პიარსკოლის ზამთრის კურსზე მიღება გამოცხადდა

პიარსკოლაში კურსზე “პიარი და ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციები” მიღება გამოცხადდა. სწავლა 2 თებერვალს დაიწყება და 2 მაისს დასრულდება. 3-თვიანი პროგრამის განმავლობაში მსმენელები 11 საგანს შეისწავლიან, გამოოიმუშავებენ იმ უნარ-ჩვევებს, რაც მათ პიარ და ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების მიმართულებით მუშაობის დროს გამოადგებათ. კურსის 3 საუკეთესო სტუდენტს გადაეცემა ყველა ლექტორის მიერ ხელმოწერილი სარეკომენდაციო წერილი.

მსმენელების მიღება ვებ-გვერდზე არსებული სააპლიკაციო ფორმის შევსებით მიმდინარეობს.

პიარსკოლის შემოდგომის კურსზე მიღება გამოცხადდა

პიარსკოლაში კურსზე “პიარი და ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციები” მიღება გამოცხადდა. სწავლა 29 სექტემბერს დაიწყება და 27 დეკემბერს დასრულდება. 3-თვიანი პროგრამის განმავლობაში მსმენელები 11 საგანს შეისწავლიან, გამოოიმუშავებენ იმ უნარ-ჩვევებს, რაც მათ პიარ და ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების მიმართულებით მუშაობის დროს გამოადგებათ. კურსის 3 საუკეთესო სტუდენტს გადაეცემა ყველა ლექტორის მიერ ხელმოწერილი სარეკომენდაციო წერილი.

მსმენელების მიღება ვებ-გვერდზე არსებული სააპლიკაციო ფორმის შევსებით მიმდინარეობს.

პიარსკოლაში საგაზაფხულო კურსი დასრულდა

26 ივლისს პიარსკოლაში საგაზაფხულო კურსი დასრულდა. ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის პრეზიდენტისა და პიარსკოლის ლექტორების მონაწილეობით გაიმართა გამოსაშვები საღამო, სადაც სტუდენტებს კურსის წარმატებით დასრულებისთვის გაუ-თბილისის პიარსკოლის სერტიფიცირებული დიპლომები და ატესტატები გადაეცათ, პროგრამის მიმდინარეობისას გავლილი საგნების ჩამონათვალით.

პიარსკოლაში პიარისა და ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების საშემოდგომო კურსი 29 სექტემბერს დაიწყება.

პიარსკოლელები სოფლის მეურნეობის ტურზე

26 ივნისს პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კომპანია “ჯეპრას” ორგანიზებით პიარსკოლის სტუდენტებმა  “მარგებელი ჰოლდინგის” სოფლის მეურნეობის ტურში მიიღეს მონაწილეობა. ტურის ფარგლებში პიარსკოლელებმა მოინახულეს “მარნეული აგროს” მინდვრები გარდაბანში, სადაც ხდება ბოსტნეულისა და მარცვლეულის მოყვანა და მოსავლის აღება; “მარნეულის სასურსათო ქარხანა” მარნეულში, სადაც გაეცვნენ წარმოების პროცესს და დააგემოვნეს მარნეულის პროდუქტები; დაათვალიერეს “თელეთის სანაშენე მეურნეობა” თელეთში, რომელიც ყველაზე დიდ და თანამედროვე ფერმას წარმოადგენს მთელ საქართველოში.

ტურის დასასრულს სტუდენტებს “მარნეულის სასურსათო ქარხნის” დირექტორმა სოფლის მეურნეობის ტურში მონაწილეობის სერტიფიკატები გადასცა.

