობის 10 წლიანი, პიარის სფეროს 5 წლიანი და პედაგოგიური საქმიანობის 10 წლიანი გამოცდილება.
2012 წლიდან მნიშვნელოვანი გამოცდილება დააგროვა ივენთ მენეჯმენტის მიმართულებით. ხელმძღვანელობდა არაერთ სოციალურ პროქტს ცნობიერების ამაღლების მიზნით.
არის პროზაიკოსი, 5 წიგნის ავტორი, ლიტერატურული პრემია „საბას“ ლაურეატი. მისი ტექსტები თარგმნილია სხვადასხვა ენაზე და შესულია როგორც ქართულ, ასევე საერთაშორისო ანთოლოგიებში.
2018 წელს მისი რომანის „ასინქრონი“ გერმანულენოვანი თარგმანი გამოიცა ავსტრიაში.
არის არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოველი მეათე ჩვენგანის“ დამფუძნებელი.
პიარსკოლაში მედიამენეჯმენტის ლექციებს 2012 წლიდან უძღვება.

ტაპი ზაქარიაძე

ქეთევან მაღალაშვილი
ქეთევან მაღალაშვილი, პროფესიით ჟურნალისტი, კომუნიკაციის სპეციალისტია.
13 წლიანი გამოცდილება აქვს ჟურნალისტიკისა და კომუნიკაციის სფეროში. მუშაობდა, როგორც საჯარო, ისე არასამთავრობო და კერძო სექტორში.
ამჟამად სადაზღვეო კომპანია ალდაგის საზოგადოებასთან უერთიერთობის ხელმძღვანელია.

ზურა ბალანჩივაძე
2009 წლიდან ჯეპრას სოციალური მედიის მენეჯერია. დამთავრებული აქვს თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი ჟურნალისტიკის განხრით (ბაკალავრი) და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (ჯიპა) ამავე სპეციალობით (მაგისტრი).
2010 წელს გაუ-თბილისის პიარსკოლაში გაიარა კურსი “პიარი და ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციები”, ხოლო 2011 წელს – Government 2.0.
2008 წლიდან ზურა ბალანჩივაძე აქტიური ბლოგერია, რომლის დახმარებითაც იგი საფუძვლიანად დაეუფლა სოციალურ მედიას.
სამსახურებრივი აქტივობების გარდა ზურა დაინტერესებულია ხატვითა და ვოკალური მუსიკით. მუშაობს ნაწარმოებების ილუსტრაციებზე, პერიოდულად აწყობს პერსონალურ გამოფენებს.
2018 წლიდან გადაცემის “იმედის დილა” დილის ეთერის წამყვანია.
პიარსკოლაში 2012 წლიდან უძღვება სოციალური მედიის ლექციებს.

გიორგი ბერეჩიკიძე
2014 წლიდან მუშაობს ციფრული და სოციალური მედია მარკეტინგის სფეროში, როგორც დამკვეთის, ასევე შემსრულებლის მხარეს.
2016 წლიდან არის ვებ და მობილური აპლიკაციების პროექტებისა და ციფრული ანალიტიკის მენეჯერი ციფრულ მარკეტინგულ სააგენტო “ელიოტში”.
2017 წლიდან არის დამოუკიდებელი ტრენერი თბილისსა და ბათუმში სხვადასხვა ტრენინგ ცენტრში.
2018 წლიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიწვეული ლექტორია ციფრული მარკეტინგის მიმართულებით.
2018 წლიდან პიარსკოლაში სოციალური მედიის ლექციებს უძღვება.

ნინი ლაშქარაშვილი
2018 წლიდან 2020 წლის აგვისტომდე იყო თიბისის ბრენდ მენეჯერი ციფრული ბანკინგის მიმართულებით.
2017 წლიდან 2018 წლამდე იყო თიბისის ციფრული პროდუქტების მენეჯერი.
2017 წლამდე კი მუშაობდა სხვადასხვა კომპანიაში მარკეტერის, ბიზნეს განვითარების და გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
ნინი თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლა ESM-ის კურსდამთავრებულია.
პიარსკოლაში რეკლამა და მედიაგანთავსების ლექციებს 2020 წლიდან უძღვება.

