პიარსკოლელები სოფლის მეურნეობის ტურზე

26 ივნისს პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კომპანია “ჯეპრას” ორგანიზებით პიარსკოლის სტუდენტებმა  “მარგებელი ჰოლდინგის” სოფლის მეურნეობის ტურში მიიღეს მონაწილეობა. ტურის ფარგლებში პიარსკოლელებმა მოინახულეს “მარნეული აგროს” მინდვრები გარდაბანში, სადაც ხდება ბოსტნეულისა და მარცვლეულის მოყვანა და მოსავლის აღება; “მარნეულის სასურსათო ქარხანა” მარნეულში, სადაც გაეცვნენ წარმოების პროცესს და დააგემოვნეს მარნეულის პროდუქტები; დაათვალიერეს “თელეთის სანაშენე მეურნეობა” თელეთში, რომელიც ყველაზე დიდ და თანამედროვე ფერმას წარმოადგენს მთელ საქართველოში.

ტურის დასასრულს სტუდენტებს “მარნეულის სასურსათო ქარხნის” დირექტორმა სოფლის მეურნეობის ტურში მონაწილეობის სერტიფიკატები გადასცა.