ბიზნესის წარმატებულად მართვა და ზრდა დამოკიდებულია იმაზე, თ`უ რამდენად კარგად იცნობთ მომხმარებლებს. მას შემდეგ, რაც ნათელი სურათი გაქვთ, თუ რა მიზნები, საჭიროებები და ღირებულებები აქვთ მომხმარებლებს, მით უფრო შეგიძლიათ ბიძგი მისცეთ მათ, იყიდონ თქვენი პროდუქტი თუ სერვისი.
მარკეტინგული კვლევა ერთ-ერთი საუკეთესო მეთოდია მომხმარებელთა შესასწავლად. ის გაძლევთ იმ მონაცემებს, რომლებსაც შეუძლიათ თქვენი მარკეტინგული სტრატეგიის სწორი ფორმირება, რაც მარკეტინგსა და გაყიდვებს მეტად ეფექტურს ხდის.
გარდა ამისა მარკეტინგული კვლევა გეხმარებათ:
- კომუნიკაციის გაუმჯობესებაში
- შესაძლებლობების განსაზღვაში
- რისკების შემცირებაში
მარკეტინგული კვლევა მნნიშვნელოვანია იმის შესაფასებლად, თუ რა მუშაობს და რა არ მუშაობს თქვენს ბიზნესმოდელში. ის მოიცავს კვლევებს სამიზნე ბაზრებისა და იმ სისტემების შესახებ, რომლებიც გავლენას ახდენენ თქვენს მარკეტინგულ გადაწყვეტილებებზე.
მარკეტინგული კვლევა ყველა იმ ასპექტს აკვირდება, რომელსაც 4P მოიცავს: პროდუქტს, ფასს, ადგილსა და პრომომუშენს. ეს კი მოიცავს:
- საზოგადოებასთან ურთიერთობას
- დისტრიბუციის მეთოდებს
- ახალი პროდუქტების/სერვისების განვითარებას
- პრომოციასა და რეკლამას
- ფასთა დაწესებას
- ბაზრის მდგომარეობას
- ბრენდინგს
მარკეტინგული კვლევა გვეხმარება გავიგოთ არა მხოლოდ მომხმარებელთა სურვილები, არამედ რამდენად წარმატებით უკავშირდება და ამყარებს ბიზნესი მათთან კომუნიკაციას. ის გვეხმარება გამოვავლინოთ პრობლემები და შესაძლებლობები, დავხვეწოთ სისტემები და შევაფასოთ არსებული მარკეტინგული სტრატეგია.
როგორ უნდა აწარმოოთ კვლევა თქვენი ბიზნესისთვის:
მარკეტინგული კვლევა მონაცემთა შეგროვებისა და ანალიზისთვის შემდეგ საფეხურებს გადის:
- პრობლემის განსაზღვრა. განსაზღვრეთ თუ რაზე უნდა ფოკუსირდეს კვლევა. იმის ცოდნა, თუ რა კითხვებზე ცდილობთ პასუხის გაცემას, დაგეხმარებათ კვლევის სტრუქტურის ეფექტურ ჩამოყალიბებაში.
- განსაზღვრეთ ბიუჯეტი და ვადები. რამდენის დახარჯვა შეგიძლია კვლევის პროცესზე? რა ვადებში გჭირდება რომ მზად გქონდეს მონაცემები? როგორც ყველა სტრატეგია, რომელსაც ბიზნესის განვითარებისთვის იყენებთ, კვლევაც თქვენს ხელთარსებული და მისაწვდომი რესურსების ფარგლებში უნდა ჩატარდეს. თუმცა, შესაძლებელია ის კითხვები, რომელზეც პასუხის გაცემასაც ცდილობთ, იმდენად მნიშვნელოვანი იყოს თქვენთვის, რომ ბიუჯეტის გამოყოფას ყოვლისმომცველი შედეგების მისაღებად ნამდვილად იმსახურებდეს.
- განსაზღვრე მეთოდები და საჭიროებები. განსაზღვრე თუ რა მონაცემები უნდა შეაგროვო და როგორ შეძლებ ამას. მაგალითად, არსებობს მათ შესაგროვებლად რამდენიმე ვარიანტი: დაკვირვება, გამოკითხვები, სატელეფონო ზარები, ფოკუს ჯგუფები.
