სტარტაპ-სტატუსის გამარჯვებული MUZA და თინა დონაძის გამოცდილება

ხშირად გვესმის, რომ ახალი თაობა ტექნოლოგიებმა დააშორა ისტორიასა და კულტურას, გვინდა სწორედ ტექნოლოგიების დახმარებით აღვადგინოთ ეს კავშირი.

MUZA აპლიკაციაა, რომელიც მუზეუმში ვიზიტს თამაშად აქცევს. გუნდში სამნი ვართ, მე, ქეთა ჩიღვინაძე და სალომე ნაფეტვარიძე. მალე, მუზეუმში სტუმრობა მეტად სახალისო და შემეცნებითი გახდება, განსაკუთრებით კი ბავშვებისთვის. სხვადასხვა სივრცესა და ექსპონატებზე მორგებული მისიები, გუნდური თამაში და ინტერაქცია მუზეუმში მიღებული ინფორმაციის დამახსოვრებას ამარტივებს. აპლიკაციას ექნება ისეთი ფუნქციები, როგორიცაა, სიჩქარის კონტროლი, რაც გარანტიას გვაძლევს, რომ ჩვენი მოთამაშეები დანარჩენი დამთვალიერებლებისთვის ‘შეუმჩნევლები იქნებიან. თამაშის ბოლოს კი ვიზიტორი კითხვარს ავსებს, რომ მიღებული ცოდნა გაამყაროს და გამოცადოს.

იდეამ რამდენიმე დემო დღე და კონკურსი გაიარა. MIT-ს გლობალურ სტარტაპ ლაბს, რეგიონში პირველად, ჩვენმა უნივერსიტეტმა BTU-მ უმასპინძლა. პროექტის ფინალურ დღეს Silknet-ის ფულადი პრიზი 10,000 ლარი მოვიგეთ. ამ თანხით აპლიკაციის საცდელ ვერსიაზე ვიმუშავეთ, რომელსაც მალე ვაჩვენებთ მომხმარებელს. ცოტა ხნის წინ BTU-ს სტარტაპ-სტატუსი მოგვენიჭა, რაც კიდევ უფრო დააჩქარებს პროდუქტის ბაზარზე ჩაშვებას.

პროექტზე მუშაობისას ბევრი ადამიანის აზრს ვითვალისწინებთ. ფსიქოლოგები, მასწავლებლები, ისტორიკოსები, მუზეუმის გუნდის წევრები გვეხმარებიან, რომ აპლიკაცია გამართული იყოს და სხვადასხვა ადამიანის ინტერესებს მოვარგოთ.

ჩემი ძირითადი ყოველდღიური საქმიანობა და როლი MUZA-ს გუნდში მარკეტინგულ კომუნიკაციებს უკავშირდება. ამ მიმართულებით თეორიული და პრაქტიკული ცოდნა პიარსკოლაში მივიღე, რაც ყოველ ეტაპზე მეხმარება. დღემდე ხშირად ვუბრუნდები ლექტორებს და მენტორებს სხვადასხვა რჩევისთვის. მიხარია, რომ ეს გუნდი გავიცანი და სამთვიანმა გამოცდილებამ ბევრი რამ მასწავლა.

6 ნაბიჯი ეფექტური საკომუნიკაციო გეგმის შესაქმნელად

შენს სამიზნე სეგმენტს მიაწოდო. ამისათვის კი საკომუნიკაციო გეგმა აუცილებელია. ის ერთგვარი რუკაა, რომელიც გეხმარება განსაზღვრო თუ როგორ მიიტანო მესიჯი სამიზნე აუდიტორიამდე. ის მნიშვნელოვანი ხელსაწყოა, რომელიც უზრუნველყოფს ორგანიზაციის მხრიდან მკაფიო, კონკრეტული მესიჯების შექმნასა და გავრცელებას და მისგან გაზომვადი შედეგების მიღებას.

საკომუნიკაციო გეგმის შექმნა არც ისე მარტივია და ბევრ დროს მოითხოვს. წარმოგიდგენთ 6 ნაბიჯს, თუ როგორ შექმნათ ეფექტური საკომუნიკაციო გეგმა:

  1. ჩაატარეთ სიტუაციური ანალიზი

ჩაატარეთ აუდიტი იმის შესაფასებლად, თუ სად ხართ ამჟამად კომუნიკაციების თვალსაზრისით. არსებული კომუნიკაციის აუდიტის ჩასატარებლად შემდეგი ნაბიჯები გაიარეთ:

