ქეთევან ჭინჭარაული

ქეთევან ჭინჭარაული 10 წელზე მეტია მოღვაწეობს საკომუნიკაციო ინდუსტრიაში. Მისი კარიერული გზა 2013 წელს, კომპანია “რონიკოს” სოციალური მედიის მენეჯერობით დაიწყო და მუშაობდა “რონიკოს” პორტფოლიოში არსებულ ისეთ ბრენდებთან, როგორიც არის Ray-Ban, Dolce&Gabbana, Prada და სხვ.

2017 წლიდან კი დიჯითალ სააგენტოში “Socialsharks” – სოციალური მედიის მენეჯერობით გააგრძელა და თითქმის სამი წელია ედვერთაიზინგის გუნდს უდგას სათავეში. ქეთევანი და მისი გუნდი მუშაობს დამკვეთი კომპანიებისთვის სარეკლამო სტრატეგიის შესაბამისი არხებისთვის შედგენაზე. Ასევე, მიზნებზე ორიენტირებული კამპანიების დაგეგმვა, შედეგების მონიტორინგი, რეპორტინგი და რეპორტის გაანალიზება და რეკომენდაციები შემდგომი კამპანიებისათვის.

Როგორც სოციალური მედიის და ახლა, როგორც უკვე ედვერთაიზინგის გუნდის ხელმძღვანელს მოუწია თანამშრომლობა ისეთ კომპანიებთან როგორიც არის: “TBC Pay”, “MyCreditinfo”, “X2 Development”, “Leaderbet”, “Seu Development”, “Kutaisi Airport”, “Glovo”, “Skoda”, “Kia” და სხვ.

ქეთევან ჭინჭარაული პიარსკოლას შემოუერთდა 2023 წელს და უძღვება სოციალური მედიის კურსს.

თამარ ცინცაძე

მეათე წელია, რაც სარეკლამო ინდუსტრიაში მოღვაწეობს. ამ წლების უდიდესი ნაწილი კრეატიულ სააგენტო Windfor’s-ში გაატარა, სადაც ხელმძღვანელობდა კლიენტების მომსახურების დეპარტამენტს როგორც საქართველოში, ასევე უკრაინაში.

მისი პორტფოლიო მრავალფეროვანია პროექტების შინაარსით, გეოგრაფიით და კომპლექსურობით. კლიენტების და ინდუსტრიების არასრული ჩამონათვალი, ვისთანაც თამარს უმუშავია – ასეთია:  „ჯიპიაი ჰოლდინგი“, სადაზღვევო კომპანია „Benefits”, „ტერა ბანკი“, „რე-ბანკი“, „თიბისი უზბეკეთი“, „ჯეოსელი“, „სილკნეტი“, „კავკასუს ონლაინი“,„მაგთიკომი“, FOX Channel, „ბორჯომი“, „ბაკურიანი“, ქართული ჩიფსი „ფრიქსი“,„დღის პროდუქტები“, ღვინო „ვისმინო“, “თბილღვინო“, “თელიანი ველი უკრაინა“,ფიტნეს დარბაზი „ოკტოპუსი“,„თბილისი მოლი“, „გალერია თბილისი“, “East Point”, „ვენდუ“, უკრაინული სუპერმარკეტების ქსელი “Silpo”, „ლისი დეველოპმენტი“, კურორტი „კოხტა-მიტარბი“, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, ეროვნული მუზეუმი, საქართველოს ეროვნული ლატარია, „Treepex”, ძეგვის თავშესაფარი, და ა.შ.

პროექტები რომლებზეც მუშაობდა გუნდთან ერთად, არაერთი საერთაშორიო ჯილდოს მფლობელია, მათ შორის Cannes Lions, Epica Awards, Eurobest, ADCE, Ad Black Sea და ა.შ.

2020-2021 წლების მანძილზე ცხოვრობდა უკრაინის დედაქალაქ კიევში, სადაც მუშობდა ღვინის ინდუსტრიაში, მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელად და ასევე მართავდა კრეატიული სააგენტო Windfor’s-ის კიევის ფილიალს.

2016-2019 წლებში იყო კრეატიული ფესტივალის – Ad Black Sea აღმასრულებელი მენეჯერი. ფესტივალი დროებით შეჩერდა პანდემიის გამო.

პიარ სკოლაში ლექციებს კითხულობდა 2018-2019 წლებში და საქართველოში დაბრუნების შემდეგ, 2022 წლიდან კვლავ შემოუერთდა გუნდს განახლებული გამოცდილებით, ცოდნით და მიდგომებით.

მოცემულ ეტაპზე, მუშაობს მხოლოდ დამოუკიდებელ პროექტებზე, კონსულტანტის და აღმასრულებელი მენეჯერის პოზიციებზე.

