პიარსკოლაში Google–ს თემატიკაზე ღია ლექცია ჩატარდა

პიარსკოლაში სოციალური მედიის ექსპერტმა დოდი ხარხელმა, თემაზე “Google it”, ლექცია ჩაატარა, სადაც სკოლის მსმენელების გარდა, ყველა მსურველს შეეძლო დასწრება. სემინარი Google-ს პროგრამების მიმოხილვასა და მათ ეფექტურ გამოყენებას ეხებოდა. ლექციის მიმდინარეობა livestream–ით ონლაინ რეჟიმში გადაიცემოდა. ღია დასწრების ორგანიზება პიარ სკოლის facebook–ის საშუალებით მოხდა.

პიარსკოლაში ღია ლექცია “google”-ის მიმოხილვას დაეთმობ

შაბათს, 19 დეკემბერს, 12 საათზე, პიარსკოლაში (GAU) გაიმართება ღია ლექცია თემაზე „google”. ლექციის მსვლელობისას თქვენ შეიტყობთ, თუ როგორ ვეძიოთ უფრო ეფექტურად google search–ში, რატომ არის google group–ი ყველაზე მოხერხებული სისტემა გუნდური მუშაობისთვის, რაში გამოვიყენოთ google docs–ი, როგორ დავგეგმოთ საკუთარი დრო google calendar-ის საშუალებით და შევქმნათ ვებსაიტი google sites დახმარებით. ლექციას სოციალური მედიის ექსპერტი დოდი ხარხელი და ჯეპრას სოციალური მედიის ხელმძღვანელი თინათინ სამყურაშვილი გაუძღვებიან. დასწრება ყველა მსურველისთვის თავისუფალია.

პიარსკოლაში სოციალური მედიის კურსი დაიწყო

16, 17 და 19 დეკემბერს პიარსკოლაში სოციალური მედიის მინი კურსს სოციალური მედიის ექსპერტი დოდი ხარხელი და ჯეპრას სოციალური მედიის ხელმძღვანელი თინათინ სამყურაშვილი კითხულობენ.. კურსის დასრულების შემდეგ სტუდენტებს ეცოდინებათ, თუ რა არის სოციალური მედია, რა უპირატესობები გააჩნია მას ტრადიციულ მედიასთან შედარებით, როგორ გამოიყენოს პიარ მენეჯერმა ვებ2–ის პლატფორმა  პიარ კამპანიის საწარმოებლად, რა არის სოციალური მედიაქსელები და როგორ მივმართოთ ის კომპანიის მიზნების ეფექტურად შესრულებისკენ. შეგახსენებთ, რომ პიარსკოლაში სოციალური მედიის მინი კურსი ამ სეზონიდან ისწავლება.

პიარსკოლაში მედია–მენეჯმენტს ზვიად ქორიძე წაიკითხავს

8, 9 და 10 დეკემბერს პიარსკოლელებს მედია–მენეჯმენტს ზვიად ქორიძე წაუკითხავს. მინი კურსის დასრულების შემდეგ სტუდენტებს ეცოდინებათ, თუ როგორ კეთდება ჟურნალისტიკა, იქმნება სიუჟეტი, როგორ ხდება ინფორმაციის მოძიება და როდის არის ის სრულყოფილი. ასევე სალექციო დრო დაეთმობა დღევანდელი ჟურნალისტიკის პრობლემების მიმოხილვას. ზვიად ქორიძეს ჟურნალისტიკაში მუშაობის 19 წლიანი გამოცდილება აქვს, მათ შორის ბეჭდვით მედიაში, ტელევიზიასა და რადიოში. შეგახსენებთ, რომ პიარ სკოლაში შემოდგომის კურსი 25 დეკემბერს იწურება.

პიარსკოლაში სოციალური მედიის კურსს დოდი ხარხელი წაიკითხავს

პიარსკოლაში სოციალური მედიის კურსს სოციალური მედიის ექსპერტი, ინტერნეტ–მარკეტინგის სპეციალისტი დოდი ხარხელი წაიკითხავს. დოდი ხარხელი 2005 წლიდან მისდევს ბლოგერობას, ასევე არის „ახალი მედიის ფორუმის” მონაწილე და”World Blogging Forum”-ის წარმომადგენელი საქართველოდან. მონაწილეობდა პირველი ქართული სოციალური ქსელის face.ge–სა და ქართული ბლოგ–კატალოგის blogroll.ge–ს შექმნაში. სოციალური მედიის მინი კურსი პიარ სკოლაში 16 დეკემბერს იწყება.

