პიარსკოლის ეფექტური კომუნიკაციების ქვეკურსი
„მოგესალმებით, გილოცავთ პიარსკოლის დიდ ოჯახში შემოსვლას“ – ასე იწყება პიარსკოლის ეფექტური კომუნიკაციების ქვეკურსის პირველი მეცადინეობა. ეს პირველი ქვეკურსია და კეთილგანწყობილი კომუნიკაციის საშუალებით აქ იწყება ყინულის ლღობა, დისტანციის შემცირება ერთმანეთისთვის უცხო ადამიანებს შორის, რომელიც კურსის ბოლოს მეგობრობით გრძელდება ხოლმე.
ეფექტური ინტერპერსონალური საქმიანი კომუნიკაციის ქვეკურსის ფარგლებში პიარსკოლელები ეუფლებიან კომუნიკაციურ ტექნიკებს, როგორიც არის ინფორმაციის სწორად გადაცემა, აქტიური და პასიური მოსმენა, უკუკავშირის მიცემა და მიღება, პრეზენტაციის ტექნიკა. ეს ის უნარებია, რომელიც პიარმენეჯერებს ეხმარება პროფესიული საქმიანობის ეფექტიანად წარმართვაში. მოკლე კურსის ფარგლებში ნასწავლი საკვანძო კომუნიკაციური ტექნიკები აძლევს შესაძლებლობას სტუდენტებს თავდაჯერებულად იმოქმედონ და მიაღწიონ მიზანს საქმიან სიტუაციაში. ამ შედეგის ერთგვარი გატესტვა კურსის ბოლოს, პროექტების პრეზენტაციების დროს ხდება ხოლმე. საგამოცდო პრეზენტაციები აჯამებს მთლიანი კურსის ფარგლებში მიღებულ ცოდნას და გავარჯიშებული უნარების დემონსტრირების შესაძლებლობას აძლევს სტუდენტებს.
ყოველი ჯგუფი თავისი უნიკალობითა და მრავალფეროვნებით ამდიდრებს პიარსკოლას და ქმნის ახალ გამოცდილებას, როგორც ჯგუფის წევრებისთვის, ისე ლექტორებისთვის.
დაიწყე სწავლა პიარსკოლის “მარკეტინგული კომუნიკაციების” ზამთრის კურსზე.