ვალერი ფანცულაია: „საზოგადოებასთან ურთიერთობის უმთავრესი პრინციპი საზოგადოების ნდობის მოპოვებაა“
კავკასუს ბიზნეს ვიკის ინტერვიუ „თელასის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროს ვალერი ფანცულაიასთან
–რატომ გადაწყვიტეთ ამ სფეროში საქმიანობა და რა შესაძლებლობებს იძლევა, პიარი კარიერული ზრდის თვალსაზრისით?
რა თქმა უნდა ძალიან საინტერესოა და ამასთან ერთად საპასუხისმგებლოც, თანამედროვე ტრენდებს ეცნობი, სულ საჭიროა სიახლეების შესწავლა, ამასთან ერთად ბევრი მუშაობა საკუთარ თავზე, ეს ყველაფერი კი ქმნის იმის საფუძველს , რომ იყო წარმატებული. ალბათ, არ არსებობს რაიმე კრიზისული სიტუაცია ან დაუძლეველი პრობლება, რომელსაც გამოცდილი პიარ სპეციალისტი ვერ დაძლევს.
არასდროს მიფიქრია თუ რა შესაძლებლობას იძლევა პიარი კარიერული ზრდისთვის, რადგან შესაძლებლობებს ჩვენ თვითონ ვქმნით დასახული მიზნებით და განხორციელებული პროექტებით.
–რა არის საჭირო საზოგადოებასთან, წარმატებული კომუნიკაციის ჩამოსაყალიბებლად?
წარმატებული კომუნიკაციისთვის აუცილებელია სწორი სტრატეგიის შემუშავება, რომელიც ეფუძნება არსებული სიტუაციის ანალიზს თუ რა სჭირდება საზოგადოებას, რას ელოდება ჩვენგან, შესაბამისი კომუნიკაციის გეგმის შემუშავება და საზოგადოებისთვის ძალიან მარტივ ენაზე მიწოდება. ამ დროს მნიშვნელოვანია, რომ კომუნიკაცია იყოს ადვილად აღქმადი და ყველასთვის გასაგები, მიუხედავად იმისა, რა საშუალებებს გამოვიყენებთ ამისთვის. მთავარია, ამ შემთხვევაში, საზოგადოების ნდობის და პოზიტიური განწყობის მოპოვება.
–რა არის საჭირო საზოგადოებასთან, წარმატებული კომუნიკაციის ჩამოსაყალიბებლად?
პირველი ის, რომ რაც შეიძლება მეტი ინფორამცია მოიპოვონ და კარგად გაეცნონ იმ სფეროს, რა სფეროშიც იქნებიან დასაქმებული, რადგან შენ თუ არ იცნობ კარგად კომპანიის საქმიანობას, სხვას ვერ უამბობ მის შესახებ. ასევე მნიშვნელოვანია გადაწყვეტილების მიმღებ ყველა პირთან უშუალო კონტაქტი და კავშირი.
მეორე, მედიასთან ურთიერთობისთვის კარგი კონტაქტების დამყარება. ასევე მნიშვნელოვანია შესაბამის ექსპერტებთან, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან კონტაქტები, რომლებსაც შეუძლიათ ზეგავლენა მოახდინონ საზოგადოებრივ აზრზე. მესამე კი – არ შეუშინდნენ პრობლემებსა და გამოწვევებს.
– 3 რჩევა, რომელსაც მისცდემდით მას ვისაც ამ სფეროში მოღვაწეობა სურს.
პიარ სპეციალისტი უნდა ფლობდეს ფსიქოლოგიის, სოციოლოგიის, პოლიტოლოგიის, სტრატეგიული მენეჯმენტის, მარკეტინგის, მედიასათან ურთიერთობის საფუძვლებს.
–როგორია თქვენი ტიპიური სამუშაო კვირა?
სამუშაო კვირა იწყება კვირის გეგმის მიმოხილვით, შეხვედრებისა და აქტივობების მიხედვით. საერთოდ ერთი წლის გეგმა წინსაწარ გვაქვს შემუშავებული, რა თქმა უნდა, შეიძლება იყოს გაუთვალისწინებელი და დაუგეგმავი, კრიზისული სიტუაციაც, რომლის ეფექტიანი მართვა სწრაფად უნდა მოხდეს.
-რა გზები მიგაჩნიათ საუკეთესოდ კონტაქტების და წყაროების მოსაპოვებლად?
პირადი შეხვედრები, სხვადასხვა ღონისძიებებში მონაწილება. ასევე ახალი პროექტების დაგეგმვა და განხორციელება, პიარისა და მარკეტინგის სფეროში დასაქმებულ პროფესიანალებთან უშუალო შეხვედრები, აზრთა გაცვლისა და რჩევების გასათვალისწინებლად.
-როგორ იწყებთ სამუშაო დღეს?
დილით, სანამ სამსახურში მივალ ვეცნობი დღის სიახლეებს დილის გადაცემებისა და სოციალური მედიის საშუალებით. სამუშაო დღე იწყება შეხვედრით, თანამშრომლებთან მიმდინარე სამუშაოსა და გეგმებთან დაკავშირებით. შემდეგ ხდება თანამშრომლებისათვის დავალებების გადანაწილება. მნიშვნელოვან დროს ვუთმობ შიდაკორპორატიულ ურთიერთობებს სხვადასხვა საკითხებზე.
–რა უნარებია საჭირო წარმატებული პიარ მენეჯერისთვის?
ბევრი მუშაობა საკუთარ თავზე, სტრატეგიული აზროვნება, კარგი კომუნიკაციის უნარი, უნდა სარგებლობდეს საზოგადოების ნდობით, სწრაფად და ეფექტიანად მართავდეს კრიზისულ სიტუაციას, გუნდური მუშაობის უნარი.
–რა თვისებებს აფასებთ ადამიანებში, სამუშაო გარემოში?
პროფესიონალიზმს, პუნქტუალობას, კრეატიულობას.
–რა არის საუკეთესო პიარ პრაქტიკა რომელსაც ტექნოლოგია ვერ შეცვლის?
ადამიანურ ფაქტორს ვერანაირი ტექნოლოგია ჩაანაცვლებს. დღეს ბევრს საუბრობენ ხელოვნური ინტელექტის შექმნაზე და ადამიანის რობოტით ჩანაცვლებაზე. საზოგადოებასთან ურთიერთობის უმთავრესი პრინციპი არის საზოგადაოების ნდობის მოპოვება, რასაც ადამიანური ურთიერთობები განაპირობებს. თუმცა ყველაფერი შეიძლება მოხდეს, თუ ფანტასტიკურ ნაწარმოებებს დავუჯერებთ.
ციფრული ტექნოლოგიების განვითარებამ პიარზე უდიდესი გავლენა მოახდინა; მივიღეთ მედიის ახალი სახე – სოციალური მედია, რომელიც სულ უფრო პოპულარული ხდება და უფრო ადვილს ხდის სხვადასხვა სამიზნე ჯგუფეთან ურთიერთობას. ვიზუალური სთორითელინგი სულ უფრო აქტიურად გამოიყემება პიარ კამპანიების დროს და ძალიან ეფექტიანი საშუალებაა. ასევე სოციალურმა მედიამ წარმოშვა რეალურ დროში სწრაფი რეაგირების აუცილებლობა. ასე, რომ წარმატებული კამპანიების წარმართვისათვის დღეს კომპანიები უფრო ხშირად იყენებენ სოციალურ მედიას, რაც მომავალშიც გაგრძელდება.