თეა გველესიანი

„პარტნიორები – საქართველო“-ს ტრენერი/კონსულტანტი.

ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შრომისა და ორგანიზაციული ფსიქოლოგიის მიმართულების დოქტორანტი/ლექტორი.

ინტერაქტიული სწავლების 20 წლიანი გამოცდილების ფარგლებში მას ჩატარებული აქვს მრავალი ტრენინგი შემდეგ თემებზე: ეფექტური კომუნიკაცია, პრეზენტაციის ტექნიკა, საჯარო გამოსვლა, მოლაპარაკებები, გუნდური მუშაობა, კონფლიქტების მართვა, ფასილიტაცია, მრავალფეროვნების მართვა, ადვოკატირება, ეფექტური მომსახურება, გაყიდვა და სხვა.

პიარსკოლაში 2007 წლიდან უძღვება ეფექტური კომუნიკაციის კურსს.

ირინა ჯავახაძე

ირინა 2014 წლიდან ელექტრონული წიგნების სახლ საბა • SABA დირექტორი და საქართველოში ყველაზე ავტორიტეტული და პრესტიჟული ლიტერატურული პრემია „საბას“ ორგანიზატორია.
სხვადასხვა დროს იყო კვლევითი კომპანია IPM-ის მედია მონიტორინგის განყოფილების უფროსი. ხელმძღვანელობდა „გუდვილისა“ და „ფინკას“ მარკეტინგის განყოფილებებს.
კომუნიკაციის სტრატეგიების, ახალი პროდუქტის ბაზარზე წარდგენისა და ბრენდინგის მიმართულებით კონსულტაციებს უწევს, როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივ კომპანიებს, მათ შორის, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს.
პიარსკოლის გუნდს ირინა ჯავახაძე 2021 წლიდან შემოუერთდა მარკეტინგის ლექტორად.

ნინო ჩიჩუა

საქართველოში ყველაზე  დიდი ჰოსპიტალური ქსელის „სამედიცინო კორპორაცია ევექსის” მარკეტინგისა და სერვისის დირექტორი.

ფლობს ესადე ბიზნესის სკოლისა და ბოკონი მენეჯმენტის  სკოლის  მაგისტრის ხარისხს (executive master) მარკეტინგისა და გაყიდვების მიმართულებით, ასევე მიღებული აქვს მაგიტრის ხარისხი ბიზნესის ადმინისტრირებაში, ევროპული მართვის უმაღლეს სკოლაში (ESM).

სხვადასხვა კომპანიებში აქვს მენეჯერად მუშაობის 10 წლიანი გამოცდილება.

2010-2014 წლებში მისი მონაწილეობით დაიგეგმა და განხორციელდა ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტი“იუსტიციის სახლი”.

2012 -2014 წლებში იყო სსიპ „ იუსტიციის სახლის“  გენერალური დირექტორი.

სხვადასხვა დროს იკავებდა  იუსტიციის სამინისტროსა  და ლიბერთი ბანკის  მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელის თანამდებობას, მუშაობდა თი-ბი-სი ბანკისა და „სადაზღვევო კომპანია ალდაგის“ მარკეტინგის დეპარტამენტებში მენეჯერულ პოზიციებზე,

მისი ავტორობითა და თანაავტორობით   გამოცემულია  პუბლიკაციები, თანამშრომლობს სხვადასხვა უნივერსიტეტებთან და ეწევა აკადემიურ საქმიანობას.

მარინა იმერლიშვილი

2006 წლიდან არის ARC-ის (“გამოყენებითი კვლევების კომპანია ეი არ სი”) ერთ-ერთი დამფუძნებელი პარტნიორი და მისი დირექტორი. კომპანიაში კურირებს ორგანიზაციული განვითარებისა და სტრატეგიული დაგეგმვის მიმართულებას. არის საქართველოში საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლობების ექსპერტი. წარსულში იყო საქართველოს გაეროს ასოციაციის ასოცირებულ ექსპერტთა ჯგუფის წევრი, ასევე რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის დამფუძნებელი / გამგეობის წევრი. ჩატარებული აქვს 80-ზე მეტი კვლევა სახელმწიფო, ბიზნეს და საზოგადოებრივ სექტორში.

2003-2006 წწ-ში  გრიგოლ რობაქიძის სახ. უნივერსიტეტში კითხულობდა საზოგადოებასთან ურთიერთობების კურსს საჯარო პოლიტიკისა და ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის.

2008-2012წწ-ში ჩატარებული აქვს პერსონალის შეფასების მოკლე  კურსი ბიზნეს კარიერის სკოლის მსმენელებისთვის.

პიარ სკოლის გუნდს შემოუერთდა 2007 წელს.

ანდრო მეტრეველი

აქვს 20 წლიანი გამოცდილება მარკეტინგული კომუნიკაციების და ბრენდინგის სფეროში.

მონაწილეობა აქვს მიღებული 60-ზე მეტ სხვადასხვა ტიპის ბრენდინგ პროექტში, მათ შორის: „ვისოლი“, „ბაზის ბანკი“, „ნიკორა“, “იუ ეფ სი“, „საქკაბელი“, „გია გვარამიას კლინიკა“.

პიარსკოლაში 2017 წლიდან უძღვება ბრენდინგის კურსს.

