ინტერვიუ World Vision South Caucasus-ის კომუნიკაციების დირექტორ ანა ჩხაიძესთან
-რატომ გადაწყვიტეთ ამ სფეროში საქმიანობა და რა შესაძლებლობებს იძლევა, პიარი კარიერული ზრდის თვალსაზრისით?
პროფესიით ჟურნალისტი ვარ, რამდენიმე წლიანი ჟურნალისტური საქმიანობის შემდეგ მუშაობა დავიწყე World Vision- ში კომუნიკაციების სპეციალისტად. განვითარების სფეროში მუშაობა იმდენად საინტერესო აღმოჩნდა, რომ უკვე 10 წელია ამ ორგანიზაციაში ვმუშაობ და ძალიან მიხარია, რომ თანამონაწილე ვარ იმ დადებითი პროცესების, რასაც ეს ორგანიზაცია წლების მანძილზე ემსახურება. ბევრი ადამიანის ცხოვრების გაუმჯობესებაში შეგვიტანია წვლილი და მრავალი პოზიტიური ცვლილების უშუალო მონაწილე ვყოფილვართ. კონკრეტული ადამიანების ისტორიების, პრობლემებისა თუ წარმატებების გაზიარება წლებია ჩემი საქმიანობაა. დროთა განმავლობაში აუდიტორიასთან წვდომის ხერხები იცვლება, სოციალურმა ქსელებმა ბევრად უფრო საინტერესო და ინტენსიური გახადა ამ სფეროში მუშაობა.
–რა არის
საჭირო საზოგადოებასთან,
წარმატებული კომუნიკაციის
ჩამოსაყალიბებლად?
პირველ რიგში, უმნიშვნელოვანესია იცოდე თუ რა არის შენი მიზანი, რა მესიჯი გინდა მიიტანო საზოგადოებამდე. ამის შემდეგ იწყება ეფექტური გზების ძიება აუდიტორიასთან კავშირის დასამყარებლად – ამ ეტაპზე ძალიან მნიშვნელოვანია კრეატიულობა და ასევე საკუთარი აუდიტორიის ცოდნა. საკმაოდ კომპლექსური საკითხია უმნიშვნელოვანესია ამ დროს მედიის თანადგომა, მათი დაინტერესება საკითხით.
ამ სფეროში
ბევრი რამ იცვლება, ამიტომ მნიშვნელოვანია მიყვებოდე სიახლეებს, იცნობდე საკუთარ აუდიტორიას.
–როგორია თქვენი
ტიპიური სამუშაო
კვირა?
იმის მიხედვით, თუ რამდენად აქტიური პროცესები მიმდინარეობს ორგანიზაციაში, განსხვავდება ჩემი სამუშაო კვირაც. ამჟამად ვცდილობთ ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების შესახებ ცნობიერების ამაღლებას და მათ მიმართ საზოგადოების დამოკიდებულების შეცვლას. კამპანიით #ესარარისჩემიარჩევანი #NotMyChoice გვსურს საზოგადოებას დავანახოთ მათი პრობლემები და ასევე ვაჩვენოთ, რომ შესაძლებელია მათ ცხოვრების შეცვლა. შესაბამისად ჩემი საქმიანობა ამ ეტაპზე მოითხოვს აქტიურ მუშაობას სოციალურ ქსელებში და მედიის ჩართულობაზე ზრუნვას.
–რა უნარებია
საჭირო წარმატებული
პიარ მენეჯერისთვის?
პირველ რიგში, სტრატეგიულად აზროვნება, აუცილებელია გაიაზრო იმ ორგანიზაციის მიზნები და მოთხოვნები, სადაც მუშაობ. ამ სფეროში კრეატიულობა ყოველთვის ფასდებოდა და დღესაც უმნიშვნელოვანესია. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია გიყვარდეს ის საქმე, რასაც აკეთებ და თემები, რაზეც მუშაობ. კონკრეტული ინიციატივის წარმატებით განსახორციელებლად საჭიროა გუნდური მუშაობა, გუნდის თითოეული წევრის ძლიერი მხარეების დანახვა და მათი პროფესიული ზრდის ხელშეწყობა.
––რა ტრენდები
და
ინოვაციები
იკვეთება
საზოგადოებასთან
ურთიერთობის
სფეროში?
ტრადიციული მედია საშუალებები ხშირ შემთხვევაში ჩაანაცვლა სოციალურმა არხებმა, რაც ყველასთვის ხელმისაწვდომია და შესაბამისად ინფორმაციის ნაკადიც დიდია. ბევრად დაჩქარდა პროცესები, სოციალური მედია თავის წესებს გთავაზობს და აუცილებელია მუდმივად აყვე სიახლეებს. აუდიტორიასთან ცალმხრივი ურთიერთობა არ გაქვს, მუდმივ ინტერაქციაში ხარ მასთან, გაქვს შესაძლებლობა დააკვირდე მათ რეაქციებს რა შინაარსის მასალა იწვევს მათ მოწონებას, განსაზღვრო მათი ასაკობრივი ჯგუფი და შესაბამისად უფრო ეფექტურად მიაწოდო ინფორმაცია.
გაიზარდა მოთხოვნა კვლევებზე დაფუძნებულ ინფორმაციაზე. ასევე ბევრად გაიზარდა მოთხოვნა ისტორიის ვიზუალურად გადმოცემაზე ( visual storytelling).