პიარსკოლის კურსდამთავრებული, ანა ქუტიძე კომუნიკაციების სფეროში მის გამოცდილებასა და პიარსკოლის კურსის შესახებ:
მოკლედ მოგვიყევი შენი საქმიანობის შესახებ..
ჩემი კარიერა თავიდანვე მნიშვნელოვან წილად განსაზღვრა სამშენებლო სექტორთან ერთმა წარმატებულმა თანამშრომლობამ და უკვე მერვე წელია ამ სფეროში ვარ.
ახლა დეველოპერული კომპანია “DUX DEVELOPMENT”- ის და გერმანული, ალუმინის საფასადე სისტემების მწარმოებელი კომპანია HUECK- ის მარკეტინგის ხელმძღვანელი ვარ.
ამას გარდა პერიოდულად ვმუშაობ მოკლევადიან მარკეტინგულ პროექტებზე და პარალელურად ვცდილობ დრო დავუთმო ჩემი ჰენდმეიდ სტარტაპის “BLUE JAY “ განვითარებას თუმცა ზემოთ ჩამოთვლილი საქმიანობების გამო საკადრის დროს და ენერგიას ვერ ვუთმობ ამ ეტაპზე, მუდამ მეჩაგრება და ამაზე ვღელავ.
როგორ იყენებ პიარსკოლაში მიღებულ ცოდნას პრაქტიკულ საქმიანობაში?
პიარსკოლა 5 წლის წინ იყო.. ზუსტად მაშინ, როცა მკაცრად გამომეკვეთა ინტერესები ამ სფეროს მიმართ და ჩემი პრაქტიკული გამოცდილების ხარჯზე მიღებული ცოდნის სისრულეში მოყვანა და თეორიული ცოდნით გამყარება მჭირდებოდა… ვ
ფიქრობ, ეს იყო ის შემთხვევა, როცა საჭირო დროს იღებ საჭირო გადაწყვეტილებას და ეს გადაწყვეტილება 100%-ით ამართლებს.
პიარსკოლამ და იმ საოცარმა ლექტორებმა, რომელთა მრავალფეროვნებითაც ასე განებივრებულნი ვიყავით, გარდა თეორიული და პრაკტიკული ცოდნისა, ისეთი ადამიანური რესურსები, თვისებები აღმოგვაჩენინეს საკუთარ თავებში რაც აქამდე მიძინებული ან საერთოდ არ გვქონდა.
პიარსკოლამ მომცა თავდაჯერებულობა, მასწავლა მასშტაბური და კრეატიული აზროვნება, მომიხსნა წვრილმანი კომპლექსები საკუთარი აზრის დაფიქსირების, აუდიტორიასთან თამამად წარდგენის და ბევრი ისეთი ნიუანსის, რაც ჩვენს სფეროში ძალიან მნიშვნელოვანია..
არ შემიძლია არ გამოვყო სოსო გალუმაშვილის მუდმივი მხარდაჭერა, რეკომენდაციები და ძალისხმევა რომ ყველა პიარსკოლელი იყოს დასაქმებული და წარმატებული თავის სფეროში.. ეს მხარდაჭერა მე საკუთარ თავზე გამოვცადე არაერთხელ და მადლობა მას ამისთვის.
გაიხსენე საბოლოო პროექტისთვის რა თემაზე მოგიწია მუშაობა და რამდენად დაგეხმარა პრაქტიკული ცოდნის მიღებაში? არის რაიმე ხერხი, რომელიც ამ პროცესში ისწავლე და დღემდე იყენებ?
ჩვენი საბოლოო პროექტი იყო „ღვინის ფესტივალი“ და რეალურად ეს პროექტი იყო თავმოყრა მთელი იმ თეორიული ცოდნის, რაც იმ თვეების განმავლობაში მივიღეთ.. პრაქტიკულად გავდიოდით ყველა იმ პროცესს, რასაც რეალურ პროექტზე მუშაობისას გადიან..
მახსოვს რომ ძალიან ამაღელვებელი და ემოციური იყო პროექტის წარდგენის დღე.. ერთ კონკრეტულ ხერხს ალბათ ვერ გამოვყოფ, თუმცა ვიცი რომ მუშაობის ის სტილი და მიმართულება, რაც მაქვს ყველა პროექტთან მიმართებაში, თავის დროზე პიარსკოლამ ჩანერგა ჩემში.
უკან რომ შეგეძლოს დროის დაბრუნება, გაივლიდი თუ არა ისევ პიარსკოლის მარკეტინგული კომუნიკაციების კურსს?
აი ზოგჯერ არისხოლმე რომ რაღაცეებს ვნანობთ, თუნდაც განათლების კუთხით, სათანადო დროის არ დათმობას… ლექციებზე უყურადღებოდ ჯდომას, ნაკლებ ჩართულობას… ჩემ შემთხვევაში იმდენად მაბედნიერებდა „პროცესი პიარსკოლა“ რომ მსგავსი სინანული თითქმის არ მაქვს..
ბოლომდე ვიხარჯებოდი, აქტიურად ვიყავი ჩართული პროექტში, ლექციებზე.. პასუხგაუცემელ კითხვას არ ვიტოვებდი, მითუმეტეს მქონდა ასეთი საინტერესო ლექტორების ფუფუნება და მეც მეტი რა მინდოდა.
საბოლოოდ 3 საუკეთესო სტუდენტს შორისაც მოვხვდი და ის სანუკვარი სარეკომენდაციო წერილიც მივიღე მათგან, რომელიც მომავალში ძალიან დამახმარა დასაქმებაში, ჩემ მიმართ დადებითი შთაბეჭდილების შექმნაში.
რა თქმა უნდა, დროის უკან დაბრუნება რომ შემეძლოს უალტერნატივოდ დავრეგისტრირდებოდი პიარსკოლის კურსზე და გავამეორებდი იმ ჯადოსნურ თვეებს რომელიც იქ გავატარე.