მაიკო ძირკველიშვილი

2001 წლიდან 2015 წლის ჩათვლით იყო თიბისი ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი. მისი ხელმძღვანელობით ხორციელდებოდა თიბისი ბანკის ყველა პიარ კამპანია, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ცალკეული პროექტები და აქტივობები. არის საქველმოქმედო ასოციაცია „თიბისის“ დამფუძნებელი. 2003-2018 წლებში თიბისი ბანკის მიერ დაფუძნებული პროექტის – ყოველწლიური ლიტერატურული კონკურსის „საბა“ ორგანიზატორი და ხელმძღვანელი.

2006-2007 წლებში იყო საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების სასწავლო კურსის ლექტორი.

არის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მეგობართა საზოგადოების ბორდის წევრი.

2007 წლიდან არის პიარსკოლის ერთ-ერთი დამფუძნებელი და ლექტორი. უძღვება პიარის ლექციებს.

კახა მაღრაძე

ჯეპრას უფროსი პარტნიორი და უფროსი კონსულტანტი.

კახა მაღრაძე პასუხისმგებელია საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგული კომუნიკაციების სფეროებში საკონსულტაციო პროექტების მართვასა და ზედამხედველობაზე კომპანიაში. ის ასევე მონაწილეობს კლიენტებთან და დონორებთან ურთიერთობის, ასევე კომპანიის სტრატეგიული განვითარებისა და CSR საქმიანობის მართვის პროცესებში.

კახა მაღრაძეს აქვს 18 წლიანი გამოცდილება სტრატეგიული კომუნიკაციის, საზოგადოებასთან ურთიერთობის, საკომუნიკაციო კამპანიების, კრიზისული კომუნიკაციის, შიდა კომუნიკაციის, ბრენდინგის, საკომუნიკაციო სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების შემუშავების მიმართულებით როგორც ბიზნესის, ასევე საჯარო და სამოქალაქო სექტორის სხვადასხვა ტიპის ორგანიზაციებისთვის.

კახა მაღრაძე, როგორც ასოცირებული პროფესორი და ლექტორი, ასევე ასწავლის სტრატეგიულ კომუნიკაციებსა და საზოგადოებასთან ურთიერთობას “ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში”.  კახას ჩატარებული აქვს 200-მდე ტრენინგი პიარის, მარკეტინგისა და კრიზისული კომუნიკაციების, CSR და ა.შ. კომუნიკაციის სპეციალისტებისთვის და სხვა დაინტერესებული პირებისთვის.

პიარსკოლაში პიარის ლექციებს 2007 წლიდან უძღვება.

ეკატერინე ტოგონიძე

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) მარკეტიგნის, პიარისა და დასაქმების ცენტრის ხელმძღვანელი. აქვს ტელეჟურნალისტიკაში მუშაობის 10 წლიანი, პიარის სფეროს 5 წლიანი და პედაგოგიური საქმიანობის 10 წლიანი გამოცდილება.

2012 წლიდან მნიშვნელოვანი გამოცდილება დააგროვა ივენთ მენეჯმენტის მიმართულებით. ხელმძღვანელობდა არაერთ სოციალურ პროქტს ცნობიერების ამაღლების მიზნით.

არის პროზაიკოსი, 5 წიგნის ავტორი, ლიტერატურული პრემია „საბას“ ლაურეატი. მისი ტექსტები თარგმნილია სხვადასხვა ენაზე და შესულია როგორც ქართულ, ასევე საერთაშორისო ანთოლოგიებში.

2018 წელს მისი რომანის „ასინქრონი“ გერმანულენოვანი თარგმანი გამოიცა ავსტრიაში.

არის არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოველი მეათე ჩვენგანის“ დამფუძნებელი.

პიარსკოლაში მედიამენეჯმენტის ლექციებს 2012 წლიდან უძღვება.

ნინი მეტრეველი

ნინის დამთავრებული აქვს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში პოლიტიკის მეცნიერებების, ვილნიუსის უნივერსიტეტში საერთაშორისო კომუნიკაციების,ხოლო ვროცლავის უნივერსიტეტში ჟურნალისტიკის ფაკულტეტი.

აქვს ჟურნალისტად მუშაობის 7 წლიანი და მარკეტინგის სფეროში მუშაობის 3 წლიანი გამოცდილება.

2018 წლიდან “პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კომპანია “ჯეპრას” მედია მენეჯერია.

პიარსკოლაში 2020 წლიდან უძღვება მედიამენეჯმენტის ლექციებს.

სოფო მეშვილდიშვილი

აქვს 12 წლიანი გამოცდილება სამშენებლო დეველოპერულ სფეროში, ასევე ბრენდინგისა და მარკეტინგის სფეროებში.

ამჟამად სოფო არის პროექტ”ორიონ ვაკე” მარკეტინგის და გაყიდვების სამსახურის უფროსი, ასევე პროექტ “პარკ ორთაჭალას” მარკეტინგის და პროექტის მენეჯერი.

ივენთ მენეჯმენტში ჩართულია 2018 წლიდან, როდესაც მეგობართან ერთად დააარსა ივენთ კომპანია, რომელიც წარმატებით განვითარდა და დღემდე ითვლის უამრავ ლამაზ და დასამახსოვრებელ პროექტს.

სოფო პიარსკოლას 2022 წლიდან შემოუერთდა.