როგორ მიმდინარეობს საბოლოო პროექტზე მუშაობა?

პიარსკოლის ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების კურსზე გარდა თეორიული ცოდნისა, მიიღებთ პრაქტიკულ გამოცდილებასაც. 3 თვის განმავლობაში შესაძლებლობა გეძლევათ იმუშაოთ რეალურ პროექტზე, რაც გულისხმობს საკომუნიკაციო სტრატეგიის დაწერას. პროექტის განხორციელებაში დაგეხმარებიან მენტორები, რომლებიც პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კომპანია “ჯეპრას” თანამშრომლები არიან.