ალექსანდრე გაბუნია
2011 წლიდან არის სტუდია “ჩინემანი Fილმს” დამფუძნებელი. 2003 წელს დაამთავრა “მედიისა და ტელეხელოვნების კოლეჯი” ჟურნალისტის კვალიფიკაციით. 2009 წელს ქალაქ ნიუ იორკში გაიარა “ნიუ იორკის კინო აკადემიის” კურსი, კინო რეჟისორის სპეციალობით.
2004 წელს მუშაობა დაიწყო ტელეკომპანია “იმედში” საინფორმაციო გამოშვების კორესპონდენტად. 2004-2006 წლებში მუშაობდა ტელეკომპანია საკვირაო ანალიტიკური გადაცემა “დროება”-ს ჟურნალისტად.
2012 – 2013 წლებში მუშაობდა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე დოკუმენტური ფილმების რედაქციაში რეჟისორის თანამდებობაზე.
არის “მუნდენსის საერთაშორისო კინოფესტივალის” – აშშ, გრანპრის მფლობელი, მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმისთვის “მუღამი”.
იმავე ფილმით წარდგენილი იყო ლონდონის საერთაშორისო კინოფესტივალის ნომინაციაზე – საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი დოკ. ფილმი. ფილმმა აიღო ჯილდო “ხალხის რჩეული”.

სოსო გალუმაშვილი
2002 წლიდან საკონსულტაციო კომპანია “ჯეპრას” მმართველი პარტნიორი და უფროსი კონსულტანტია. მისი 20 წლიანი სამუშაო გამოცდილება ბეჭდვით და ელექტრონულ მედიაში, კერძო, საზოგადოებრივ და სახელმწიფო სტრუქტურებში საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტად და რეკლამის მენეჯერად მუშაობას მოიცავს.
წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა არსის, კავკასუს ონლაინის, ბაზისბანკის, ნიკორას, ჰაიდელბერგცემენტის, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის, HSBC ბანკი-საქართველოს, უნიქარდის ბრენდ საკომუნიკაციო კამპანიებს.
მისი საკონსულტაციო საქმიანობა ასევე მოიცავდა კერძო და სახელმწიფო ორგანიზაციების გრძელვადიანი საკომუნიკაციო სტრატეგიებისა და სოციალური პარტნიორობის პროექტების შემუშავებას.
2002-2020 წლებში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში კონსულტაციებს უწევდა მაჟორიტარ კანდიდატებს საპარლამენტო და ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებზე.
2008 წლიდან არის თბილისის პიარ კლუბის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე. 2010 წლიდან საქართველოს მცირე და საშუალო ბიზნესის ასოციაციის დამფუძნებელია.
2007 წლიდან არის პიარსკოლის დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი. უძღვება BTL-ის ლექციებს.

სოფო შუბლაძე
სოფო შუბლაძე პარტნიორები საქართველოს დირექტორი, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამფუძნებელი და დირექტორთა საბჭოს წევრი, ტრენერ-ფასილიტატორია.
1996 წლიდან მუშაობს კონფლიქტების მართვის, ინტერაქციული სწავლებისა და მოზრდილთა განათლების სფეროში. აქვს სხვადასხვა ტიპის ჯგუფებთან, მათ შორის არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ახალგაზრდა ლიდერებთან, ბიზნეს და საჯარო სექტორის წარმომადგენლებთან კომუნიკაციის, კონფლიქტების მართვისა და მოლაპარაკებების თემებზე ტრენინგების ჩატარების მდიდარი გამოცდილება.
სოფო შუბლაძე პროფესიით სოციალური ფსიქოლოგია, არის პრესტონის უნივერსიტეტის მაგისტრი ადამიანური რესურსების მართვაში.
პიარსკოლაში ეფექტური კომუნიკაციის ლექციებს 2019 წლიდან უძღვება.