- განსაზღვრეთ შერჩევის მეთოდი. როგორ უნდა აარჩიოთ კვლევაში მონაწილე პირები? შესაძლოა შემთხვევითი შერჩევის მეთოდით მოსახლეობისგან ამოარჩიოთ ის ჯგუფი, რომელსაც საერთო ცხოვრების სტილი აქვს და მათზე დაფუძნებით შეძლებთ მონაცემთა განზოგადებას. ან შესაძლებელია თავად თქვენი მომხმარებლებისგან მიიღოთ გარკვეულ კითხვებზე პასუხები. მოკლედ, შექმენით გეგმა კვლევაში მონაწილე პირების იდენტიფიცირებისა და მათთან კონტაქტისთვის.
- დაგეგმეთ მონაცემთა ანალიზის პროცესი. გადაწყვიტეთ, როგორ უნდა გაანალიზოთ მიღებული მონაცემები. გაანალიზე: რაოდენობრივი მონამცემები გჭირდება სტატისტიკური ანალიზისთვის თუ თვისებრივი მონაცემები უფრო დიდი სურათის დასანახად? გამოიყენებ რაიმე პროგრამულ უზრუნველყოფას თუ მონაცემთა ანალიზს ხელით გააკეთებთ? გამოყავით დრო იმისთვის, რომ შეისწავლოთ სხვადასხვა მეთოდები ანალიზისთვის, რათა იპოვოთ ის ერთი, რომელიც ყველა თქვენს კითხვაზე გაპოვნინებთ პასუხს.
- მონაცემთა შეგროვება. მას შემდეგ, რაც გეცოდინებათ რა კითხვებზე ეძებთ პასუხს, განსაზღვრავთ კვლევის მეთოდს პასუხების მოსაძიებლად განსაზღვრული ბიუჯეტისა და ვადების ფარგლებში, დრო დგება რომ შეაგროვოთ მონაცემები. ბევრი ბიზნესი სხვადასხვა კვლევის კომპანიებთან ან კონსულტანტებთან თანამშრომლობენ კვლევის წასამართად.
- მონაცემთა ანალიზი. არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად მარტივია მიღებული მონაცემები, თქვენ აუცილებლად დაგჭირდებათ კონკრეტული მეთოდები ანალიზისთვის, რათა დარწმუნდეთ, რომ კარგად გესმით, თუ რას გეუბნებათ ეს მონაცემები. ანალიზის მეთოდები, რომლებსაც გამოიყენებთ, დამოკიდებული იქნება შეგროვებული მონაცემების ტიპზე. ეს ასევე უნდა მოხდეს შეცდომების ანალიზისას, რომლებიც შესაძლოა მოხდეს შერჩევის, მონაცემთა შეგროვებისა და ანალიზის საფეხურებზე.
- შექმენი რეპორტი. კვლევის საბოლოო პროცესი რეპორტის შექმნაა იმ მიგნებებზე, რომლებიც კვლევის შედეგად გამოვლინდა. რეპორტში ასახული უნდა იყოს კვლევის მთლიანი პროცესი – პრობლემის იდენტიფიცირების საფეხურიდან მონაცემთა ანალიზის შედეგებამდე.
პიარსკოლის ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების კურსის ფარგლებში მარკეტინგულ კვლევას 2 სალექციო დღე ეთმობა, რომლის ფარგლებშიც შეისწავლით:
- რა არის მარკეტინგული კვლევები, კვლევის მეთოდები
- როგორ ხდება რაოდენობრივი და თვისებრივი მეთოდების შედარება
- რაოდენობრივი კვლევების მეთოდებს
- მედიაკვლევებს
- ხარისხობრივი კვლევის მეთოდებს
- კვლევის ექსპერიმენტული მეთოდებს
- კვლევის კონკრეტული მეთოდების არჩევის კრიტერიუმებს
- კვლევით კომპანიასთან ურთიერთობას
- კვლევის დროს დაშვებულ შეცდომებს