  • კომუნიკაციაზე პასუხისმგებელ თანამშრომლებთან ერთად გაიარეთ ყველა საკითხი, რაც კომუნიკაციასთანაა კავშირში.
  • ჩაატარეთ კვლევები და ფოკუს ჯგუფები
  • არსებობის შემთხვევაში გაესაუბრეთ თქვენს კომპანიაში არსებულ სხვა დეპარტამენტებს
  1. განსაზღვე მიზნები

მას შემდეგ რაც შეაგროვებ და შეაფასებ მიღებულ ინფორმაციებს, განსაზღვრე კომუნიკაციის მიზნები. რა შედეგების მიღება გსურს? რისი მიღწევა გსურს საკომუნიკაციო გეგმის განხორციელების შედეგად? გაითვალისწინე, დასახული მიზნები უნდა იყოს:

  • კონკრეტული
  • გაზომვადი
  • მიღწევადი
  • შედეგზე ორიენტირებული
  • კონკრეტულ დროზე გათვლილი
  1. განსაზღვრე აუდიტორია

აუცილებლად განსაზღვრე, თუ ვისთვის გინდა მესიჯის მიწოდება. გაანალიზე ორგანიზაციის ყველა სამიზნე აუდიტორია. ეს შეიძლება იყოს:

  • კლიენტები
  • პარტნიორები
  • მედიის წარმომადგენლები
  • არასამთავრობო ორგანიზაციები და ა.შ.
  1. განსაზღვრე საკომუნიკაციო არხები

ეცადე, შენს სამიზნე აუდიტორიას სხვადასხვა საკომუნიკაციო არხებით მიწვდე და რაც მთავარია, ზუსტად განსაზღვრე თუ რომელი არხით რომელ სამიზნე აუდიტორიისთვის შეძლებ ხმის მიწვდენას.

  1. დროში გაწერე ყველა ქმედება

იმისათვის, რომ მიაღწიო საკომუნიკაციო მიზნებს, საჭიროა დაგეგმო და დროში გაწერო თითოეული ის ქმედება, რომლის განხორციელებასაც აპირებ. ეს ეტაპი ნათელ წარმოდგენას შეგიქმნით, თუ რა გაქვთ გასაკეთებელი და რა ვადებში.

  1. შეაფასე შედეგები

დაწერილი საკომუნიკაციო გეგმის განხორციელება თქვენთან გარკვეულ ძალისხმევას მოითხოვს – თუმცა ის ამად ნამდვილად ღირს. ეს ის ინსტრუმენტია, რომელიც დაგეხმარებათ წარმატებით მიაწოდოთ მესიჯი სამიზნე აუდიტორიას და ჩამოაყალიბოთ ორმხრივად მომგებიანი ურთიერთობა. სწორად დაწერილი საკომუნიკაციო გეგმა დაგეხმარებათ, მიაღწიოთ თქვენს ბიზნეს მიზნებს და გააუმჯობესოთ მუშაობა.

პიარსკოლის ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების კურსზე, 3 თვის განმავლობაში, იმუშავებთ საკომუნიკაციო გეგმის შემუშავებაზე. მის შექმნაში კი ლექციებზე მიღებული თეორიული ცოდნა დაგეხმარებათ. პროექტზე მუშაობისას მენტორობას გაგიწერევენ პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციები კომპანია „ჯეპრას“ კონსულტანტები.

5 მიზეზი იმისა, თუ რატომ სჭირდება ყველა კომპანიას მარკეტინგული გეგმა

იმისათვის, რომ კომპანიამ ნამდვილად მიაღწიოს წარმატებას, საჭიროა ჰქონდეს მკაფიო და თანმიმდევრული მარკეტინგული გეგმა. ის კარგად უნდა იყოს შემუშავებული და უნდა ასახავდეს კომპანიის საერთო ზრდის გზას. მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა მონახაზიდან გეგმამდე მისვლა რთულად გეჩვენებოდეთ, იფიქრეთ იმაზე, რომ ის აუცილებელია გრძელვადიანი და მდგრადი წარმატებისთვის.

დასარწმუნებლად მეტი მიზეზი გჭირდებათ?

მაშინ, გაგაცნობთ 5 მიზეზს, თუ რატომ სჭირდებათ კომპანიებს მარკეტინგული გეგმა:
1) შემოსავლების დაკარგვის მინიმიზაცია

მარკეტინგული გეგმა უზრუნველყოფს კომპანიის რესურსების სწორად და ეფექტურად განაწილებას. სწორად განსაზღვრული სტრატეგია და ტაქტიკური გეგმა საუკეთესოდ უზრუნველყოფს რომ მარკეტინგში ჩადებული თითოეული თეთრი გამოყენებულ იქნას გონივრულად.

