საგამოცდო კვირეული პიარსკოლაში

18 აპრილს პიარსკოლაში საგამოცდო კვირეული დაიწყო. პიარისა და ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების ზამთრის კურსის მსმენელები სერტიფიცირებული დიპლომების მისაღებად 2 ტიპის გამოცდას ჩააბარებენ. ინდივიდუალურ ტესტს პიარსკოლელები 18 და 19 აპრილს ჩააბარებენ, ხოლო 20-21 აპრილს სტუდენტები სადიპლომო ნაშრომებს ლექტორებს წარუდგენენ და მათგან შეფასებებსა და რეკომენდაციებს მოისმინენ.

პიარსკოლელების სერტიფიცირების ცერემონიალი 27 აპრილს გაიმართება.