სოსო გალუმაშვილი
2002 წლიდან საკონსულტაციო კომპანია “ჯეპრას” მმართველი პარტნიორი და უფროსი კონსულტანტია. მისი 20 წლიანი სამუშაო გამოცდილება ბეჭდვით და ელექტრონულ მედიაში, კერძო, საზოგადოებრივ და სახელმწიფო სტრუქტურებში საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტად და რეკლამის მენეჯერად მუშაობას მოიცავს.
წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა არსის, კავკასუს ონლაინის, ბაზისბანკის, ნიკორას, ჰაიდელბერგცემენტის, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის, HSBC ბანკი-საქართველოს, უნიქარდის ბრენდ საკომუნიკაციო კამპანიებს.
მისი საკონსულტაციო საქმიანობა ასევე მოიცავდა კერძო და სახელმწიფო ორგანიზაციების გრძელვადიანი საკომუნიკაციო სტრატეგიებისა და სოციალური პარტნიორობის პროექტების შემუშავებას.
2002-2020 წლებში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში კონსულტაციებს უწევდა მაჟორიტარ კანდიდატებს საპარლამენტო და ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებზე.
2008 წლიდან არის თბილისის პიარ კლუბის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე. 2010 წლიდან საქართველოს მცირე და საშუალო ბიზნესის ასოციაციის დამფუძნებელია.
2007 წლიდან არის პიარსკოლის დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი. უძღვება BTL-ის ლექციებს.