სწორად შემუშავებული მარკეტინგული გეგმა, რომელიც მორგებულია ბიზნესზე, უზრუნველყოფს ზრდას, აძლიერებს ბრენდის იმიჯს, ზრდის მომხმარებელთა რიცხვსა და შემოსავალს.

2) სამიზნე აუდიტორიის იდენტიფიცირება

ციფრულ სამყაროში, სადაც მომხმარებელთა ზრდა ძალიან მნიშვნელოვანია, არ არსებობს მიზეზი რატომაც შესაძლოა ბიზნესმა სამიზნე აუდიტორია ვერ განსაზღვროს. მარკეტინგული გეგმა საიმედო გზაა ნიშის დამკვიდრების, ბიზნესის კონკურენტუნარიანობის ფაქტორებისა და სამიზნე აუდიტორიის დემოგრაფიული მონაცემების სწორად განსაზღვრისთვის.

როდესაც საქმე მარკეტინგს ეხება, ვხვდებით, რომ არ არსებობს ერთი კონკრეტული მიდგომა, რომლითაც შესაძლოა ყველამ იხელმძღვანელოს. მარკეტინგული მცდელობები სპეციალურად უნდა განისაზღვროს მომხმარებელთა მოზიდვისა და შენარჩუნების მიზნით, რამაც საბოლოო ჯამში თქვენი წარმატება უნდა განაპირობოს.

მარკეტინგული გეგმა ამარტივებს პროცესს და მკაფიოდ გიჩვენებს, თუ ვინაა შენთვის შესაბამისი აუდიტორია, და რა მეთოდებით უნდა მიაწვდინო მათ ხმა, რათა უზრუნველყო მაქსიმალური ROI (ინვესტიციის ამოღება).

3) გადაწყვეტილების მიღების უზრუნველყოფა

მარკეტინგის გეგმის გარეშე, ხშირად უჭირთ გუნდებს დროული გადაწყვეტილებების მიღება ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე. გეგმის არსებობა და მისი სწორად კომუნიკაცია, სწრაფი საშუალებაა შემცირდეს გუნდებში გადაწყვეტილების მიღების პრობლემა, რაც თავის მხრივ ხელს უშლის სხვა პროცესების სწორად მუშაობას, და მოიპოვო მეტი ეფექტურობა. იმის ნაცვლად, რომ გუნდის წევრები ელოდებოდნენ ერთმანეთს, ან ანელებდნენ მნიშვნელოვან პროცესებს, მარკეტინგის გეგმა აძლევს მათ მკაფიო მიმართულებას, თუ როდის რა უნდა გააკეთონ და როგორ უნდა გააკეთონ ეს ისე, რომ განამტკიცონ ბრენდის იმიჯი.

მარკეტინგული გეგმა მნიშვნელოვანია თითოეული გუნდის წევრისთვის, ვინაიდან ის შეიცავს განუყოფელ ინფორმაციას, რომელიც საჭიროა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისას, რაც გავლენას ახდენს უშუალოდ კომპანიაზე.

4) მიზნის დასახვის აუცილებლობა

მარკეტინგული გეგმა საზღვრავს მიზნებსა და აყალიბებს ხედვას ბიზნესისა და მისი პოტენციური ზრდისთვის. ის ქმნის წესრიგის შეგრძნებას მიმდინარე ბიზნეს ოპერაციების მიმართ და განსაზღვრავს მისკენ სწრაფვის გზებს. მიზნის ქონა ნებისმიერი ბიზნესისთვისაა მნიშვნელოვანი, რათა გაიზარდოს და „აყვავდეს“.  ასევე მნიშვნელოვანია, დადგინდეს წარმატების მაჩვენებლები და საფუძველი, თუ რასთან მიმართებაში ვზომავთ პროგრესს.

მარკეტინგული გეგმა ნათლად განსაზღვრავს მიზნებს. ის გვიჩვენებს, თუ რა რესურსები გვაქვს და რა ძალისხმევა შეუწყობს ხელს შემოსავლის გრძელვადიან ზრდას.

5) უკეთესი სერვისის ფორმირება

როდესაც იცი როგორია შენი მარკეტინგული გეგმა, ეს ნიშნავს, რომ იცი როგორ უნდა მოემსახურო მომხმარებელს. თითქმის წარმოუდგენელია გააკეთო რაიმე კარგად, როდესაც არ გაქვს პასუხი კითხვაზე – როგორ?

წარმატებული ბიზნესის შექმნა მარკეტინგული გეგმის გარეშეცაა შესაძლებელი, თუმცა მის გარეშე წარმატების მისაღწევად ბევრად მეტი დრო დაგჭირდებათ.