როგორ მოვყვეთ ამბავი ეფექტურად?

გიფიქრიათ თუ არა იმაზე, დღის განმავლობაში რამდენ ამბავს ისმენთ ან კითხულობთ? ან თავად რამდენს ყვებით? თუ კი საკუთარ თავს დააკვირდებით იმასაც შეამჩნევთ, რომ მთელი ძალისხმევით ცდილობთ ამბავი განსაკუთრებით საინტერესოდ მოყვეთ, რათა მსმენელის ყურადღება ბოლომდე თქვენსკენ იყოს მომართული.

ისტორია ჩვენი ყოველდღიურობაა. მისი მოყოლა შეგვიძლია ყველას, მთავარია ვიცოდეთ როგორ მოვყვევთ ეფექტურად და საინტერესოდ. ამისათვის კი წარმოდგიდგენთ რამოდენიმე რჩევას:

1. განსაზღვრეთ მესიჯი

ისტორია უნდა ვითარდებოდეს მთავარი იდეის, მესიჯის გარშემო. როდესაც ისტორიას კრავთ, უნდა განსაზღვროთ იდეა, რომლის გარშემოც გინდათ თემის გავრცობა. მაგ. თუ კი ისეთ ისტორიას ყვებით, რომელმაც უნდა „ჩაითრიოს“ მკითხველი, ეცადეთ გაზარდოთ დრამატულობა მანამ, სანამ კულმინაციამდე მიაღწევს მკითხველი. არ აქვს მნიშვნელობა, როგორი ტიპის ისტორიას ყვებით, მნიშვნელოვანია, გაითვალისწინოთ ის მთავარი თემა, რომლის გარშემოც აშენებთ ამბავს.

2. ისტორიაში აუცილებელია იყოს კონფლიქტი

კონფლიქტს ვერ გაექცევით. დიდებული ამბის მთხრობელები ქმნიან ისტორიებს, რომელშიც გმირებს ბევრნაირი დაბრკოლება და სირთულე ხვდებათ. იმისთვის, რომ ბედნიერმა დასასრულმა მკითხველს სიამოვნება მიანიჭოს, მათ უნდა ნახონ, რამდენ სირთულეს გადის გმირი დასახული მიზნების მისაღწევად. არაუშავს, თუ  კი ცოტა ბოროტი იქნებით თქვენი გმირის მიმართ – ეს აუცილებელია.. დამაჯერებელი სიუჟეტები აგებულია კონფლიქტზე. ამიტომაც აუცილებელია, დაინახოთ კონფლიქტისა და დრამის აუცილებლობა. ეს კი დაგეხმარებათ, გახდეთ უკეთესი მთხრობელი

3. ჩამოაყალიბე მკაფიო სტრუქტურა

ისტორიის სტრუქტურირების სხვადასხვა გზა არსებობს, თუმცა 3 ყველაზე მნიშვნელოვანი „ინგრედიენტი“, რაც ისტორიას უნდა ჰქონდეს არის: დასაწყისი, განვითარება და დასასრული.. წარმატებული ისტორია უნდა იწყებოდეს რაიმე ინციდენტით, რომელიც გადაიზრდება მოქმედებეში, მიაღწევს კულმინაციას და საბოლოოდ მოგვარდება დასასრულისას

4. გაითვალისწინეთ პირადი გამოცდილება

არ აქვს მნიშვნელობა, ისტორიას რეალურ ამბავზე დაფუძნებით წერთ თუ არა, თქვენ ყოველთვის შეგიძლიათ ინსპირაცია საკუთარი ცხოვრებისეული ისტორიებიდან აიღოთ. იფიქრეთ ცხოვრებაში მიღებული მნიშვნელოვანი გამოცდილებების შესახებ და წარმოიდგინეთ, როგორ შეგიძლიათ მათი ნარატივად ქცევა.

5. დააინტერესე და „ჩაითრიე“ აუდიტორია.

დიდებული ისტორიები მოითხოვს კავშირს აუდიტორიასთან. ის თუ როგორ დააინტერესებ აუდიტორიას დიდწილად დამოკიდებულია ამბის თხრობის იმ სტილზე, რასაც იყენებ..

დაიმახსოვრე, როდესაც გადაწყვეტ მოყვე ისტორია, აუცილებლად იფიქრე და გაითვალისწინე აუდიტორია.

მარკეტინგული კომუნიკაციების კურსზე “ამბის თხრობის ხელოვნებას” 2 ლექცია ეთმობა, რომლის ფარგლებშიც შეისწავლით: 

– ამბის თხრობის განსხავავებულს ხერხებს

– როგორ მოახდინოთ გავლენა სხვადასხვა ამბებით

– შეიძლება თუ არა ყველაფერი იყოს ამბავი?

– თანამედროვე გამოწვევები და სირთულეები Storyteller-ბისთვის

ამბის თხრობა და მისი მნიშვნელობა მარკეტინგში

ამბის თხრობა მარკეტინგში ნარატივის მეშვეობით მომხმარებლისთვის გარკვეული მესიჯის მიწოდებას გულისხმობს. მის მიზანს, მაყურებლისთვის თუ მკითხველისთვის იმ შეგრძნებების გაჩენა წარმოადგენს, რაც მათ შთააგონებს განახორციელონ გარკვეული ქმედებები. ამბის თხრობა სხვადასხვა სახითაა შესაძლებელი: ისტორიები შეგიძლიათ გადმოსცეთ ფოტოებში, ვერბალურად ან წერილობით. ისინი შეგიძლიათ გაავრცელოთ სხვადასხვა არხებით – დაწყებული სოციალური მედიით, დასრულებული ბილბორდებით.

ამბის თხრობა ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გზაა, რომელიც საშუალებას აძლევს მარკეტერებს გააცოცხლონ ბრენდი. მისი მეშვეობით მარკეტერები ძლიერ ემოციურ კავშირს ამყარებენ მომხმარებელსა და ბრენდს შორის.  ისინი იდენტობას ანიჭებენ ბრენდს და ამით მომხმარებელს მრავალფეროვან გამოცდილებას ანიჭებენ. მსოფლიოს უდიდესმა ბრენდებმა კი კარგად იციან, თუ რამხელა ძალა აქვს ამბის თხრობას მარკეტინგში.

ისტორიებს შეუძლიათ მოახდინონ ძლიერი ზეგავლენა ჩვენზე. ამის ძალიან კარგი მაგალითია Apple watch. 

2018 წელს Apple-მა გამოაქვეყნა Youtube ვიდეო სათაურად “Apple watch – რეალური ისტორიები”. ვიდეოში ასახული იყო რეალური ისტორიები, თუ როგორ გადაარჩინა 4 ადამიანი სიკვდილს Apple watch-მა.

ასეთი ისტორიები მომხმარებელს უჩვენებს იმ გავლენას, რასაც ზოგიერთი პროდუქტი ახდენს ჩვენზე. ეს კი მათ ეხმარება გაანალიზონ, თუ რა სარგებელი აქვს ამ პროდუქტს და როგორ გააუმჯობესებს ის მათ ცხოვრებას.

 

 

ეს არის ის, რისკენაც ყველა ბრენდი უნდა ისწრაფვოდეს. მოტევი ისტორია, რომელშიც მომხმარებელი ამოიცნობს საკუთარ თავს,  დაინახავს თუ რატომ ვერ გაძლებს შენი პროდუქტის გარეშე, ან რამდენად კარგად იქნება თუ კი შენს პროდუქტს ან სერვისს მოიხმარს. სწორედ ესაა ამბის თხრობის ძალა..