პიარსკოლაში გაზაფხულის კურსზე მიღება გამოცხადდა

პიარსკოლა პიარისა და ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების გაზაფხულის კურსზე მიღებას აცხადებს. სწავლა 28 აპრილს დაიწყება და 26 ივლისს დასრულდება. სამთვიანი პროგრამა 11 მინი კურსს აერთიანებს და ორიენტირებულია პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებაზე პიარკომუნიკაციების მენეჯმენტში. პროგრამის 3 საუკეთესო სტუდენტი მიიღებს ყველა ლექტორის მიერ ხელმოწერილ სარეკომენდაციო წერილს. მსმენელების მიღება მიმდინარეობს ვებ-გვერდზე არსებული სააპლიკაციო ფორმის შევსებით http://www.prschool.ge/geo/applicationform.php

პიარსკოლაში ზამთრის კურსზე მიღება გამოცხადებულია

პიარსკოლაში პიარისა და ინტეგრირებულიმ არკეტიგნული კომუნიკაციების 3-თვიან პროგრამაზე მიღება გამოცხადებულია. სწავლა 27 იანვარს დაიწყება. მსმენელების მიღება მიმდინარეობს ვებ-გვერდზე არსებული სააპლიკაციო ფორმის საფუძველზე.

პიარსკოლაში ზამთრის კურსზე მიღება გამოცხადებულია

პიარსკოლაში პიარისა და ინტეგრირებულიმ არკეტიგნული კომუნიკაციების 3-თვიან პროგრამაზე მიღება გამოცხადებულია. სწავლა 27 იანვარს დაიწყება. მსმენელების მიღება მიმდინარეობს ვებ-გვერდზე არსებული სააპლიკაციო ფორმის საფუძველზე.

BBC-ის პროდიუსერი ტონი კოლი პიარსკოლაში

24 ოქტომბერს, marketer.ge-ს მოწვევით პიარსკოლამ BBC-ის პროდიუსერს – ტონი კოლს უმასპინძლა, რომელმაც პიარსკოლელებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა.

ტონი კოლი ბრიტანეთში წამყვანი და აღიარებული მედია ექსპერტი და ტრენერია. გარდა BBC-ისა, იგი მუშაობდა ბრიტანეთის სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურებში, უტარებდა მედიასთან ურთიერთობის ტრეინინგებს ბრიტანელ მინისტრებს. მას აქვს ძალიან დიდი გამოცდილება როგორც ჯგუფის, ასევე ინდივიდუალური ტრენინგების ჩატარებაში.

შეხვედრაზე საქართველოში პირველ ყველაზე მასშტაბურ ბიზნეს დაჯილდოვებაზე დასასწრები ბილეთები გათამაშდა. Marketing Brilliance Awards -ზე ტონი კოლი ჟიურის წევრი და ერთ-ერთი სპიკერია.

პიარსკოლა პიარისა და ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების კურსზე მიღებას აცხადებს

პიარსკოლაში პიარისა და ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების კურსზე მიღება დაიწყო. მსმენელები სწავლას 25 სექტემბერს დაიწყებენ და 3 თვის განმავლობაში PR/კომუნიკაციების მენეჯმენტში არსებულ უნარ-ჩვევებს დაუეფლებიან, შეიწავლიან საკომუნიკაციო პროექტების განხორციელებას და კონკრეტულ ქეისებზე თავადვე მოამზადებენ პიარ და მარკეტინგულ სტრატეგიას.

კურსის ფარგლებში შეისწავლება 11 საგანი, – პიარი და ის მომიჯნავე სფეროები, რაც აუცილებელია პიარ-სამსახურის წარმატებით მუშაობისთვის. დასასრულს გაიცემა გაუ-თბილისი პიარსკოლის სერტიფიცირებული დიპლომი.

სტუნდეტების რეგისტრაცია მიმდინარეობს ვებ-გვერდზე არსებული სააპლიკაციო ფორმის შევსებით. დამატებითი ინფორმაციის  მისაღებად ისარგებლეთ შემდეგი ბმულის გამოყენებით http://www.prschool.ge/geo/integrmarkettechnologies.php, ან დაგვიკავშირდით: (+995) 2 99 54 52; 2 20 65 20; [email protected].

პიარსკოლელები “ნატახტარის” ქარხანაში

30 მარტს, პიარსკოლელები “ნატახტარის” ქარხანას ესტუმრნენ და ლუდისა და ლიმონათის ჩამოსხმის ტექნოლოგიებს გაეცნენ. ნატახტარის წარმომადგენლებმა მათ ტურში მონაწილეობის სერტიფიკატები და სახელობითი ლუდი გადასცეს.