თამარ ცინცაძე პიარსკოლის შესახებ
- თქვენი აზრით, რა უპირატესობები აქვს გაუ-თბილისის პიარსკოლას და რატომ უნდა ჩააბარონ აქ?
ვფიქრობ, მეგობრული და უშუალო გარემო მნიშვნელოვანია. ის, რომ სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა ლექტორებთან ჰქონდეთ ახლო ურთიერთობა, ჰკითხონ რჩევები, როგორც სწავლის პროცესში, ასევე სწავლის დასრულების შემდეგ. ამით ისინი იფართოვებენ პროფესიულ წრეს, რაც მომავალში აუცილებლად გამოადგებათ.
- რას მიიღებს სტუდენტი თქვენი ლექციებიდან და როგორ გამოიყენებს მიღებულ ცოდნას მომავალ საქმიანობაში.
გამომდინარე იქიდან, რომ სარეკლამო სააგენტოში მუშაობის გამოცდილება მაქვს, ჩემი სალექციო კურსის ფარგლებში სტუდენტებს სარეკლამო ინსდუსტრიას სწორედ სააგენტოს პერსპექტივიდან ვაჩვენებ. ვცდილობ, ავუხსნა როგორია სინამდვილეში დამკვეთის და სააგენტოს ურთიერთობა, რა შეცდომები არ უნდა დაუშვან ამ ურთიეთობის დროს. მიმოვიხილავ სარეკლამო სფეროს გლობალურ დონეზე და ვაჩვენებ პრაქტიკულ გადაწყვეტებს, სხვადასხვა ვიდეო ქეისებს იმისთვის, რომ სწორი წარმოდგენა შეექმნათ რა ხდება მსოფლიო ბაზარზე, როგორი პროდუქტი იქმნება ჩვენთან, შეადარონ, დაფიქრდნენ და უფრო გაბედული გადაწყვეტილებები მიიღონ.