პიარისა და ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების კურსის I ჯგუფის დამამთავრებელი გამოცდები დასრულებულია

21 აპრილს, პიარსკოლაში ”პიარისა და ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების კურსის” I ჯგუფის დამამთავრებელი გამოცდები წარმატებით დასრულდა. გამოცდა 2 ეტაპისგან შედგებოდა. ინდივიდუალური ტესტის ჩაბარების შემდეგ სტუდენტებმა ლექტორებს  4 პროექტის პრეზენტაცია, რომელსაც სამი თვის განმავლობაში ლექციების პარალელურად ამზადებდნენ, ჯგუფურად წარუდგინეს. პიარსკოლელები ახლა უკვე გამოსაშვები საღამოსთვის ემზადებიან, სადაც თითოეულ მათგანს პიარ სკოლის გუნდი სერტიფიცირებულ დიპლომებს გადასცემს