კურსი პიარსა და ინტეგრირებულ მარკეტინგულ კომუნიკაციებში სამი თვის განმავლობაში პიარ მენეჯერისთვის საჭირო 10 მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევის გამომუშავებას გულისხმობს. პიარსკოლა საშუალებას გაძლევთ მიმდინარე კურსიდან აირჩიოთ თქვენთვის სასურველი საგანი და შეიძინოთ. მინი კურსის გავლის შემთხვევაში მსმენელებს გადაეცემათ გაუ თბილისი პიარსკოლის სერტიფიკატი შესაბამისი საგნის დასახელებით. |
Category: სიახლეები
პიარსკოლაში ღია კარის დღე გაიმართ
11 მარტს, 18:30 წუთზე პიარსკოლაში ღია კარის დღე გაიმართა. მსმენელები გაეცნენ კურსის პროგრამასა და გაესაუბრნენ ლექტორებს. პიარ სკოლაში სწავლის მსურველთა მიღება კვლავ გრძელდება. სწავლა ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაცების სასწავლო კურსზე 15 მარტს იწყება. |
ფოტოგამოფენა ”გააპიარე საქართველო”
12 მარტს, 17 საათზე პიარსკოლაში ჯეპრა და თებულოტური წარმოგიდგენთ პაატა ვარდანაშვილის ფოტო-გამოფენას სახელწოდებით ”გააპიარე საქართველო”. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება საქართველოს სხვადასხვა კუთხეების, ისტორიული საინგილოსა და ტაო-კლარჯეთის ფოტოები. გამოფენაზე დასწრება ყველა მსურველისთვის არის შესაძლებელი. |
ბრენდინგის საღამო პიარსკოლაში
10 მარტს 18:30 წუთზე პიარ სკოლა ბრენდინგის ვახშამს გთავაზობთ. მსმენელებს მიეცემათ ინფორმაცია ბრენდინგის ძირითადი ცნების, მეთოდებისა და შემადგენელი ნაწილების შესახებ.თქვენ შეიტყობთ, რა არის ბრენდი, როგორ იქმნება ის, როდის იქცევა პროდუქტი ბრენდად, როდის დგება რებრენდინგის საჭიროება და რა გზას უნდა მივმართოთ, რომ არ მოვხვდეთ ე.წ. ბრენდების სასაფლაოსთან.
ლექციას კომპანია ედბრენდის დამფუძნებელი და დირექტორი ანდრო მეტრეველი წაიკითხავს.
დასწრება თავისუფალია ნებისმიერი მსურველისთვის.
ღია კარის დღე პიარსკოლაში
11 მარტს, 18:30 წუთზე, პიარსკოლაში ღია კარის დღე გაიმართება. დასწრება ნებისმიერი პირისთვის არის შესაძლებელი. სწავლის დაწყების შესახებ მსურვეთა განაცხადის შემოტანა საიტზე არსებული აპლიკაციის შევსებით ან პიარსკოლის ფეისბუქზე არსებული Register Now-ს საშუალებით ხდება, ასევე შესაძლებელია ჩაწერა, ან ელექტრონული ფოსტით ინფორმაციის მოწოდება. შეგახსენებთ, რომ პიარსკოლაში სწავლა 15 მარტს იწყება. |
Social Media Breakfast-ი პიარსკოლაში
შაბათს, 6 მარტს, 12 საათზე, პიარსკოლა Social Media Breakfast-ს გთავაზობთ. გაიმართება ღია ლექცია თემაზე „Google it”. ლექციის მსვლელობისას თქვენ შეიტყობთ, თუ როგორ ვეძიოთ უფრო ეფექტურად Google search–ში, რატომ არის Google group–ი ყველაზე მოხერხებული სისტემა გუნდური მუშაობისთვის, რაში გამოვიყენოთ Google docs–ი, როგორ დავგეგმოთ საკუთარი დრო Google calendar-ის საშუალებით და შევქმნათ ვებსაიტი Google site-ს დახმარებით. ლექციას სოციალური მედიის ექსპერტი და პროექტ ”ნიჭიერის” ვებ-პრომოუტერი დოდი ხარხელი წარუძღვება. დასწრება თავისუფალია. |
პიარ სკოლაში პიარსკოლის მეგობართა დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა
დღეს პიარსკოლამ აქციის “გავაპიაროთ პიარი” მონაწილეები სიმბოლური მეგობრობის დამადასტურებელი მოწმობებით დააჯილდოვა. ასევე მათ კომპანია ედრესისგან დაგროვებითი ბარათი გადაეცათ, რაც ედრესის მაღაზიათა ქსელში ფასდაკლებით სარგებლობას ითვალისწინებს.
პიარის პიარი პიარშია
პიარსკოლამ აქცია სახელწოდებით ”გავაპიაროთ პიარი” გამართა. პიარსკოლის მეგობრებმა სტუდენტებს გადასცეს კალენდრები, რომელზეც პიარის სხვადასხვა უნივერსალური განმარტებებია დაბეჭდილი. ბითიელ აქციის მიზანია, ხელი შეუწყოს პიარის პოლულარიზაციას საქართველოში. |
პიარსკოლის პრეზენტაცია ქართულ–ამერიკულ უნივერსიტეტში გაიმართა
პიარსკოლამ ქართულ–ამერიკულ უნივერსიტეტში (GAU) პრეზენტაცია გამართა. უნივერსიტეტის სტუდენტებს პიარ სკოლის ლექტორები შეხვდნენ, განუმარტეს, რა არის პიარი, გააცნეს კურსის პროგრამა და მიზნები. პიარ სკოლა მომავალში სხვა უნივერსიტეტებთან შეხვედრასაც გეგმავს. |
პიარსკოლა ფოტოხელოვანთა და ფოტომოყვარულთათვის ფოტოკონკურსს აცხადებს
4 თებერვლიდან პიარსკოლამ ფეისბუზე ფოტოკონკურსი, სახელწოდებით ”პიარი ჩვენს გარშემო” გამოაცხადა. კონკურსის შედეგად 2 გამარჯვებული გამოვლინდება. პირველ ადგილს ჟიური გამოავლენს, რომელსაც გადაეცემა ფულადი ანაზღაურება 300 ლარის ოდენობით; მეორე ადგილის მფლობელი ფეისბუქელთა სიმპატია გახდება, რომელიც 200 ლარიანი ვაუჩერით დაჯილდოვდება. კონკურსში მონაწილეობის მსურველებს უნდა ჰქონდეთ პიარ სკოლის ფანობის სტატუსი ფეისბუქზე. დაწვრილებითი ინფორმაციისთვის მიჰყევით შემდეგ ბმულს: http://www.facebook.com/notes/pr-school/piar-skola-potokhelovanta-da-potomoqvarultatvis-poto-konkurss-atskhadebs/286934503282 |