20 ივნისს, პიარსკოლაში Government 2.0. -ის კურსი დასრულდა. მსმენელები 7 სალექციო დღის განმავლობაში დაეუფლნენ სტრატეგიულ მიდგომასა და თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიებს საზოგადოებასთან ურთიერთობაში. Government 2.0. -ის გამოსაშვები საღამო პიარ სკოლაში 27 ივნისს გაიმართება. |
Category: სიახლეები
პიარსკოლაში კრეატიული მარკეტინგის კურსზე მიღება გამოცხადდა
პიარსკოლაში ”კრეატიული მარკეტინგი – მომხმარებლის კმაყოფილების ხელოვნება” 22 ივნისს დაიწყება. კურსი 9 სალექციო დღეს, 27 საათიან სწავლებას ითვალისწინებს, რომლის გავლის შემდეგ მსმენელებს ეცოდინებათ მარკეტინგის დანიშნულების განსაზღვრა, ბიზნეს ადმინისტრირებაში მარკეტინგის როლის იდენტიფიცირება, სხვადასხვა მარკეტინგული მიდგომებისა და სტრატეგიების დეფერენციაცია და მათი დანერგვა-გამოყენება ამა თუ იმ კომპანიისა თუ საქმიანობის ბიზნეს-მიმართულებით. მსურველების რეგისტრაცია საიტზე არსებული სააპლიკაციო ფორმის შევსებით მიმდინარეობს. |
პიარსკოლაში Government 2.0 ის კურსი იწყება
პიარსკოლაში GOvernment 2.0.-ის კურსზე მიღება გამოცხადდა. ტრეინიგნი 6 ივნისს დაიწყება და 2 კვირის განმავლობაში 7 სალექციო დღეს, 21 საათიან მეცადინეობას მოიცავს. მსურველების რეგისტრაცია საიტზე არსებული სააპლიკაციო ფორმის შევსებით მიმდინარეობს.http://www.prschool.ge/geo/applicationform.php შეგახსენებთ, რომ Gov 2.0. ეს არის სტრატეგიული მიდგომა და თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიები საზოგადოებასთან ურთიერთობაში, რომელიც უახლესი მოდელის პრაქტიკაში გადატანასა და საკომუნიკაციო მოდულისა და წარმატებულად ფუნქციონირებადი სისტემის შექმნას გულისხმობს. |
პიარსკოლელებმა იუსტიციის სამინისტროში ”იუსტიციის სახლის” პრეზენტაცია გამართეს
5 მაისს, პიარსკოლის პიარისა და ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების კურსის სტუდენტებმა სადიპლომო ნამუშევრის პრეზენტაცია იუსტიციის სამინისტროში გამართეს. თემა იუსტიციის სამინისტროს ახალი პროექტი ”იუსტიციის სახლი” იყო. პროექტის მომზადებაში 10 სტუდენტი იღებდა მონაწილეობას, რომლებიც პიარისა და ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების კურსის ფარგლებში თემაზე 3 თვე მუშაობდნენ. მათ საქართველოს ”იუსტიციის სახლის” პიარ და საკომუნიკაციო მხარდაჭერის საკუთარი ხედვა წარმოადგინეს. პრეზენტაციის დასასრულს, იუსტიციის მინისტრის მოადგილემ – გიორგი ვაშაძემ პიარსკოლელები სპეციალური სიგელებით დააჯილდოვა. |
პიარსკოლაში პიარისა და ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების საგაზაფხულო კურსი დაიწყო
