პიარსკოლის ზამთრის კურსზე მიღება გამოცხადდა

პიარსკოლაში კურსზე “პიარი და ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციები” მიღება გამოცხადდა. სწავლა 2 თებერვალს დაიწყება და 2 მაისს დასრულდება. 3-თვიანი პროგრამის განმავლობაში მსმენელები 11 საგანს შეისწავლიან, გამოოიმუშავებენ იმ უნარ-ჩვევებს, რაც მათ პიარ და ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების მიმართულებით მუშაობის დროს გამოადგებათ. კურსის 3 საუკეთესო სტუდენტს გადაეცემა ყველა ლექტორის მიერ ხელმოწერილი სარეკომენდაციო წერილი.

მსმენელების მიღება ვებ-გვერდზე არსებული სააპლიკაციო ფორმის შევსებით მიმდინარეობს.