პიარსკოლაში კრეატიული მარკეტინგის კურსზე მიღება გამოცხადდა

პიარსკოლაში ”კრეატიული მარკეტინგი – მომხმარებლის კმაყოფილების ხელოვნება” 22 ივნისს დაიწყება. კურსი 9 სალექციო დღეს, 27 საათიან სწავლებას ითვალისწინებს, რომლის გავლის შემდეგ მსმენელებს ეცოდინებათ მარკეტინგის დანიშნულების განსაზღვრა, ბიზნეს ადმინისტრირებაში მარკეტინგის როლის იდენტიფიცირება, სხვადასხვა მარკეტინგული მიდგომებისა და სტრატეგიების დეფერენციაცია და მათი დანერგვა-გამოყენება ამა თუ იმ კომპანიისა თუ საქმიანობის ბიზნეს-მიმართულებით. მსურველების რეგისტრაცია საიტზე არსებული სააპლიკაციო ფორმის შევსებით მიმდინარეობს.