პიარსკოლელებმა იუსტიციის სამინისტროში ”იუსტიციის სახლის” პრეზენტაცია გამართეს

5 მაისს, პიარსკოლის პიარისა და ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების კურსის სტუდენტებმა სადიპლომო ნამუშევრის პრეზენტაცია იუსტიციის სამინისტროში გამართეს. თემა იუსტიციის სამინისტროს ახალი პროექტი ”იუსტიციის სახლი” იყო. პროექტის მომზადებაში 10 სტუდენტი იღებდა მონაწილეობას, რომლებიც პიარისა და ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების კურსის ფარგლებში თემაზე 3 თვე მუშაობდნენ. მათ საქართველოს ”იუსტიციის სახლის” პიარ და საკომუნიკაციო მხარდაჭერის საკუთარი ხედვა წარმოადგინეს. პრეზენტაციის დასასრულს, იუსტიციის მინისტრის მოადგილემ – გიორგი ვაშაძემ პიარსკოლელები სპეციალური სიგელებით დააჯილდოვა.