პიარ კლუბის 50 წევრს “ედრესის” დაგროვებითი ბარათი გადაეცემა საჩუქრად

პიარ კლუბის 50 წევრი საჩუქრად მიიღებს “ედრესის” დაგროვებით ბარათს. კომპანია “ედრესი” მსოფლიოში ცნობილი ბრენდების მაღაზიების მფლობელია.ბარათით სარგებლობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია შემდეგ მაღაზიებში: Celio, Tom Tailor, Etam, Gerry Weber და 1, 2, 3. საინტერესო სიახლეა ისიც, რომ ბარათის მფლობელს საშუალება აქვს კიდევ 3 პიროვნებას გაუზიაროს ბარათით სარგებლობის უფლება და მათ მინი ბარათები გადასცეს საჩუქრად. მინი ბარათით შეძენილი პროდუქციის საბონუსე ქულები ძირითადი ბარათის მფლობელს დაერიცხება.

კახა მაღრაძის სამაგიდო წიგნის პრეზენტაცია პიარსკოლაში გაიმართა

ოთხშაბათს, 18 ნოემბერს, 17.30 წუთზე, პიარ სკოლაში კახა მაღრაძის სამაგიდო წიგნის ,,სტრატეგიული მიდგომა წარმატებული საზოგადოებასთან ურთიერთობისთვის” პრეზენტაცია გაიმართა. სამაგიდო წიგნში საუბარია საზოგადოებასთან ურთიერთობის ტექნოლოგიებზე, მეთოდებსა და უპირატესობებზე. პუბლიკაცია მოიცავს რეკომენდაციებსა და სამოქმედო გეგმის მოდელებს პოლიტიკური პიარით დაინტერესებული ადამიანებისთვის.

კახა მაღრაძის ლექციას მსმენელების რეკორდული რაოდენობა დაესწრო

პიარსკოლაში კახა მაღრაძემ მედიასთან ურთიერთობის საკითხებზე ლექცია ჩაატარა, სადაც სკოლის მსმენელების გარდა, ყველა მსურველს შეეძლო დასწრება. ლექციის პირველი ნაწილი თეორიული მასალის – მედიასთან ურთიერთობის ძირითადი პრინციპები, პრესრელიზების წერა და საინფორმაციო მასალის მომზადება, პრესკონფერენციებისა და მედია–ივენთების დაგეგმარება – გაცნობას დაეთმო, მეორე ნაწილი კი – პრაქტიკული დავალებების შესრულებას. სტუდენტები, ჯგუფური სავარჯიშოების დახმარებით, ლექციაზე შეძენილი ცოდნის ერთმანეთისთვის გაზიარებას შეეცადნენ. ლექცია 3 საათი მიმდინარეობდა, რომელსაც 70–ზე მეტი მსურველი ესწრებოდა

ღია ლექცია პიარსკოლაში

ორშაბათს, 9 ნოემბერს, 18.30 , პიარსკოლა ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების კურსის სპეციალურ ლექციაზე თავისუფალ დასწრებას ქართულ–ამერიკულ უნივერსიტეტში (GAU) გთავაზობთ . ლექციას, სათაურით “პიარი და მედია” , GePRA – ს აღმასრულებელი დირექტორი კახა მაღრაძე წაიკითხავს. ლექციის მოსმენის შემდეგ თქვენ გეცოდინებათ : 1. მედიასთან ურთიერთობის ძირითადი პრინციპები 2. პრესრელიზების წერა და საინფორმაციო მასალის მომზადება 3. პრესკონფერენციებისა და მედია–ივენთების დაგეგმარება. ლექციის ხანგრძლივობა 3 საათია. დასწრება ნებისმიერი მსურველისათვის უფასოა.

პიარსკოლას პირველი ბრენდირებული ფანების გვერდი აქვს ფეისბუქზე

პიარსკოლის ფანების გვერდი ფეისბუქზე პირველი ბრენდირებული საიტია საქართველოში. გვერდის შექმნისთვის გამოყენებულია იყო როგორც ფეისბუქის, ასევე html ტექნოლოგიები. ფეისბუქის ფან-კლუბი პიარსკოლის პრომოუშენ-კამპანიის შემადგენელი ნაწილია, რომელიც საერთო სლოგანით “გაიზიარე ცოდნა -გაიგე პასუხი” მიმდინარეობს.