საგამოცდო კვირეული პიარსკოლაში

18 აპრილს პიარსკოლაში საგამოცდო კვირეული დაიწყო. პიარისა და ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების ზამთრის კურსის მსმენელები სერტიფიცირებული დიპლომების მისაღებად 2 ტიპის გამოცდას ჩააბარებენ. ინდივიდუალურ ტესტს პიარსკოლელები 18 და 19 აპრილს ჩააბარებენ, ხოლო 20-21 აპრილს სტუდენტები სადიპლომო ნაშრომებს ლექტორებს წარუდგენენ და მათგან შეფასებებსა და რეკომენდაციებს მოისმინენ.

პიარსკოლელების სერტიფიცირების ცერემონიალი 27 აპრილს გაიმართება.

პიარსკოლის გაზაფხულის კურსზე მიღება გამოცხადდა

პიარსკოლის პიარისა და ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების კურსზე მიღება გამოცხადდა. მსმენელების რეგისტრაცია მიმდინარეობს ვებ-გვერდზე. 3-თვიანი პროგრამა 25 აპრილს დაიწყება და 30 ივლისს დასრულდება. კურსის დასასრულს, მსმენელები ორი ტიპის გამოცდის შედეგად შეფასდებიან, რის საფუძველზეც მათ გაუ-თბილისი პიარსკოლის სერტიფიცირებული დიპლომები გადაეცემათ.

პიარსკოლაში შემოდგომის კურსი დასრულდა

26 დეკემბერს, პიარსკოლაში შემოდგომის კურსი დასრულდა. დიპლომების გადაცემის ცერემონიალს ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის პრეზიდენტი მაიკლ ქაუგილი და პიარსკოლის ლექტორები და მენტორები დაესწრნენ. ასევე, პიარისა და ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების კურსის ორივე ჯგუფიდან 4-4 სტუდენტს სარეკომენდაციო წერილი გადაეცა.

პიარსკოლაში ზამთრის კურსი 25 იანვარს იწყება.

პიარსკოლის ზამთრის კურსზე მიღება გამოცხადდა

პიარსკოლის პიარისა და ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების კურსზე მიღება გამოცხადდა. მსმენელების რეგისტრაცია მიმდინარეობს ვებ-გვერდზე არსებული სააპლიკაციო ფორმის შევსების შედეგად. 3-თვიანი პროგრამა 25 იანვარს დაიწყება და 23 აპრილს დასრულდება. კურსდამთავრებულებს გადაეცემათ გაუ-თბილისი პიარსკოლის სერტიფიცირებული დიპლომი.

სიახლე ლექტორების გუნდში

პიარსკოლის გუნდს ანა ქარჩავა შემოუერთდა, რომელიც პიარისა და ინტეგირებული მარკეტინგული კომუნიკაციების პროგრამაში მარკეტინგის კურსს გაუძღვება. 2009 წლიდან დღემდე ანას კომპანია „ნატახტარში“ პროდუქტების – ნატახტარის, მთიელისა და კოზელის ბრენდ მეჯერის პოზიცია უკავია, მანამდე მუშაობდა კრაფტ ფუდსა და ქოლგეით-პალმოლივში ბრენდ მენეჯერის ასისტენტის თანამდებობაზე.

პიარსკოლაში სწავლა დაიწყო

28 სექტემბერს პიარსკოლაში სწავლა დაიწყო. პიარისა და ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების კურსის ფარგლებში სტუდენტები პიარსა და მის მომიჯნავე სფეროებს შეისწავლიან, მიღებულ ცოდნას კი ინდივიდუალური ტესტისა და ჯგუფური პრეზენტაციების სახით სადიპლომო გამოცდის სახით ჩააბარებენ. კურსდამთავრებულებს გაუ-თბილისი პიარსკოლის სერტიფიცირებული დიპლომები გადაეცემათ. პროგრამის 3 საუკეთესო სტუდენტი ამასთანავე მიიღებს ყველა ლექტორის მიერ ხელმოწერილ სარეკომენდაციო წერილს.

პიარსკოლის შემოდგომის კურსზე მიღება გამოცხადდა

პიარსკოლის პიარისა და ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების კურსზე მიღება გამოცხადდა. მსმენელების რეგისტრაცია მიმდინარეობს ვებ-გვერდზე არსებული სააპლიკაციო ფორმის შევსების შედეგად. 3-თვიანი პროგრამა 28 სექტემბერს დაიწყება და 26 დეკემბერს დასრულდება. კურსდამთავრებულებს გადაეცემათ გაუ-თბილისი პიარსკოლის სერტიფიცირებული დიპლომი.

პიარსკოლაში საგაზაფხულო კურსი დასრულდა

26 ივლისს პიარსკოლაში საგაზაფხულო კურსი დასრულდა. ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის პრეზიდენტისა და პიარსკოლის ლექტორების მონაწილეობით გაიმართა გამოსაშვები საღამო, სადაც სტუდენტებს კურსის წარმატებით დასრულებისთვის გაუ-თბილისის პიარსკოლის სერტიფიცირებული დიპლომები და ატესტატები გადაეცათ, პროგრამის მიმდინარეობისას გავლილი საგნების ჩამონათვალით.

პიარსკოლაში პიარისა და ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების საშემოდგომო კურსი 29 სექტემბერს დაიწყება.

ყირგიზეთის სამთავრობო უწყებების საზოგადოებასთან ურთიერთობის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელების ვიზიტი პიარსკოლაში

8 მაისს, ყირგიზეთის მთავრობის უწყებების საზოგადოებასთან ურთიერთობის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელების დელეგაციის სამუშაო ვიზიტი „გაუ თბილისის პიარსკოლაში“ გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა, პიარსკოლის ლექტორებმა და სტუდენტებმა მიიღეს.

ვიზიტის ფარგლებში, ყირგიზი სტუმრები შეხვდნენ გაუს პრეზიდენტს, მაიკლ ქაუგილს, მოისმენეს პიარსკოლის ლექტორების მოხსენება სკოლის ისტორიისა და კურსების თაობაზე. ვიზიტის ბოლოს, ყირგიზეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა, პრემიერმინისტრის პრესმდივანმა, ყირგიზეთის რესპუბლიკის მთავრობის აპარატის საინფორმაციო პოლიტიკის განყოფილების უფროსმა, გულნარა ტორალიევამ გააკეთა მოხსენება სტუდნტებისთვის, სათაურით „ყირგიზეთის რესპუბლიკის მთავრობის ძალისხმევა მოსახლეობასთან კომუნიკაციის გაუმჯობესების კუთხით“.

პიარსკოლა აცხადებს მიღებას გაზაფხულის კურსზე

27 აპრილს, პიარსკოლაში პიარისა და ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების კურსის გაზაფხულის სეზონი დაიწყება. მსმენელების მიღება მიმდინარეობს ვებ-გვერდზე რეგისტრაციის გავლით. 3-თვიანი პროგრამა პიარისა და მომიჯნავე სფეროების შესწავლას და პიარ-მენეჯმენტში უნარ-ჩვევების გამომუშავებაზე არის ორიენტირებული. სალექციო პერიოდის ფარგლებში გამოვლინდება 3 საუკეთესო სტუდენტი, რომელსაც ყველა ლექტორის მიერ ხელმოწერილი სარეკომენდაციო წერილი გადაეცემა. კურსის ბოლოს გაიცემა გაუ-თბილისი პიარსკოლის სერტიფიცირებული დიპლომი.