პიარსკოლაში მარკეტინგს ალექსანდრე მარგიშვილი წაიკითხავს

პიარსკოლაში სიახლეა. ახალ ჯგუფს, რომელმაც პიარსა და მარკეტინგული კომუნიკაციების კურსზე სწავლა 15 მარტს დაიწყო, მარკეტინგს ალექსანდრე მარგიშვილი წაუკითხავს. ალექსანდრე მარგიშვილს მარკეტიგსა და მენეჯმენტში მუშაობის 16 წლიანი გამოცდილება აქვს. 2007 – 2008 წლებში იყო თიბისი ბანკის პროექტების ფინანსირების ჯგუფის ხელმძღვანელი, ასევე გახლდათ სერმას აღმასრულებელი დირექტორი. ამჟამად არის ICEBERG -ის პროექტების მენეჯერი. ალექსანდრე მარგიშვილი პიარ სკოლასთან 2007 წელსაც თანამშრომლობდა.