მაიკო ძირკველიშვილი

2001 წლიდან 2015 წლის ჩათვლით იყო თიბისი ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი. მისი ხელმძღვანელობით ხორციელდებოდა თიბისი ბანკის ყველა პიარ კამპანია, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ცალკეული პროექტები და აქტივობები. არის საქველმოქმედო ასოციაცია „თიბისის“ დამფუძნებელი. 2003-2018 წლებში თიბისი ბანკის მიერ დაფუძნებული პროექტის – ყოველწლიური ლიტერატურული კონკურსის „საბა“ ორგანიზატორი და ხელმძღვანელი.

2006-2007 წლებში იყო საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების სასწავლო კურსის ლექტორი.

არის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მეგობართა საზოგადოების ბორდის წევრი.

2007 წლიდან არის პიარსკოლის ერთ-ერთი დამფუძნებელი და ლექტორი. უძღვება პიარის ლექციებს.