თეა ყიფშიძე

1994 წლიდან დღემდე, როგორც ჟურნალისტი, აქტიურად თანამშრომლობს მედიასაშუალებებთან. სხვადასხვა დროს ჟურნალ-გაზეთებში იყო კულტურის მიმართულების რედაქტორი, სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის საერთაშორისო პროექტების პროდიუსერი, რადიოწამყვანი. აქვს საჯარო სექტორში მუშაობის გამოცდილება – 2013-17 წლებში იყო ბანაკების მართვისა და პროგრამების დეპარტამენტის უფროსი, ხოლო 2018 წელს საქართველოში გამართული 43-ე მსოფლიო ოლიმპიადის გახსნა-დახურვის ცერემონიალების პროდიუსერი. 2009 წლიდან დღემდე არის „ლიტერატურული გაზეთის“ ტექნიკური რედაქტორი.

2018 წლიდან საერთაშორისო ორგანიზაციის – ევროპის საჭადრაკო კავშირი (აერთიანებს ევროპის 54 ქვეყნის ეროვნულ ფედერაციას) – პიარისა და მარკეტინგის დირექტორია. 2019 წელს მისი ინიციატივით დაარსდა საჭადრაკო სამყაროს ერთ-ერთი  უმაღლესი ჯილდო – ევროპის ოქროს პაიკი, რომელიც მისივე ხელმძღვანელობით გაიმართა მონაკოში.

პიარსკოლის გუნდს თეა ყიფშიძე შემოუერთდა 2021 წელს, სადაც უძღვება კურსს – ამბის თხრობის ხელოვნება.

ალექსანდრე გაბუნია

2011 წლიდან არის სტუდია “ჩინემანი Fილმს” დამფუძნებელი. 2003 წელს დაამთავრა “მედიისა და ტელეხელოვნების კოლეჯი” ჟურნალისტის კვალიფიკაციით. 2009 წელს ქალაქ ნიუ იორკში გაიარა “ნიუ იორკის კინო აკადემიის” კურსი, კინო რეჟისორის სპეციალობით.

2004 წელს მუშაობა დაიწყო ტელეკომპანია “იმედში” საინფორმაციო გამოშვების კორესპონდენტად. 2004-2006 წლებში მუშაობდა ტელეკომპანია საკვირაო ანალიტიკური გადაცემა “დროება”-ს ჟურნალისტად.

2012 – 2013 წლებში მუშაობდა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე დოკუმენტური ფილმების რედაქციაში რეჟისორის თანამდებობაზე.

არის “მუნდენსის საერთაშორისო კინოფესტივალის” – აშშ, გრანპრის მფლობელი, მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმისთვის “მუღამი”.

იმავე ფილმით წარდგენილი იყო ლონდონის საერთაშორისო კინოფესტივალის ნომინაციაზე – საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი დოკ. ფილმი. ფილმმა აიღო ჯილდო “ხალხის რჩეული”.

სოსო გალუმაშვილი

2002 წლიდან საკონსულტაციო კომპანია “ჯეპრას” მმართველი პარტნიორი და უფროსი კონსულტანტია. მისი 20 წლიანი სამუშაო გამოცდილება ბეჭდვით და ელექტრონულ მედიაში, კერძო, საზოგადოებრივ და სახელმწიფო სტრუქტურებში საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტად და რეკლამის მენეჯერად მუშაობას მოიცავს.

წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა არსის, კავკასუს ონლაინის, ბაზისბანკის, ნიკორას, ჰაიდელბერგცემენტის, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის, HSBC ბანკი-საქართველოს, უნიქარდის ბრენდ საკომუნიკაციო კამპანიებს.

მისი საკონსულტაციო საქმიანობა ასევე მოიცავდა კერძო და სახელმწიფო ორგანიზაციების გრძელვადიანი საკომუნიკაციო სტრატეგიებისა და სოციალური პარტნიორობის პროექტების შემუშავებას.

2002-2020 წლებში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში კონსულტაციებს უწევდა მაჟორიტარ კანდიდატებს საპარლამენტო და ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებზე.

2008 წლიდან არის თბილისის პიარ კლუბის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე. 2010 წლიდან საქართველოს მცირე და საშუალო ბიზნესის ასოციაციის დამფუძნებელია.

2007 წლიდან არის პიარსკოლის დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი. უძღვება BTL-ის ლექციებს.

ირინა ჯავახაძე

ირინა 2014 წლიდან ელექტრონული წიგნების სახლ საბა • SABA დირექტორი და საქართველოში ყველაზე ავტორიტეტული და პრესტიჟული ლიტერატურული პრემია „საბას“ ორგანიზატორია.
სხვადასხვა დროს იყო კვლევითი კომპანია IPM-ის მედია მონიტორინგის განყოფილების უფროსი. ხელმძღვანელობდა „გუდვილისა“ და „ფინკას“ მარკეტინგის განყოფილებებს.
კომუნიკაციის სტრატეგიების, ახალი პროდუქტის ბაზარზე წარდგენისა და ბრენდინგის მიმართულებით კონსულტაციებს უწევს, როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივ კომპანიებს, მათ შორის, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს.
პიარსკოლის გუნდს ირინა ჯავახაძე 2021 წლიდან შემოუერთდა მარკეტინგის ლექტორად.