ქეთევან ჭინჭარაული პიარსკოლის შესახებ
- მსოფლიოში, რომელშიც სოციალურ მედია აკავშირებს ადამიანებს და ბრენდებს, რამდენად არის სოციალური მედიის ღრმა გაგება მნიშვნელოვანი და ღირებული?
სოციალური მედია იქცა ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილად, რომელიც აკავშირებს ადამიანებს მსოფლიოს ყველა კუთხიდან. მან მოახდინა რევოლუცია ჩვენს კომუნიკაციაში, ინფორმაციის გაზიარებაში და ბიზნესის წარმართვაშიც კი. გარდა ამისა, სოციალურმა მედიამ გადამწყვეტი როლი ითამაშა მნიშვნელოვანი სოციალური საკითხების შესახებ ცნობიერების ამაღლებისა და პოზიტიური ცვლილებების ხელშეწყობაში. ის იქცა აქტივიზმის მძლავრ ინსტრუმენტად, რომელიც საშუალებას გვაძლევს გამოვხატოთ ჩვენი მოსაზრებები. რადგან ჩვენ ვაგრძელებთ ციფრული ეპოქის ათვისებას, სოციალური მედია უდავოდ გააგრძელებს ჩვენი სამყაროს ფორმირებას.
- როგორ იყენებენ კომპანიები სოციალურ მედიას?
. ნებისმიერი ზომის და ტიპის ბიზნესისთვის, იქნება ეს სტარტაპი თუ მრავალწლიანი კომპანია, მნიშვნელოვანია სოციალური მედია, იმისათვის, რომ უფრო მეტად გაზარდოს ცნობადობა ბრენდის მიმართ, მოიზიდოს ახალი მომხმარებლები, შექმნას ბრენდის იდენტობა და რაც მთავარია, უფრო ახლოს იყოს მომხმარებლებთან და ზუსტად იცოდეს რა და როგორ შესთავაზოს მათ.
- რითი დაეხმარება პიარსკოლის სტუდენტებს თქვენი ლექციები?
უფრო მეტად გააცნობიერონ რამხელა ძალაა სოციალური მედია. თითოეული სოციალური მედია პლატფორმის შესახებ გაიგონ ინფორმაცია და შემდეგ უკვე, პრაქტიკაში სწორად გამოიყენონ თითოეული მათგანი. რამხელა მნიშვნელობა აქვს სწორად დაგეგმილ რეკლამას და საერთოდ რატომ უნდა დახარჯონ შემდგომში კომპანიის ბიუჯეტი სოციალური მედიის რეკლამაში.
- რას ურჩევდით სოციალური მედიით დაინტერესებულ ადამიანებს?
თუ გაინტერესებთ სოციალური მედია, აუცილებლად ღრმად უნდა შესცუროთ და ნამდვილად მოგეწონებათ ეს მრავალფეროვანი სამყარო თავისი, მრავალმხრივი საინტერესო ნაწილებით.
P.S მუდმივად გატესტეთ ყველაფერი, ვიზუალებიდან დაწყებული აუდიტორიებით დამთავრებული!