29 აპრილს, პიარსკოლაში პიარისა და ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების საგაზაფხულო კურსი დაიწყო. მსმენებელი 3 თვის განმავლობაში დაეუფლებიან ახალ პროფესიას და შეძენილი ცოდნის გამოყენებით გამოცდისთვის ჯგუფურად პრეზენტაციებს მოამზადებენ. აღსანიშნავია, რომ პიარსკოლელები სარგებლობენ აქციით ”3 თვე სწავლა, 4 თვე პრაქტიკა”, რის მიხედვითაც ლექტორებმა მათ საპრეზენტაციო პროექტები სწავლის დაწყებამდე 1 თვით ადრე გააცნეს, კონსულტაციები გაუწიეს და ამავდროულად ჯგუფურ მუშაობაშიც ჩაერთვნენ. |
პიარსკოლაში პიარისა და ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების კურსის გამოსაშვები საღამო გაიმართა
30 აპრილს, პიარსკოლაში კურსის ”პიარი და ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციები” გამოსაშვები საღამო გაიმართა. “PRSchool IMC №1” -სა და ”PRSchool IMC №2” -ის სტუდენტებმა ერთმანეთს სერტიფიცირებული დიპლომები გადასცეს და სამახსოვრო ფოტოსურათები გადაიღეს. ღონისძიებაზე ცნობილი გახდა კურსის საუკეთესო სტუდენტების სახელი და გვარები, რომლებმაც ყველა ლექტორის მიერ ხელმოწერილი სარეკომენდაციო წერილები მიიღეს. ცერემონიალი სადღესასწაულო ტორტის გაჭრით დაასრულდა. |
პიარსკოლაში პროექტების მართვის კურსი დასრულდა
29 აპრილს, პიარსკოლაში კურსის ”პროექტების მართვა – სტრატეგიული მენეჯმენტიდან კონკრეტული ამოცანების განხორციელებამდე” გამოსაშვები საღამო გაიმართა. მოკლევადიანი კურსი, რომელიც 12 სალექციო დღეს, 36 საათს შეადგენდა დაჯიდოვების ცერემონიალით დასრულდა. კურსის ლექტორმა – ალექსანდრე მარგიშვილმა მსმენელებს გაუ თბილისი პიარ სკოლის სერტიფიკატები გადასცა. |
პიარისა და ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების კურსის I ჯგუფის დამამთავრებელი გამოცდები დასრულებულია
21 აპრილს, პიარსკოლაში ”პიარისა და ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების კურსის” I ჯგუფის დამამთავრებელი გამოცდები წარმატებით დასრულდა. გამოცდა 2 ეტაპისგან შედგებოდა. ინდივიდუალური ტესტის ჩაბარების შემდეგ სტუდენტებმა ლექტორებს 4 პროექტის პრეზენტაცია, რომელსაც სამი თვის განმავლობაში ლექციების პარალელურად ამზადებდნენ, ჯგუფურად წარუდგინეს. პიარსკოლელები ახლა უკვე გამოსაშვები საღამოსთვის ემზადებიან, სადაც თითოეულ მათგანს პიარ სკოლის გუნდი სერტიფიცირებულ დიპლომებს გადასცემს
პიარსკოლაში სოციალური მედიის კურსი დასრულდ
29 მარტს, პიარსკოლაში კურსის ”სოციალური მედია – ახალი ტექნოლოგიები პიარსა და მარკეტინგში” გამოსაშვები საღამო გაიმართა. მოკლევადიანი კურსი, რომელიც 5 სალექციო დღისგან შედგებოდა, დაჯილდოვების ცერემონიალით დასრულდა. კურსის ლექტორმა – დოდი ხარხელმა მსმენელებს გაუ თბილისი პიარ სკოლის სერტიფიკატები გადასცა და სამახსოვრო ფოტო-სურათები გადაიღო.
პიარსკოლაში სოციალური მედიის მარკეტინგის სემინარი ჩატარდა
9 მარტს ორგანიზაცია SABIT-ისა და ამერიკის შეერთებული შტატების სავაჭრო დეპარტამენტის დაკვეთით პიარსკოლაში სოციალური მედიის მარკეტინგის სემინარი მოეწყო. სემინარს დოდი ხარხელი და სოსო გალუმაშვილი უძღვებოდნენ. |