პიარსკოლაში გაზაფხულის კურსზე მიღება გამოცხადდა

პიარსკოლა პიარისა და ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების გაზაფხულის კურსზე მიღებას აცხადებს. სწავლა 28 აპრილს დაიწყება და 26 ივლისს დასრულდება. სამთვიანი პროგრამა 11 მინი კურსს აერთიანებს და ორიენტირებულია პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებაზე პიარკომუნიკაციების მენეჯმენტში. პროგრამის 3 საუკეთესო სტუდენტი მიიღებს ყველა ლექტორის მიერ ხელმოწერილ სარეკომენდაციო წერილს. მსმენელების მიღება მიმდინარეობს ვებ-გვერდზე არსებული სააპლიკაციო ფორმის შევსებით http://www.prschool.ge/geo/applicationform.php