თეა ყიფშიძე

1994 წლიდან დღემდე, როგორც ჟურნალისტი, აქტიურად თანამშრომლობს მედიასაშუალებებთან. სხვადასხვა დროს ჟურნალ-გაზეთებში იყო კულტურის მიმართულების რედაქტორი, სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის საერთაშორისო პროექტების პროდიუსერი, რადიოწამყვანი. აქვს საჯარო სექტორში მუშაობის გამოცდილება – 2013-17 წლებში იყო ბანაკების მართვისა და პროგრამების დეპარტამენტის უფროსი, ხოლო 2018 წელს საქართველოში გამართული 43-ე მსოფლიო ოლიმპიადის გახსნა-დახურვის ცერემონიალების პროდიუსერი. 2009 წლიდან დღემდე არის „ლიტერატურული გაზეთის“ ტექნიკური რედაქტორი.

2018 წლიდან საერთაშორისო ორგანიზაციის – ევროპის საჭადრაკო კავშირი (აერთიანებს ევროპის 54 ქვეყნის ეროვნულ ფედერაციას) – პიარისა და მარკეტინგის დირექტორია. 2019 წელს მისი ინიციატივით დაარსდა საჭადრაკო სამყაროს ერთ-ერთი  უმაღლესი ჯილდო – ევროპის ოქროს პაიკი, რომელიც მისივე ხელმძღვანელობით გაიმართა მონაკოში.

პიარსკოლის გუნდს თეა ყიფშიძე შემოუერთდა 2021 წელს, სადაც უძღვება კურსს – ამბის თხრობის ხელოვნება.

ალექსანდრე გაბუნია

2011 წლიდან არის სტუდია “ჩინემანი Fილმს” დამფუძნებელი. 2003 წელს დაამთავრა “მედიისა და ტელეხელოვნების კოლეჯი” ჟურნალისტის კვალიფიკაციით. 2009 წელს ქალაქ ნიუ იორკში გაიარა “ნიუ იორკის კინო აკადემიის” კურსი, კინო რეჟისორის სპეციალობით.

2004 წელს მუშაობა დაიწყო ტელეკომპანია “იმედში” საინფორმაციო გამოშვების კორესპონდენტად. 2004-2006 წლებში მუშაობდა ტელეკომპანია საკვირაო ანალიტიკური გადაცემა “დროება”-ს ჟურნალისტად.

2012 – 2013 წლებში მუშაობდა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე დოკუმენტური ფილმების რედაქციაში რეჟისორის თანამდებობაზე.

არის “მუნდენსის საერთაშორისო კინოფესტივალის” – აშშ, გრანპრის მფლობელი, მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმისთვის “მუღამი”.

იმავე ფილმით წარდგენილი იყო ლონდონის საერთაშორისო კინოფესტივალის ნომინაციაზე – საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი დოკ. ფილმი. ფილმმა აიღო ჯილდო “ხალხის რჩეული”.

სოსო გალუმაშვილი

2002 წლიდან საკონსულტაციო კომპანია “ჯეპრას” მმართველი პარტნიორი და უფროსი კონსულტანტია. მისი 20 წლიანი სამუშაო გამოცდილება ბეჭდვით და ელექტრონულ მედიაში, კერძო, საზოგადოებრივ და სახელმწიფო სტრუქტურებში საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტად და რეკლამის მენეჯერად მუშაობას მოიცავს.

წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა არსის, კავკასუს ონლაინის, ბაზისბანკის, ნიკორას, ჰაიდელბერგცემენტის, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის, HSBC ბანკი-საქართველოს, უნიქარდის ბრენდ საკომუნიკაციო კამპანიებს.

მისი საკონსულტაციო საქმიანობა ასევე მოიცავდა კერძო და სახელმწიფო ორგანიზაციების გრძელვადიანი საკომუნიკაციო სტრატეგიებისა და სოციალური პარტნიორობის პროექტების შემუშავებას.

2002-2020 წლებში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში კონსულტაციებს უწევდა მაჟორიტარ კანდიდატებს საპარლამენტო და ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებზე.

2008 წლიდან არის თბილისის პიარ კლუბის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე. 2010 წლიდან საქართველოს მცირე და საშუალო ბიზნესის ასოციაციის დამფუძნებელია.

2007 წლიდან არის პიარსკოლის დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი. უძღვება BTL-ის ლექციებს.